სიახლეები
სიახლეები, პიროვნება, ინტერვიუ

ჩემთვის პრიორიტეტია პედაგოგებთან კომუნიკაცია - ქვემო სობისის საჯარო სკოლის ხელმძღვანელი, სიმონ გიგაური
13-10-2022
-
+


მთავარია გააზრებული გქონდეს ის პასუხისმგებლობა, რომელიც სკოლის დირექტორს ეკისრება და შემდეგ უკვე ყველაფერს შეძლებ - გვეუბნება, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო სობისის საჯარო სკოლის დირექტორი, სიმონ გიგაური. მართალია დირექტორის პოზიციაზე გასულ წელს დაინიშნა, თუმცა თვლის, რომ ახალ მოვალეობებს ალღო მარტივად აუღო და პედაგოგებთან კომუნიკაცია არ უჭირს. 

როგორ აფასებს დირექტორის ახალ სტანდარტს, რა სირთულეებთან უწევს გამკლავება და როგორია მისი როგორც ლიდერის მიდგომა მასწავლებლებთან, - აღნიშნულ თემებზე ქვემო სობისის საჯარო სკოლის დირექტორმა etaloni.ge-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

სიმონ გიგაური: დირექტორის პოზიციაზე მუშაობა 2021 წლის იანვრიდან დავიწყე, მანამდე პედაგოგად ვმუშაობდი. ისტორიის მასწავლებელი ვარ.

- რატომ მაინცდამაინც მასწავლებელი, რატომ აირჩიეთ ეს პროფესია?

- სკოლის პერიოდიდან მომწონდა ეს პროფესია. მართალია ჩემს დროს არც ისეთი პრესტიჟული იყო მასწავლებლის პროფესია, თუმცა მამიდა იყო პედაგოგი და მანაც იქონია გავლენა. თავიდანვე ვიცოდი რამდენად საპასუხისმგებლო პროფესია იყო და საკმაოდ გააზრებულად მივიღე ეს გადაწყვეტილება.

- როგორც მითხარით, დირექტორობამდე პედაგოგად მუშაობდით, თუ იყავით გასული პროფესიული უნარების გამოცდაზე და ზოგადად რას ფიქრობთ ამ გამოცდაზე?

- ამჟამად უფროსი პედაგოგი ვარ, წელს სიმართლე გითხრათ დროც არ მქონდა რომ წამყვანისა და მენტორის გამოცდაზე გავსულიყავი. წელს პირველად ჩატარდა ეს გამოცდა და ვერც მომზადება მოვასწარი, თუმცა ნამდვილად ვაპირებ სამომავლოდ ამ გამოცდის ჩაბარებას.  

- როგორ შეაფასებდით დირექტორობის პოზიციას?

- ნამდვილად საპასუხისმგებლო საქმიანობაა. ძალიან დიდი ყურადღება სჭირდება ყველაფერს. ყოფილა სიტუაცია როცა ღამის თორმეტ, პირველ საათამდე გავჩერებულვარ სკოლაში რადგან ყველაფერზე პასუხისმგებელი შენ ხარ. სკოლის დირექტორობა რადიკალურად განსხვავდება მასწავლებლობისგან. სკოლაში ხარ თუ არ ხარ ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, ყოველთვის ყველაფრის საქმის კურსში უნდა იყო. მართალია პედაგოგიური გამოცდილება უფრო მეტი მაქვს ვიდრე დირექტორობის, თუმცა თამამად შემიძლია, გითხრათ რომ საკმაოდ მალე შევეჩვიე ახალ ფუნქციებს და ვალდებულებებს.

- ბატონო სიმონ, დირექტორის ახალ სტანდარტს თუ გაეცანით და როგორ შეაფასებდით, რამდენად არის შესაძლებელი სტანდარტით გათვალისწინებული ყველა ვალდებულების შესრულება?

- დიახ, სტანდარტს გავეცანი და რომ გითხრათ განსაკუთრებული შენიშვნა მაქვს-მეთქი ასე არ არის. რა თქმა უნდა, მარტივი არ არის სკოლის დირექტორობა, თუმცა ვერ გეტყვით რომ ამ ყველაფრისთვის მზად არ ვიყავი. დიახ, შრომატევადი საქმეა, თუმცა ვისაც გააზრებული აქვს ამ თანამდებობის პასუხისმგებლობა მისთვის არ მგონია ეს ვალდებულებები დაბრკოლება იყოს.

- აღსანიშნავია რომ სტანდარტში ყურადღება გამახვილებულია დირექტორის როგორც ლიდერის ფუნქციებზე, საინტერესოა თქვენ როგორი ლიდერი ხართ თქვენი სკოლის მასწავლებლებისთვის?

- ჩემთვის პრიორიტეტია პედაგოგებთან კომუნიკაცია, ყოველთვის ვცდილობ მაქსიმალურად გავაცნო პედაგოგებს ყველა სიახლე, რომელსაც განათლების სამინისტრო გვთავაზობს. გარდა ტრენინგებისა, რომელსაც მასწავლებლები გადიან. სკოლაში აქტიურად ტარდება სხვადასხვა ტიპის თემატური შეხვედრები, სადაც განვიხილავთ ახალ საკითხებს. მაგალითად ესგ-ში შესულ ცვლილებებს, ავტორიზაციასთან დაკავშირებული საკითხებს და ა.შ. თემატურად გავდივართ საინფორმაციო შეხვედრებს და მაქსიმალურად ვცდილობ მივაწოდო ახალი ინფორმაცია ყველა პედაგოგს, გავიგო მათი პოზიცია, შეხედულება და ქმედითი ნაბიჯებიც ერთად დავსახოთ. ძირითადი აქცენტი თანამშრომლობაზე მაქვს გაკეთებული.

- აუცილებლად უნდა გკითხოთ, აპირებთ თუ არა დირექტორობის სერტიფიცირების გამოცდაზე გასვლას?

- დიახ, ისევე როგორც ბევრი ჩემი კოლეგა, მეც მოლოდინის რეჟიმში ვარ როდის დაინიშნება გამოცდა, შესაბამისად აუცილებლად გავალ.

- თქვენი სკოლა საბაზო საფეხურისაა, რამდენად სპეციფიკურია საბაზო სკოლის მართვა და თუ გაქვთ ამ მხრივ გარკვეული შენიშვნები ან რჩევები?

- სკოლაში 84 მოსწავლე სწავლობს, 9 კლასიანი სკოლა გვაქვს და სიმართლე გითხრათ არის გარკვეული შეზღუდვები, რადგან საგანმანათლებლო შემეცნებითი აქტივობებით უფრო მეტად მაღალი კლასის მოსწავლეები არიან დატვირთული. კონკურსების უმეტესობა სწორად მაღალი კლასის მოსწავლეებისთვის არის გათვლილი და ამ მხრივ ვისურვებდი, რომ მეტი დატვირთვა წამოვიდეს დაბალი კლასის მოსწავლეებისკენ.


კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

„საკვებს აღენიშნებოდა მძაფრი, უსიამოვნო სუნი... გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობა“

გილოცავთ ბარბარობას! ლოცვა, რომელიც ყველა მორწმუნემ უნდა წარმოთქვას

„თუ სახელმძღვანელო არ იქნება ხარისხიანი, არანაირ რეფორმას აზრი არ აქვს!“

„შევიმუშაოთ აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული სქემა და საბოლოოდ ამ ადამიანებს დავარქვათ „პედაგოგები“ - ისინი ამ სტატუსს იმსახურებენ“...

ხელფასები 214 ლარით გაიზარდა - ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა იმუშავეს სხვადასხვა აქტივობაზე

ღონისძიებისას ბავშვებმა ისაუბრეს ბარბარობის ისტორიულ და რელიგიურ მნიშვნელობაზე

ღონისძიებას ორგანიზება პედაგოგებმა - ლორიტა ჭაავამ და ქეთინო კუტალიამ გაუწიეს

საინტერესო

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

გავრცელებული შეხედულებით ცაციაობა დაკავშრებულია არასტანდარტულ აზროვნებასთან - თქვენც ასე ფიქრობთ?

სიახლეები
საზოგადოება