სიახლეები
სიახლეები, ეტალონი

„ეტალონი“ ის პროექტია, რომელიც ბავშვებს თვითშეფასებას უმაღლებს“-შუახევის, ნინოწმინდის და საჩხერის მუნიციპალიტეტების ეტალონი მოსწავლეები ცნობილია
25-10-2022
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მიზანი მოსწავლეებში განათლების ხელშეწყობა, მოტივაციის გაზრდა და წახალისებაა. ტრადიციად ქცეულ სახალხო კონკურსში მოსწავლეები მთელი ქვეყნიდან ერთვებიან.

21 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის“ დისტანციური კონკურსის ფარგლებში 2022 წლის შუახევის, ნინოწმინდის და საჩხერის „ეტალონი მოსწავლეები“ გამოვლინდნენ. 

➤ „შუახევის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი გახდა - საქართველოს საპატრიარქოს ხიჭაურის წმ. გრიგოლ ხანძთელის სახელობის სკოლის XI კლასის მოსწავლე ლადო ფუტკარაძე

➤ „ნინოწმინდის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი გახდა - სათხის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე ვარდუჰი ანანიკიანი

➤ „საჩხერის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი გახდა - ქორეთის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე თათია ლომიძე

შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი და მეორე ეტაპები ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა. 

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციური ფორმატით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.

ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის მონაწილე ყველა მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა. 

გამარჯვებული მოსწავლეები შემდგომში თავის მუნიციპალიტეტებს წარმოადგენენ LIVE ვიდეო-ფორმატის კონკურსში და შეეჯიბრებიან სხვა მუნიციპალიტეტების გამარჯვებულებს. 

კონკურსის შესახებ შთაბეჭდილებებს etaloni.ge-ს  „ეტალონი მოსწავლეები“, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, დირექტორები და პედაგოგები უზიარებენ.

ედუარდ გოგრაჭაძე, შუახევის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი:                               

პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ შუახევის საგანმანათლებლო რესურსცენტრი, საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ აქტიური მხარდამჭერია. ეს კონკურსი ჩვენთან სისტემატურად ტარდება და სკოლები ტრადიციულად ერთვებიან. ვფიქრობ, ინტელექტ-ჩემპიონატის ჩატარება ძალზედ მნიშვნელოვანია, რათა ბავშვებმა მეტი განათლება, მოტივაცია მიიღონ და სწავლისადმი ინტერესი გაუჩნდეთ. ასევე, მოსწავლეები პროექტის საშუალებით ცოდნას აგროვებენ და იმ უნარ-ჩვევებს გამოიმუშავებენ, რომლებიც ცოდნის რეალიზებასა და პრაქტიკულ ცხოვრებაში უწყობთ ხელს.

ლადო ფუტკარაძე, „შუახევის ეტალონი მოსწავლე“:

„შუახევის ეტალონი მოსწავლის“ სტატუს არ ველოდი, მაგრამ ძალიან ბევრი ვიშრომე. ჩემთვის ეს სტატუსი დიდ პასუხისმგებლობას ნიშნავს და აუცილებლად ვეცდები, ფინალურ ეტაპზეც ვასახელო ჩემი სკოლა. ვფიქრობ, ძალიან კარგი ტესტები იყო და დიდი გამოცდილება მომცა. რამოდენიმე წელია, რაც „ეტალონისა“ და izrune.ge-ს პროექტებში აქტიურად ვარ ჩართული და სწავლის პროცესში ძალიან მეხმარებიან.

ირა აბულაძე, შუახევი, საქართველოს საპატრიარქოს ხიჭაურის წმ. გრიგოლ ხანძთელის სახელობის სკოლის დირექტორის მოადგილე:

ჩვენი სკოლა ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატში უკვე რამდენიმე წელია, რაც აქტიურად მონაწილეობს. იქიდან გამომდინარე, რომ ლადო ძალიან კარგი მოსწავლეა და მყარი ცოდნა აქვს მის წარმატებას ველოდით. ჩვენი მოსწავლის „შუახევის ეტალონ მოსწავლედ“ გახდომა ნიშანია, რომ სკოლაში სწავლის მაღალი ხარისხია და ამავდროულად, მოსწავლის მომზადების. ეს ბავშვი ყოველ დღე გაკვეთილებზე მოდის მომზადებული და ჯერ არ შემინიშნავს, იყოს უპასუხისმგებლოდ მოსული. პირადად მე ლადოს ქართულ ენასა და ლიტერატურას ვასწავლი, აქედან გამომდინარე მისი შესაძლებლობების შესახებ ვიცი. ვფიქრობ, ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ მოსწავლეებს მოტივაციას აძლევს. ბავშვები საკუთარი ცოდნის დემონსტრირებას ახდენენ და საკუთარ თავს უმტკიცებენ, თუ რა შეუძლიათ. მოსწავლეები პროექტის მეშვეობით უფრო კარგად ხვდებიან თუ რა იციან და რა შესაძლებლობებს ფლობენ.

მელანო ზოიძე, საქართველოს საპატრიარქოს ხიჭაურის წმ. გრიგოლ ხანძთელის სახელობის სკოლის პედაგოგი:

მე ლადოს ისტორიის პედაგოგი ვარ და მის წარმატებას ველოდი, რადგან ძალიან ნიჭიერი, მოაზროვნე ბავშვია. ჩვენი მოსწავლის ეს წარმატება თავად სკოლის წარმატებას ნიშნავს. სხვათა შორის, ადრეც, წინა წლებშიც გვყავდა „შუახევის ეტალონი მოსწავლე“. პროექტში ყოველთვის აქტიურად ვმონაწილეობთ. პროექტში მონაწილეობით ბავშვები უფრო აქტიურები, მიზანდასახულები და მოაზროვნეები ხდებიან. გამარჯვებულსაც ბავშვები სხვა თვალით უყურებენ და აფასებენ.

დავით ზედგინიძე, ნინოწმინდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი:

ნინოწმინდის საგანმანათლებლო რესურსცენტრი ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ დიდი მხარდამჭერია იმ თვალსაზრისით, რომ მოსწავლეები პროექტის საშუალებით საკუთარ ნიჭიერებას და შესაძლებლობებს წარმოაჩენენ. გამარჯვებულ მოსწავლეს, სათხის სკოლიდან ვარდუჰი ანანიკიანს გამარჯვება მივულოცე, მინდა კვლავ ვისარგებლო შემთხვევით და მომავალი წარმატებები ვუსურვო. 

ვარდუჰი ანანიკიანი, „ნინოწმინდის ეტალონი მოსწავლე“:

პირადად ჩემთვის ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობა ძალიან დიდი გამოცდილება იყო, რადგან უფრო კარგად ავითვისე დამოუკიდებლად მუშაობა და პასუხების სწრაფად გაცემა. „ნინოწმინდის ეტალონი მოსწავლის“ სტატუსი ძალიან მოულოდნელი არ იყო, რადგან ბევრი ვიშრომე. ძალიან მიხარია და ვთვლი, რომ ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობაა ჩემთვის. 

შუშანიკ ანანიკიანი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხის საჯარო სკოლის დირექტორი:

ძალიან საამაყოა რომ ამხელა ჩემპიონატში, საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ნინოწმინდის სკოლებს შორის ჩვენმა მოსწავლემ I ადგილი დაიკავა და „ნინოწმინდის ეტალონი მოსწავლის“ სტატუსი მოიპოვა. აღნიშნული წარმატება ნიშნავს, რომ სკოლა: დირექცია, ადმინისტრაცია და მასწავლებლები მოტივირებულები არიან კარგი მოსწავლეები გვყავდეს; ბავშვები იყვნენ ყოველთვის მოტივირებულები და სწავლით დაინტერესებულები. ეს დიდი წარმატება არამხოლოდ ჩვენი სკოლისთვის, არამედ მთელი სოფლისთვის და თემისთვის საამაყოა. ძალიან გვიხარია და ჩვენს მოსწავლეს ფინალურ ეტაპზე ვუსურვებთ წარმატებას, იმედია ისევ კარგი შედეგები გვექნება. ვფიქრობ, ბეჯითი და შრომისმოყვარე მოსწავლეს ყველაფერს მუდამ საკუთარი ძალისხმევით მიაღწევს.

შუშანიკ არუთუნიანი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხის საჯარო სკოლის პედაგოგი:

ჩვენი მოსწავლეები ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ყოველთვის აქტიურად მონაწილეობენ. გამარჯვებული მოსწავლე ძალიან შრომისმოყვარე ბავშვია და აქედან გამომდინარე, მისი წარმატება მოულოდნელი არ იყო. ვფიქრობ, მოსწავლეებისთვის პროექტში მონაწილეობა მნიშვნელოვანია, რათა იცოდნენ რა დონეზე არიან სწავლაში.

ცისმარ მაჭარაშვილი, საჩხერის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი:

უპირველეს ყოვლისა აღვნიშნავ, რომ ჩვენს საგანმანათლებლო რესურსცენტრს „ეტალონის“ შემოქმედებით ჯგუფთან და ბატონ გოჩა ტყეშელაშვილთან, რომელსაც ჩვენს დიდ მეგობრად მივიჩნევთ ხანგრძლივი თანამშრომლობა გვაკავშირებს. მეორეს მხრივ ვთვლით, რომ ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ არის ის პროექტი, სადაც მოსწავლეები თავიანთი შესაძლებლობების რეალიზებას ახდენენ; ეს კი მათთვის შემდგომი დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმისთვის სტიმულია, რომელიც აუცილებლად ცხოვრებაში საკუთარ ადგილს აპოვნინებთ. ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება. ძალიან სასიამოვნოა ამ პროექტის არსებობა და იმედია სულ მალე ჩვეულ კალაპოტში დაბრუნდება. ვგულისხმობ, პირდაპირ შეხვედრებს, რომელიც ამავე დროს იყო ნამდვილი დღესასწაული. წელსაც, პროექტი ძალიან გამართულად ჩატარდა და სასიხარულოა, რომ ბევრი სკოლა ჩაერთო. ბოლოს რა თქმა უნდა, ერთი გამარჯვებული უნდა გამოვლენილიყო და „საჩხერის ეტალონი მოსწავლის“ სტატუსი ქორეთის საჯარო სკოლის მოსწავლეს ერგო, რაც მათთვის ძალიან დიდი სიხარული და წარმატებაა.

თათია ლომიძე, „საჩხერის ეტალონი მოსწავლე“:

„საჩხერის ეტალონი მოსწავლის“ სტატუს ნამდვილად არ ველოდი და ძალიან გამიხარდა. ვამაყობ, რომ ჩემი კუთხის „ეტალონი მოსწავლე გავხდი“. ჩემს თანატოლებსაც ვურჩევ პროექტში აქტიურად ჩაერთონ, რომ ახალი და მნიშვნელოვანი გამოცდილება მიიღონ, რომლებიც მომავალ ცხოვრებაში აუცილებლად წაადგებათ.

მაგული სივსივაძე, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორეთის საჯარო სკოლის დირექტორი:

ყოველთვის გვსურდა ჩვენ სკოლას მიეღო „საჩხერის ეტალონი მოსწავლის“ სტატუსი და წელს ეს სურვილი ახდა. ჩვენი მოსწავლეები პროექტში უკვე ძალიან დიდი ხანია აქტიურად მონაწილეობენ. ძალიან გახარებულები ვართ. ეს ჩვენთვის დიდი წარმატება, მოტივატორია და ვეცდებით, ყოველთვის აქტიურად მივიღოთ პროექტში მონაწილეობა. ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ ისეთი პროექტია, რომელიც მოსწავლის, სკოლისა და პედაგოგის წარმატებას განაპირობებს. ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილეობა მოსწავლეებს მრავალმხრივ უნარებს სძენს, პირველ რიგში უვითარებს სინთეზის უნარს, ასევე, ანალიტიკური აზროვნებას და უჩენს სწავლისადმი მეტ ინტერესს. 

მაია შუკაკიძე, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორეთის საჯარო სკოლის პედაგოგი:

თათიას ეს წარმატება მაინც მოულოდნელი იყო იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ მხოლოდ მეცხრე კლასის მოსწავლეა. მისი ეს გამარჯვება სხვა ბავშვებისთვის ძალიან დიდი მოტივაციაა. ბავშვები ამ სიხარულს დიდი ენთუზიაზმით შეხვდნენ და მეტი სტიმული ექნებათ მომავლისთვის უფრო კარგი შედეგები დადონ. ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ ის პროექტია, რომელიც ბავშვებს თვითშეფასებას უმაღლებს და მაღალი ქულების მიღებით სწავლისადმი მეტი ინტერესი უჩნდებათ. ბავშვები მისი მეშვეობით უფრო თავდაჯერებულები და ხალისიანები ხდებ​იან.

ასევე იხილეთ:

2022 წლის ხობის, წალენჯიხის, შუახევის, ნინოწმინდის და საჩხერის „ეტალონი მოსწავლეები“ გამოვლინდნენ

„ეტალონის“ II ეტაპის მონაწილეთა სია - ხობი, წალენჯიხა, შუახევი, ნინოწმინდა და საჩხერე

„ბავშვები ჩემპიონატის დაწყებას წლიდან-წლამდე ელიან“-ხობის, წალენჯიხის, შუახევის, ნინოწმინდის და საჩხერის მუნიციპალიტეტებში „ეტალონის“ I ეტაპი გაიმართა

ხობის, წალენჯიხის, შუახევი, ნინოწმინდის და საჩხერის მუნიციპალიტეტების მოსწავლეთა საყურადღებოდ - თქვენთვის „ეტალონი“ გაიმართება

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
უფროსი სპეცმასწავლებლების საგამოცდო ტესტის შეფასების სქემა და ზოგადი კრიტერიუმები
მასწავლებელთა საგამოცდი ტესტის შეფასების კრიტერიუმები ცნობილია
შეუძლიათ თუ არა კანდიდატებს გასაუბრების ეტაპის ვიდეო ან აუდიო ჩაწერა - ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ვაკანსიით დაინტერესებულთათვის
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
აქტივობებს სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ
მათ ლამაზი სიმღერა შეასრულეს, სიტყვა წარმოთქვეს, ლექსები წაიკითხეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს
წლევანდელ გამოფენას განსაკუთრებული ხიბლი პედაგოგ ლალი ქშუტაშვილის კალიგრაფიულმა ნიმუშებმა შესძინა
აღსანიშნავია, რომ დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული მასწავლებელ მარიამი გიორგაძის სადამრიგებლო IV კლასში დიდი წარმატებით დასრულდა
სკოლაში პატრიოტული ღონისძიება გაიმართა, მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს, 9 აპრილის უმძიმესი ტრაგედია, რომელიც საფუძვლად დაედო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება