სიახლეები
სიახლეები, სამასწავლებლო

წარმატების ფორმულაზე საჯარო სკოლის დირექტორები საუბრობენ
19-10-2022
-
+


სკოლის დირექტორს ყოველდღიურად სხვადასხვა გამოწვევასა და პრობლემასთან გამკლავება უწევს. მან უსაფრთხო, მოსწავლეთა და პედაგოგთა ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებული გარემოს შექმნაზე უნდა იზრუნოს. გადა ამისა, აუცილებელია, რომ კარიერულად თვითონაც განვითარდეს და ერთ ადგილას არ შეჩერდეს. და მაინც, რა განსაზღვრავს დირექტორის წარმატებას, როგორია მათი წარმატების ფორმულა - ამ კითხვებზე საქართველოს საჯარო სკოლების დირექტორებმა გვიპასუხეს.

მათ ისაუბრეს, როგორი უნდა იყოს სკოლის ხელმძღვანელი, რომ წარმატებული დირექტორის სტატუსი ჰქონდეს. 

ალექსანდრე კვესელავა, მარტვილის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

სადაც მოსწავლეებს მაღალი შედეგები აქვთ, უსაფრთხო და მეგობრული გარემოა შექმნილი, მე ვფიქრობ, რომ იმ სკოლის დირექტორი წარმატებულია. მოსწავლეს, პედაგოგსა და მშობელს იქ მისვლა უნდა უხაროდეს. რაც მთავარია, ხელსაყრელი გარემო უნდა იყოს სწავლისთვის, დასვენებისა და განვითარებისთვის. თუ ამ ყველაფრის ჩამოყალიბებას დირექტორი შეძლებს, ესე იგი, ის წარმატებულია. ამისთვის მას ლიდერული და მენეჯერის თვისებები უნდა ჰქონდეს, სხვანაირად წარმოუდგენელია. რაც მთავარია, მას საკუთარი საქმე და ბავშვები უზომოდ უნდა უყვარდეს.

ირმა ბერიძე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზიანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

ვფიქრობ, დირექტორის წარმატების ფორმულა ძლიერი გუნდია. ჩვენი მიზანია, რომ მოსწავლეებმა დასახულ მიზნებს მიაღწიონ და წარმატებულები იყვნენ. მათი მიღწევები, რასაკვირველია, დირექტორზეც მეტყველებს. სკოლის ხელმძღვანელს გამოხატული ლიდერის თვისებები უნდა ჰქონდეს. საჭიროა, რომ მან მოსწავლეებთან მეგობრული ურთიერთობა დაამყაროს. პირადად მე, მათთან კარგი, ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობა მაქვს.

ჯამბულ ცაგურია, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გურძემის საჯარო სკოლის დირექტორი:

წარმატებულია დირექტორი, რომელიც თავის მოვალეობას პირნათლად ასრულებს. მას პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა უნდა ჰქონდეს. თითოეულმა დირექტორმა იცის, თუ რა ევალება კანონით, მთავარია, რომ ამას მიჰყვნენ და საზოგადოების წინაშე საკუთარი ვალი პირნათლად მოიხადონ. თუკი სკოლის ხელმძღვანელი მოტივირებული და მონდომებულია, ეს მთელ სკოლაზე - პედაგოგებსა და მოსწავლეებზე აისახება.

ინგა მიქალაძე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლის დირექტორი:

თუ სკოლა წარმატებულია, ეს, რა თქმა უნდა, დირექტორის სახელიცაა. საგანმანათლებლო დაწესებულებას საკუთარი საქმის პროფესიონალი მასწავლებლები უნდა ჰყავდეს. იმაზე, თუ რამდენად წარმატებულია დირექტორი, მოსწავლეთა მიღწევები მეტყველებს. საჭიროა, რომ სკოლის ხელმძღვანელი მოტივირებული იყოს და მოსწავლეებს სხვადასხვა საინტერესო აქტივობაში რთავდეს - იქნება ეს გასვლითი ღონისძიებები თუ შიდასასკოლო.

ერვანდ სუმბულიან, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟდანოვის საჯარო სკოლის დირექტორი:

ვფიქრობ, დირექტორის წარმატება იმაში გამოიხატება, რომ საკუთარ საქმეს პირნათლად ასრულებდეს, მოსწავლეებს ყურადღებას აქცევდეს და მათი ცოდნის გაღრმავებაზე აქტიურად ზრუნავდეს. რასაკვირველია, ის ნამდვილი ლიდერი უნდა იყოს, ამის გარეშე სკოლას ვერ უხელმძღვანელებს. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მას მოსწავლეებთან აქტიური კომუნიკაცია ჰქონდეს. მისი წარმატება, იმაშიც გამოიხატება, მოსწავლეები რამდენად სცემენ პატივს.

თამაზ ბერიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საბა დადვანის სახელობის სოფელ ტანძიის საჯარო სკოლის დირექტორი:

სკოლის დირექტორი საკუთარი საქმის პროფესიონალი, განათლებული, მეგობრული, კანონის მცოდნე უნდა იყოს. ის პედაგოგიურ კოლექტივს ხელს უნდა უწყობდეს და ფაქტობრივად, ერთი ოჯახი უნდა იყვნენ. აუცილებელია, ხელმძღვანელმა მასწავლებლების პროფესიულ განვითარებაზე იზრუნოს. დირექტორმა ხელი უნდა შეუწყოს მოსწავლეებს, სხვადასხვა ღონისძიებას უნდა ატარებდეს. შემდეგ კი ეს ყველაფერი თავად მის წარმატებას განაპირობებს.

დონალდ ძაგანია, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბანძის საჯარო სკოლის დირექტორი:

იმისთვის, რომ სკოლის დირექტორმა წარმატებას მიაღწიოს, პირველ ყოვლისა, სამართლიანი და ობიექტური უნდა იყოს. თითოეულ თანამშრომელთან ძალიან თბილი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს. მის სიტყვას ფასი უნდა ჰქონდეს და ენდობოდნენ. პირადად მე, 40-კაციანი კოლექტივი მყავს, მათგან თუნდაც 2-ს რომ არ ვუნდოდე, მე დირექტორად არ ვიმუშავებდი. ჩემი აზრით, სკოლის ხელმძღვანელი თითოეულ ადამიანთან ისე ახლოს უნდა იყოს, რომ მათი გულისტკივილი ესმოდეს და პრობლემის აღმოფხვრაში მიეხმაროს. სწორედ ამ შემთხვევაში იქნები ნამდვილი ლიდერი. წარმატებაც აქედან იწყება. ზოგადად, წარმატება დამოკიდებულია უსაფრთხო სკოლაზე, სასწავლო გარემოსა და სასკოლო საზოგადოების მოტივაციაზე. თუ თანამშრომელს მოტივაცია არ აქვს, მისი მუშაობა უნაყოფოა. მას სკოლაში მოსვალა უნდა უხაროდეს და იცოდეს, რომ დაფასებული იქნება.

კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

ცნობილია, რამდენი პირველკლასელი ეყოლებათ სკოლებს 2025-2026 სასწავლო წელს

სად ითვლება მასწავლებლისთვის ყვავილების ჩუქება ცუდ ტონად - რა ტრადიციები აქვთ სწავლის პირველ დღეს სხვადასხვა ქვეყნებში 

საჯარო სკოლების სრული სია, რომელთა ავტორიზაციის საკითხი 20 სექტემბრამდე განიხილება

დამტკიცებული მოსწავლის პირადი საქმის ფორმა - ინფორმაცია დირექტორებისა და მასწავლებლებისთვის

„ვერავის ვაიძულებთ, სკოლაში ფართი იჯარით აიღოს“... - მინისტრი სასკოლო კვებაზე

პიროვნება

„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...

„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...

„როცა მასწავლებელი ხედავს, რომ მისი ხმა ისმის - ის ხდება მოტივირებული“ -  შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი 

„არ შეგეშინდეთ შეცდომების“ - ახალბედა პედაგოგებს შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი, თეონა მეფარიშვილი მიმართავს

„სკოლაში უნდა შეიქმნას გარემო, სადაც სწავლა იწყება სითბოთი, არა შიშით“ - შუამთის საჯარო სკოლის დირექტორი თეონა მეფარიშვილი- 

სკოლები
ეს არის შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის, რომ გაიცნონ მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი კულტურა
საინტერესო

ამერიკის შეერთებულ შტატებში ზოგიერთი სკოლა შეკვეცილი ოთხდღიანი განრიგით მუშაობს

რა ცოდნა და უნარები მოეთხოვებათ მასწავლებლებს - პედაგოგიური განათლება სხვადასხვა ქვეყანაში

სწავლების უჩვეულო მეთოდები - როგორ აქციოთ გაკვეთილი სახალისოდ, გაზარდოთ მოსწავლეთა ჩართულობა და ინტერესი 

როგორ უნდა მიხვდეთ, რომ თქვენი შვილი ბაღისთვის მზად არ არის?

სიახლეები
საზოგადოება