ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სკოლაში შემოდგომის სიუხვესა და მშვენიერებას ხოტბა შეასხეს და სიამაყით აღნიშნეს თუ რაოდენ ლამაზი და ბარაქიანია შემოდგომა საქართველოში.
მოსწავლეებმა მართლაც ლამაზი და ზღაპრული ღონისძიება მიუძღვნეს შემოდგომას. ღონისძიება - „შემოდგომის ზღაპრული ბილიკებით“ ძალზედ შთამბეჭდავად წარიმართა. პატარების სიმღერამ და ცეკვამ დარბაზი დაიპყრო, სცენაზე ერთმანეთს ცვლიდა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები და მინი სპექტაკლი. არც ლექსის მხატვრულად წაკითხვის დიდოსტატები დარჩენილან სცენის მიღმა.
„ამ თბილმა ფერადმა და შთამაგონებელმა ღონისძიებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა რამდენად ჯადოსნურია ბავშვის თვალით დანახულუ შემოდგომა“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა შემოქმედებითობა.




















































