სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

რას წერდა საბჭოთა პრესა 14 აპრილზე?
14-04-2018
-
+


1978 წელი, ვნებათაღელვით სავსე აპრილი... ბრძოლა სახელმწიფო ენის შესანარჩუნებლად და საბჭოთა პრესის დუმილი მიმდინარე მოვლენებზე...   

რას იუწყებოდა საბჭოთა პრესის ფურცლები 14 აპრილს?  

„ტანვარჯიში“, „სოფლის დილა“ და „ძმობის სიმღერა“- ეს იმ რადიო პროგრამის არასრული ჩამონათვალია, რომელიც „კომუნისტმა“ 14 აპრილისთვის დაანონსა.                                                                        
თავად კი მთავარ სიახლეებში სსრკს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის, ბრეჟნევის ციმბირსა და შორეული აღმოსავლეთის რაიონებში მოგზაურობის შესახებ ჰყვებოდა. 

გაზეთი ისტორიული მნიშვნელობის მოვლენად აფასებდა საქართველოს სსრკ უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე მერვე სესიას და საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის შედეგებს დიდ ადგილს უთმობდა.   

„გაუმარჯოს საქართველოს სსრკ ახალ კონსტიტუციას! დიდება საბჭოთა საქართველოს და მის სახელოვან მშრომელებს!“ - აქ იყო ქება და დიდება კონსტიტუციის სიკეთეებისა და თანასწორობისა. 

წერდნენ კანონში შეტანილ ცვლილებებსა და კონსტიტუციის მეტად დახვეწაზე, სახელმწიფო ენის განმსაზღვრელ მუხლსა და სადავო საკითხს საერთოდ არ ახსენებდნენ. 
    
იმასაც ამბობდნენ კონსტიტუციის საყოველთაო - სახალხო განხილვა ამაღლებულ დემონსტრაციად გადაიქცა, რაც მოქალაქეთა მაღალ პოლიტიკურ აქტივობას ცხადყოფსო.

ნეტა, ამაღლებულ დემონსტრანტებში ქართული ენისათვის მებრძოლებს ხომ არ გულისხმობნენ?!... ალბათ, ასე იყო, ოდნავ შეცვლილი კონტექსტით.   
 
„კომუნისტის“ პათოსს „ლიტერატურული საქართველოც“ სრულად იზიარებდა.

იწერებოდა ასე: „საქართველოს სს რესპუბლიკაში ძალაუფლება ხალხს ეკუთვნის“ - გვეუბნება ახალი კონსტიტუცია და როდესაც ამ სტრიქონებს კითხულობთ, სიამაყისა და კმაყოფილების გრძნობა გეუფლებათ.“  

გაზეთ „ქართველ მწერალთა ხმაში“ ქართველი მწერლების სახელით ხოტბას ასხამდნენ ახალ კონსტიტუციას - „ქართული მწერლობა თავის ხმას უერთებს მშრომელთა ხმას და რესპუბლიკის ახალი კონსტიტუციის სჯერა“, მეორე მხრივ კი არნოლდ ჩიქობავას საიუბილეო, 80 წლისთვის მიძღვნილ მასალას აქვეყნებდა და მას ქართული ენის დაუღალავ მსახურად იხსენიებდა.
 
გაზეთი „თბილისიც“ ანალოგიურ მასალას აქვეყნებდა. არანაირი კრიტიკა, ბალანსი და ხალხის გამოძახილი. 

ერთადერთი რაც იმდროინდელ გაზეთებში მოიძებნა „კომუნისტის“ 9 აპრილის ნომერში გამოქვეყნებული სტატიაა, სადაც გაკვრითაა ნახსენები სახელმწიფო ენასთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციის არსებობა და მოწინააღმდეგეები არაპროგრესულად მოაზროვნედ არიან შერაცხულნი.  
 
„ყველა დიდი და ნაყოფიერი მუშაობის მიუხედავად, რასაც კონსტიტუციის პროექტის პროპაგანდისა და განხილვისთვის ადგილებზე პარტიული ირგანიზაციები ეწევიან, სამწუხაროდ, ზოგან შეიმჩნევა ამ საქმეში ცალმხრივობა, ფორმალიზმი, ზერელობა... იქ, სადაც ამ დიდი პოლიტიკური მნიშვნელობის დოკუმენტის პროპაგანდას შრომითი კოლექტივის საბრძოლო ამოცანებს ვერ უკავშირებენ, ვერანაირი პოლიტიკური სიტყვა, რაგინდ ხმამაღლადაც არ უნდა იყოს ნათქვამი, მიზანს ვერ მიაღწევს, ჰაერში გამოკიდებული იქნება...“

სამივე გამოცემას საბჭოთა პრესის პროპაგანდისტული მანქანის ხელწერა აერთიანებს...

წარსულის ფურცლებს ყველაზე ნათლად აწმყო სცემს პასუხს.   
 
მათი შეფასებით „ჰაერში გამოკიდებულმა სიტყვამ“, დღეს ქართული სიტყვის შეგრძნებისა და თამამად წარმოთქმის უფლება მოგვანიჭა.   

Etaloni.ge პატივს სცემს სახელმწიფო ენას და ყველას გილოცავთ დედაენის დღეს! 


იხილეთ ფოტომასალა:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

2026 წლის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა დამტკიცდა - რა იცვლება სკოლებში

საჯარო სკოლის დირექტორებთან დაკავშრებით მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლების შინაგანაწესში ცვლილებები შევიდა

პროგრამა ყველა პირველკლასელს შეეხება - მთავრობის განკარგულება ძალაშია

პედაგოგებისთვის ფუნქციების გადანაწილების ბოლო დღე 14 სექტემბერია, კიდევ რა უნდა მოასწრონ სკოლებმა სასწავლო წლის დაწყებამდე

პიროვნება

დირექტორის შეფასებით, მიღწეული შედეგები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი, მიზანმიმართული შრომის შედეგია

სკოლები

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება