| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა უარი თქვა, გაეთვალისწინებინა მოქალაქეების აზრი და დაეშვა გამონაკლისი 2026–2027 სასწავლო წელს პირველკლასელთა ასაკობრივი ზღვრის ცვლილებასთან დაკავშირებით.
საკითხი კომიტეტში დღეს განიხილეს და როგორც თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა განაცხადა, განათლების სამინისტრომ დაასაბუთა, რატომ არ იყო მიზანშეწონლი გამოაკლისის დაშვება.
„სკოლამდელი განათლება კონსტიტუციით არ არის სავალდებულო. ზოგადი განათლების საფერხურზე სკოლაში, პირველ კლასში სწავლას იწყებენ როგორც ბავშვები, სკოლამდელი განათლების გამოცდილებით, ისე მის გარეშე.
ბავშვის სასკოლო ზაობა არ შემოიფარგლება მხოლოდ აკადემიური ცოდნით. ის მოიცავს როგორც ფიზიკურ, ისე კოგნიტურ, ემოციურ სოციალურ და ქცევის მზაობას, რაც ასაკთან მჭიდროდ არის დაკავშირებული“, - აღნიშნა ლაშხმა.
პეტიციაში, რომელიც მშობლებმა შეიტანეს პარლამენტში ერთ-ერთი ინიციატივა იყო: „სკოლისთვის მზაობის შეფასების მექანიზმის გამოყენებით მოხდეს იმ ბავშვების მზაობის შეფასება, რომელთაც 6 წელი უსრულდებათ 2026 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით და შეფასების საფუძველზე მოხდეს 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება“.
ამ ინიციატივასთან დაკავშრებით მარიამ ლაშხმა, განცხადა, რომ მის შესასრულებლად შესაბამისი ადამინური რესურსი არ აქვს განათლების სამინისტროს.
„აღნიშნულის პრაქტიკული გამოყენება მოითხოვს ბავშვზე ხანგრძლივ დაკვირვებას. არა ერთჯერადად, არამედ ეტაპობრივად შეფასებას, ფიზიკური და კოგნიტურ, ფსიქო-ემოციური, სოციალური უნარებას დაკვირვებას, რაც დაკავშირებულია შესაბამის კომპეტენციებთან და დიდი რაოდენობის ადამიანურ რესურსთან. აღნიშნული მოთხოვნის განხილვაც მიუღებლად მიიჩნია ამ ეტაპისთვის სამინისტრომ“, - აღნიშნა ლაშხმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქის მარიამ ბოხუას მიერ წარმოდგენილი საქართველოს 300-ზე მეტი მოქალაქის ხელმოწერილი პეტიციის: „ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციის საფუძველზე „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით: 2026-2027 სასწავლო წელს პირველკლასელთა ასაკობრივი ზღვარის ცვლილებაზე გარდამავალი დებულების (გამონაკლისის) გათვალისწინების შესახებ“
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ეროვნული გამოცდები 2 ივლისს დაიწყება - დეტალური განრიგი გამოქვეყნდა
„მე თქვენ მეამაყებით, ჩემო პატარა შვილებო, ჩვენო მომავალო თაობავ!“
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა