| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის N42 საჯარო სკოლა ტრაგიკულად დაღუპულ კურსდამთავრებულს - დავით ძამაშვილს ემშვიდობება.
სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრი თაზარდაცემულია ამ უდიდესი ტრაგედიის გამო, დიდ გულისტკივილს გამოთქვამს და სამძიმრის წერილს ავრცელებს.
„42-ე საჯარო სკოლა უდიდეს მწუხარებას და გულისტკივილს გამოთქვამს წარმატებული კურსდამთავრებულის, ღირსეული, საოცრად კეთილი და ნათელი ბიჭის, დავით ძამაშვილის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო.
ძნელია შეეგუო რეალობას, როდესაც 22 წლის სიცოცხლით, ოცნებებითა და მომავლის იმედებით სავსე ახალგაზრდა მოულოდნელად ჩვენს გვერდით აღარ არის. დათოს სახელი, მისი მოსწავლეობის წლები და კეთილი ღიმილი მუდამ დარჩება მოგონებად სკოლის ისტორიაში. გულწრფელად ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და ყველას ვისთვისაც ის ძვირფასი იყო“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ სამძიმრის წერილში.
etaloni.ge მწუხარებას გამოთქვამს დავით ძამაშვილის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებს, მის მასწავლებლებსა და სკოლას.
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
საგამოცდო მასალებზე მომუშავე ექსპერტებისთვის ტრენინგი ჩაატარა
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ძნელია შეეგუო რეალობას, როდესაც 22 წლის სიცოცხლით, ოცნებებითა და მომავლის იმედებით სავსე ახალგაზრდა მოულოდნელად ჩვენს გვერდით აღარ არის“
სკოლის დირექცია ასევე მადლობას უხდის დამრიგებელს - ჰაიკანუშ კარაგებაკიანს ბავშვების განათლებისა და აღზრდის საქმეში გამოჩენილი პროფესიული თავდადების, სითბოსა და მზრუნველობისთვის
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას