სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

აკადემიური პერსონალისა და პრაქტიკოსი პედაგოგებისთვის ტრენინგები დაიწყო - დეტალები
16-02-2026
-
+


აკადემიური პერსონალისა და ბავშვებთან მომუშავე პრაქტიკოსი პედაგოგებისთვის ტრენინგები დაიწყო

გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 16 თებერვალს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყო აკადემიური პერსონალისა და ბავშვებთან მომუშავე პრაქტიკოსი პედაგოგების ტრენინგი ცხოვრებისეულ კონტექსტში კრიზისული ინტერვენციის შესახებ. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია კონფლიქტის დეესკალაციის პრაქტიკული ინსტრუმენტებისა და რთულ სიტუაციებში ემოციების მართვის შესახებ.
 
„კრიზისული ინტერვენცია ცხოვრებისეულ კონტექსტში (LSCI) - ეს არის მიდგომა, რომელიც ბავშვის კრიზისულ გამოცდილებას სწავლის შესაძლებლობად გარდაქმნის. აღნიშნული მეთოდი ხელს უწყობს ბავშვის ემოციურ თვითრეგულაციას და პოზიტიური ქცევითი უნარების განვითარებას.
 
ეს მიდგომა ასევე ეხმარება უფროსებს, ამოიცნონ, გაიგონ და მართონ საკუთარი ემოციური რეაქციები მაშინ, როდესაც ისინი აწყდებიან ბავშვის ინტენსიურ ან დამანგრეველ ქცევას. ეს მიდგომა პროფესიონალებს საშუალებას აძლევს, სტრესული მოვლენები - როგორიცაა კონფლიქტები, ემოციური დისრეგულაცია და წესების დარღვევა - ბავშვებისთვის იქცეს შესაძლებლობებად: განივითარონ თვითშეგნება, შეიძინონ ახალი სოციალური და ემოციური უნარები, გააძლიერონ საკუთარი ეფექტიანობის განცდა და მოახდენენ პოზიტიური ქცევითი ცვლილებები.
 
ტრენინგებს უძღვება გერიტ დე მური, სერტიფიცირებული ტრენერი ბელგიიდან. ტრენინგები ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით გაეროს ბავშვთა ფონდისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის ფარგლებში – „აღდგენითი მიდგომების დანერგვა უმაღლესი განათლების სისტემაში“. აღნიშნული ინიციატივა ნაწილია ევროკავშირისა და გაეროს ბავშვთა ფონდის პარტნიორული პროექტისა „ადამიანის უფლებები ყველასთვის - ბავშვის უფლებები ოჯახზე, მართლმსაჯულებასა და ცხოვრების სათანადო სტანდარტებზე", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა ბოლო საგამოცდო შედეგები გამოქვეყნდა - ისტ-ისა და 6 ენაში ტესტირების ქულები ცნობილია

სასკოლო ფორმას სხვას ვერ შეაკერინებთ - „მშობელი ვალდებულია სახელმწიფოსგან იყიდოს“

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მასწავლებლის საგნის კომპეტენცია წარმატებით დაადასტურა ჯგალის თემის საჯარო სკოლის სამმა პედაგოგმა  

ბანძის საჯარო სკოლა ლიკა ჯახუას ეროვნულ გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს
ღვითორის საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულთა 50 წლის იუბილე აღინიშნა
გიორგი გაფრინდაშვილის ორმაგი წარმატება - გამარჯვებები, რომლითაც ჭიათურის N2 საჯარო სკოლა ამაყობს
გაიცანით ტობანიერის საჯარო სკოლის მასწავლებლები, რომელთაც კიდევ ერთხელ დაამტკიცეს საკუთარი პროფესიონალიზმი
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება