სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

2026 წელს ორი კლასი ერთად დაასრულებს საფეხურს - ცვლილება საბაზო საფეხურის მოსწავლეებს ეხება 
10-02-2026
-
+


ცნობილია, რომ 2027-2028 სასწავლო წელს ორი - მე-11 და მე-12 - კლასი ერთდროულად დაამთავრებს; საკანონმდებლო ცვლილება დამტკიცებულია, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რა ზომების მიღებას გეგმავს სახელმწიფო, ამ პერიოდში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ვაკანტური ადგილების მიმართულებით. 

გარდა ამისა, იგივე საკანონმდებლო ცვლილებით, საბაზო განათლება 9-წლიანი ხდება, რაც ასევე ნიშნავს, რომ მომდინარე სასწავლო წელს სკოლები კვლავ ორ - მე-9 და მე-10 კლასებს გამოუშვებენ; ასე რომ, 2026 წელს, პროფესიულ სასწავლებელში სწავლის გაგრძელების მსურველთა გაორმაგებული კონკურენცია იქნება.

სახელმწიფო სასწავლებლებში ვაკანტური ადგილების გაზრდაზე განმარტებით ბარათში არაფერია ნათქვამი, სამაგიეროდ აღნიშნულია, რომ გაორმაგებული კონკურენციის ფონზე, მეტი მოთხოვნა იქნება კერძო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, „რაც დადებითად აისახება სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდაზე“. 

„იცვლება საბაზო საფეხურის დასრულების ხანგრძლივობა. მოქმედი რედაქციის მიხედვით, საბაზო საფეხური მოიცავს VII-X კლასებს, ხოლო კანონპროექტის თანახმად იგი განისაზღვრება VII-IX კლასებით. საბაზო საფეხურის დასრულება პირდაპირ არის დაკავშირებული პროფესიულ განათლებაში ჩართვასთან. აღნიშნული ცვლილება, 2026 წელს გამოიწვევს პროფესიულ განათლებაში შემსვლელთა რაოდენობის ზრდას როგორც კერძო, ისე საჯარო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში. შედეგად გაიზრდება კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების შემოსავლები და, შესაბამისად, მათ მიერ გადახდილი სახელმწიფო გადასახადების ოდენობა, რაც დადებითად აისახება სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდაზე“.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

გამოცდის ქულები ცნობილია - შედეგების ნახვა სპეციალური კოდის მეშვეობით შეუძლიათ

საგაკვეთილო განრიგთან დაკავშირებით emis ინფორმაციას ავრცელებს

 

დამატებითი რანჟირება აბიტურიენტებისთვის - განცხადების წარდგენის ვადას და ფორმას ადგენს NAEC-იის დირექტორი აქვეყნებს

 

„ბაღებში სამუშაო საათები გაგვიზარდეს, შესვენებას ვერ ვიყენებთ“- რას პასუხობს საგარეჯოს სკოლამდელი დაწესებულებების გაერთიანების ხელმძღვანელი პედაგოგებს

2026 წლის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა დამტკიცდა - რა იცვლება სკოლებში

პიროვნება

დირექტორის შეფასებით, მიღწეული შედეგები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი, მიზანმიმართული შრომის შედეგია

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება