სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

12 პუნქტი მოქნილი და კრეატიული გაკვეთილის გეგმის შესადგენად - რა არის საჭირო შემოქმედებითი და საინტერესო გაკვეთილისთვის?
20-10-2022
-
+


კარგი მასწავლებლობისთვის მხოლოდ საგნის ცოდნა არ კმარა. პედაგოგს მოსწავლეთა დაინტერესება და გაკვეთილის ეფექტურად წარმართვა უნდა შეეძლოს.

გაკვეთილის დაგეგმვა მარტივი არაა. ხშირად ისეც ხდება, რომ მასწავლებელს, შესაძლოა დაგეგმილი გაკვეთილის კორექტირება მოუხდეს, პედაგოგი კი ამისთვის მზად უნდა იყოს.

მასწავლებელმა გაკვეთილის მსვლელობისას გეგმის ძირითადი კომპონენტები უნდა გაითვალისწინოს. ესენია: გაკვეთილის თემის შერჩევა და მიზნის ჩამოყალიბება, სასწავლო აქტივობებისა და მეთოდების განსაზღვრა, სასწავლო რესურსების შერჩევა, დროის ეფექტურად განაწილება, კლასის ორგანიზება, მისაღწევი შედეგების განსაზღვრა, ბოლოს კი მოსწავლეთა შეფასება და თვითშეფასება.

კიდევ რა არის საჭირო მოქნილი და კრეატიული გეგმების შესადგენად? ამის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებულ სახელმძღვანელოშია საუბარი.

შემოქმედებითი და საინტერესო გაკვეთილის დაგეგმვისთვის საჭიროა:

  1. მოსწავლეთა სასწავლო წინაპირობის გათვალისწინება – ინდივიდუალუ­რი უნარები, ოჯახური, მოტივაციური, კულტურული, კოგნიტური, ემოცი­ური, ფსიქო-მოტორული, ენობრივი, სოციალური და სხვ.
  2. ჩარჩოპირობების გათვალისწინება – სამართლებრივი, ინსტიტუციონა­ლური, ადგილობრივი, დროითი და ა.შ. მონაცემები.
  3. სასწავლო გეგმებზე ორიენტაცია;
  4. სასწავლო და აღმზრდელობითი მიზნების ერთობლიობა;
  5. მიზნებსა და შედეგებზე ორიენტაცია;
  6. ძირითადი პუნქტების გამოყოფა;
  7. სასწავლო სტრატეგიების დიფერენცირებული გამოყენება;
  8. მრავალმხრივი მეთოდების გამოყენება;
  9. რესურსების შერჩევა და მისი მომზადება;
  10. სოციალური ფორმების შერჩევა (ინდივიდუალური, ჯგუფური, წყვილური);
  11. მოსწავლეებისათვის ახალ-ახალი სასწავლო შანსების შეთავაზება;
  12. შედეგების სისტემატური კონტროლი.

შედეგების სისტემატური კონტროლი საშუალებას აძლევს პედაგოგს, იკვლიოს საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკა, შეაფასოს რას მიაღწია რას შეცვლიდა. მას შეუძლია, მოახდინოს დაგეგმილი გაკვეთილის კორექცია, მისი ხელახალი პილოტირება და ა.შ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება