სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

ხობის, წალენჯიხის, შუახევი, ნინოწმინდის და საჩხერის მუნიციპალიტეტების მოსწავლეთა საყურადღებოდ - თქვენთვის „ეტალონი“ გაიმართება
10-10-2022
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში გრძელდება. ინტელექტუალური კონკურსი ამჯერად ხობის, წალენჯიხის, შუახევის, ნინოწმინდის და საჩხერის მუნიციპალიტეტების მოსწავლეებისთვის ჩატარდება და მასში ჩართვა აღნიშნული მუნიციპალიტეტების ნებისმიერი სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეს შეუძლია. 

კონკურსი სრულად დისტანციურ რეჟიმში წარიმართება და მოსწავლეს, შესაბამისი რეგისტრაციის შემდეგ ტესტირებისთვის განკუთვნილ დროის პერიოდში, ტესტის გავლა ნებისმიერი ადგილიდან, მისთვის მოსახერხებელი ტექნიკური მოწყობილობით (ტელეფონი, პლანშეტი, ლეპტოპი, კომპიუტერი) შეუძლია.

ხობის, წალენჯიხის, შუახევის, ნინოწმინდის და საჩხერის მუნიციპალიტეტების სკოლების მოსწავლეებისთვის ტესტირების სპეციალური პორტალი ტესტის გავლისათვის ხელმისაწვდომი 19 ოქტომბერს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე იქნება. ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა მოსწავლე „ეტალონისგან“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელით დაჯილდოვდება. 

კონკურსის პირველი ეტაპის მონაწილეთა შედეგებიდან გამომდინარე, შეირჩევიან კონკურსის მეორე ეტაპზე გადამსვლელი ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს შემდგომში მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. 

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ დისტანციური ფორმატის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.

ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ Facebook-ზე ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 36 99 45

გისურვებთ წარმატებებს!




ასევე იხილეთ:

„ეტალონი“ გრძელდება - სახალხო პროექტის მეორე პერიოდის კონკურსები იწყება!

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

ცნობილია, ეროვნულებზე ჩასაბარებელი საგნები სწავლის სფეროების მიხედვით - დეტალები

განმსაზღვრელი / განმავითარებელი შეფასების მოდულში ცვლილება შევიდა - EMIS

„გისურვებთ, რომ თქვენი მოთმინება და სიყვარული ყოველთვის გიბრუნდებოდეთ უდიდესი წარმატებითა და ბედნიერებით“

სპორტის მასწავლებელს 11-წლიანი პატიმრობა 5 მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედების გამო  შეეფარდა - პროკურატურა საქმის დეტალებზე საუბრობს

სემესტრულად 250-ლარიანი სტიპენდია გაიცემა - მუნიციპალური ბიუჯეტი

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის  N4 საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელი თეა გურგენიძე პასუხობს

„მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც მას ვენდობით და ვაძლევ სივრცეს, რომ თავად გამოსცადოს საკუთარი ძალა“

„მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს მასწავლებლის დადებითი განწყობა, წახალისება და მრავალფეროვანი გაკვეთილები“

„გაზაფხულივით მშვენიერ და მზესავით ნათელ ცხოვრებას ვუსურვებ ჩვენს პედაგოგებსა და ყველა ქალბატონს“

სკოლები

მოსწავლეებმა პრეზენტაციის ფარგლებში ისაუბრეს შაქრიანი დიაბეტის გამომწვევ მიზეზებზე

ისტორიის მასწავლებელი მოსწავლეებს ესაუბრა საქართველოს ოკუპაციასა და მის სავალალო შედეგებზე

საინტერესო

„ფორმა არა მხოლოდ მხოლოდ დაწყებითის, არამედ ყველა საფეხურის მოსწავლეებს უნდა ეცვათ“

„მობილურების შეზღუდვა სკოლაში არ ნიშნავს ბავშვთან კავშირის გაწყვეტას“

„დედის დღის“ აღნიშვნა სკოლაში არა მხოლოდ სასიამოვნო ტრადიცია, არამედ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის, ისწავლონ მადლიერების გამოხატვა“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება