სიახლეები
სიახლეები, ეტალონი

„ბავშვები ჩემპიონატის დაწყებას წლიდან-წლამდე ელიან“-ხობის, წალენჯიხის, შუახევის, ნინოწმინდის და საჩხერის მუნიციპალიტეტებში „ეტალონის“ I ეტაპი გაიმართა
21-10-2022
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მიზანი მოსწავლეებში განათლების ხელშეწყობა, მოტივაციის გაზრდა და წახალისებაა. ტრადიციად ქცეულ სახალსო კონკურსში მოსწავლეები მთელი ქვეყნიდან აქტიურად ერთვებიან. 

2022 წლის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მეორე პერიოდის კონკურსები ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. 

19 ოქტომბერს კონკურსის პირველი ეტაპი ხობის, წალენჯიხის, შუახევის, ნინოწმინდის და საჩხერის მუნიციპალიტეტების მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

კონკურსის ყველა მონაწილე მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა. 

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე მუნიციპალიტეტების მიხედვით „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. კონკურსის II ეტაპი 21 ოქტომბერს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე ასევე დისტანციურ რეჟიმში გაიმართება.

კონკურსის მიმდინარეობისა და მნიშვნელობის შესახებ etaloni.ge-სთან სკოლების დირექტორებმა ისაუბრეს. 

ავთანდილ ვანაძე, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სპასოვკის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენი სკოლა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ დიდი ხანია ჩართულია. გამარჯვებული მოსწავლეც კი გვყავდა. მოსწავლეები ძალიან დაინტერესებულები არიან მონაწილეობით. ვფიქრობ, სწავლაში დიდი მოტივაცია ეძლევათ, რაც მომავალაში ძალიან წაადგებათ. ბავშვებისთვის, პროექტში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია, რაღაც წარმატებას როდესაც აღწევენ უხარიათ. პირველი ეტაპის შედეგებით კმაყოფილი ვარ, თითქმის ყველა მონაწილე მეორე ეტაპზე წარმატებით გადავიდა.

მზექალა მინაძე, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლის დირექტორი:

პროექტში მონაწილეობისთვის ზოგადი ცოდნაა საჭირო და აქედან გამომდინარე, ბავშვებს ძალიან მოსწონთ. კითხვები ყველა საგანს მოიცავს და საშუალება ეძლევათ საკუთარი თავი შეამოწმონ, თვითშეფასება უფრო უმაღლდებათ, როდესაც კარგ შედეგებს იღებენ. პროექტში პირველ რიგში ბავშვის ცოდნის გადამოწმება ხდება, ანუ რა იციან და რა არა.


შორენა ბართია, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთის საჯარო სკოლის  დირექტორი:


ჩემს მოსწავლეებს ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობა ძალიან მოსწონთ და ყოველთვის აქტიურად ელიან. პროექტი ინტელექტუალური თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი და საინტერესო. პირველმა ეტაპმა ძალიან კარგად ჩაიარა და შედეგებით კმაყოფილები ვართ.

მაია შუშანია, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოს N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

ბავშვები ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მასიურად მონაწილეობენ და ნამდვილად მოსწონთ. მომავალშიც ვაპირებთ კვლავ ასე აქტიურად ვიყოთ ჩართულები. მოსწავლეთა მონაწილეობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს შეჯიბრებითობა სწავლისადმი მოტივაციას უმაღლებს, ასევე მეტი ინფორმაციის მოძიების სურვილს უჩენთ, რაც სწავლების დონის ამაღლებას უწყობს ხელს. ვფიქრობ, „ეტალონს“ სასკოლო ცხოვრებაში დიდი ადგილი უკავია. ვფიქრობ, მხოლოდ სასწავლო პროცესი იმდენ შედეგს ვერ დადებს, როგორსაც ასეთი კლასგარეშე საქმიანობა. პირველი ეტაპით კმაყოფილი ვარ, კარგი შედეგები მიიღეს.


ჯემალ გამრეკელიძე, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩამბის საჯარო სკოლის დირექტორი:


ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობა ყოველთვის მნიშვნელოვანია, რადგან ბავშვები გონებრივად ვითარდებიან და სწარაფად აზროვნების და სიტუაციების გაანალიზების უნარები უვითარდებათ. ვფიქრობ, პროექტი მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და მოტივატორია.


მზია გოგაძე, დაბა შუახევის საჯარო სკოლის დირექტორი:


ბავშვებს პროექტში მონაწილეობა ყოველთვის მოსწონთ. ბავშვებისთვის ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აზროვნების სისხარტეს ეჩვევიან და შესაბამისად, კონკურსისთვის აქტიურად ემზადებიან, რათა საკუთარი უნარები წარმოაჩინონ. ბავშვები პროექტში მონაწილეობით მეტად კონკურენტუნარიანები და ქვეყნის მასშტაბით ცნობილები ხდებიან. „ეტალონი“ ეს ის პროექტია, რომელსაც ყოველთვის სიამოვნებით ელიან და ერთვებიან.

გულნაზ ფუტკარაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დღვანის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ეტალონში“ მონაწილეობით მოსწავლეები ძალიან დაინტერესებულები იყვნენ. დარეგისტრირდნენ და ტესტირება გაიარეს. ზოგადად, აქტიურად ვერთვებით, ვმონაწილეობდით გასულ წლებშიც. ჩემი აზრით, ამ კონკურსში მონაწილეობა მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და სასარგებლოა. ეს სწავლის მიმართ მათ სურვილს ზრდის და მხოლოდ განვითარებას ემსახურება. ასევე, დადებითად აისახება მოტივაციაზეც.


ელგუჯა როგავა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:


ბავშვები ინტელექტ-ჩემპიონატში აქტიურად მონაწილეობენ რაც იმას ნიშნავს, რომ ძალიან მოსწონთ. ყოველთვის სიხარულით ელოდებიან ხოლმე. ვფიქრობ, პროექტი პირველ რიგში ბავშვებში სწავლისადმი მოტივაციას და დაინტერესებას ზრდის. აქტიურად ეძებენ ხოლმე მნიშვნელოვან ინფორმაციას და მასალებს. 

ნონა მებონია, ვახტანგ კვარაცხელიას სახელობის წალენჯიხის N4 საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენი სკოლიდან წელს 20 ბავშვი მონაწილეობდა და ნამდვილად დიდი სიხარულით ერთვებიან ყოველთვის. თავად ბავშვებს ჰქონდათ ჩართვის სურვილი და აქტიურად ემზადებოდნენ. ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ აბსოლუტურად ეროვნული პროექტია და ჩემს თავს მის აქტიურ მხარდამჭერად მოვიაზრებ, რადგან ეროვნულ საქმეს აკეთებს. ბავშვები სწავლობენ, ყველა მხრივ ვითარდებიან და არ ვიცი, ამაზე უკეთესი პროექტი ქართულ სივრცეში. ვფიქრობ, მასში მონაწილეობით მოსწავლეებს უვითარდებათ: შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება. ასევე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობის გრძნობა - საკუთარი თავისა და სკოლის მიმართ, რადგან როდესაც იმარჯვებენ ისინი შემდეგ უკვე სკოლის სახელს წარმოაჩენენ. 

თამარ ლუკავა, წალენჯიხის N3 საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენი მოსწავლეები ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ აქტიურად იყვნენ ჩართულები და მოსწავლეებს მონაწილეობის დიდი მოტივაცია ჰქონდათ. ტესტირების მსვლელობას და ბავშვების მუშაობას პირადად მე ვაკვირდებოდი და იმდენად კარგი საკითხები იყვნენ, რომ თავად ბავშვები მივიდნენ შემდეგ დასკვნამდე - ჩემპიონატი მხოლოდ ერთხელ არ უნდა ტარდებოდეს, რადგან მეტი გამოცდილება მივიღოთ და უფრო აქტიურები გავხდეთო. ვფიქრობ, პროექტში მონაწილეობით ბავშვები დამოუკიდებლად მუშაობას და სწრაფად აზროვნების, რეაგირების უნარებს ივითარებენ. შედეგებით პირადად მე კმაყოფილი ვარ. 


ინა ბიწაძე, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზარის საჯარო სკოლის დირექტორი:


„ეტალონთან“ წლებია ვთანამშრომლობთ და საკმაო გამოცდილებაც დავაგროვეთ. ვფიქრობ, მთელი სასკოლო საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ყოველთვის სწორი ორიენტირი აქვს, გვიჩვენებს გზას და განათლების სისტემაში მომხდარ ყველა რეფორმას თუ სიახლეს გვაწვდის. რაც შეეხება ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონს“ ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის. ბავშვები წლიდან-წლამდე ელოდებიან და ემზადებიან. სწავლისას ძალიან დიდ სტიმულს და მოტივაციას აძლევს. პირველი ტურიც ძალიან ორგანიზებულად ჩატარდა ჩვენს სკოლაში. ასაკობრივი კატეგორიიდან გამომდინარე ყველა კლასიდან გამოთქვეს მოსწავლეებმა მონაწილეობის სურვილი. ძალიან მნიშვნელოვანი კონკურსია და ამას თავად ბავშვებიც უსვამენ ხაზს. სხვათაშორის, ინტელექტ-ჩემპიონატი იმითაც გამოირჩევა, რომ ბავშვებს აღმოგვაჩენინებს და მოსწავლეებს სხვა თვალით გვანახებს თუ რა შესაძლებლობები აქვთ.

ბეგლარ არჯევანიძე,  ქრისტინე ხარშილაძის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ როგორც ბავშვებს, ისე მასწავლებლებსაც ძალიან მოსწონთ. პროექტს მრავალფეროვნება ახასიათებს და ამავე დროს, ბავშვთა გონებრივი განვითარებისათვის ძალიან საინტერესო მიგნებები აქვს. სწორედ ამიტომ, სასკოლო საზოგადოება ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონთან“ ყოველთვის ახლო კავშირს ინარჩუნებს. ვფიქრობ, პროექტში მონაწილეობით ბავშვებს დამოუკიდებლად აზროვნების და შემეცნებითი უნარები უვითარდებათ, ამავდროულად ძალიან საინტერესო სამყაროში გადადიან. პირველი ეტაპის შედეგებით კმაყოფილი ვარ, თუმცა ყოველთვის მეტის სურვილი გვაქვს.

გიორგი ჭიღლაძე, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისის საჯარო სკოლის დირექტორი:

ბავშვებს ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობა ძალიან მოსწონთ. ჩვენი სკოლა პროექტთან უკვე რამდენიმე წლის თანამშრომლობას ითვლის. ვფიქრობ, პროექტი არამხოლოდ მოსწავლეებისთვის, მშობლებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ხედავენ მათ შვილს როგორი ცოდნა აქვს. ბავშვები პროექტს დიდი ინტერესით ეკიდებიან, რადგან დამოუკიდებლად მუშაობენ, რაც ბევრ რამეს ნიშნავს. ასევე, ეჩვევიან სისხარტეს, რაც მომავალში აუცილებლად წაადგებათ.


ასევე იხილეთ:

„ეტალონის“ II ეტაპის მონაწილეთა სია - ხობი, წალენჯიხა, შუახევი, ნინოწმინდა და საჩხერე

ხობის, წალენჯიხის, შუახევი, ნინოწმინდის და საჩხერის მუნიციპალიტეტების მოსწავლეთა საყურადღებოდ - თქვენთვის „ეტალონი“ გაიმართება

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
„შემიძლია ყველა მოსწავლესა და მშობელს ვუთხრა - საფრთხე არ არსებობს! გადამოწმდა ყველა სკოლა“
13 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
მასწავლებლების ეროვნულ პრემიასთან დაკავშირებით სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
X კლასის მოსწავლეებმა გააკეთეს საინტერესო პრეზენტაცია, თემაზე - „სხვადასხვა ქვეყნის საფირმო კერძი, რომელიც აუცილებლად უნდა გასინჯო“
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის პედაგოგი მასწავლებელთა კონფერენციაში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა 
აქტივობებში ისინი დიდი ენთუზიაზმით, ხალისითა და მონდომებით იყვნენ ჩართულნი
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება