სიახლეები
ეტალონი

„შედეგები ყოველ წელს უნდა გავაუმჯობესოთ“- წალკის, ახალციხის, ვანისა და თიანეთის მუნიციპალიტეტებში „ეტალონის“ I ეტაპი გაიმართა
06-10-2022
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მიზანი მოსწავლეებში განათლების ხელშეწყობა, მოტივაციის გაზრდა და წახალისებაა. ტრადიციად ქცეულ სახალსო კონკურსში მოსწავლეები მთელი ქვეყნიდან აქტიურად ერთვებიან. 

2022 წლის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მეორე პერიოდის კონკურსები ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. 

5 ოქტომბერს კონკურსის პირველი ეტაპი წალკის, ახალციხის, ვანისა და თიანეთის მუნიციპალიტეტების მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

კონკურსის ყველა მონაწილე მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა. 

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე მუნიციპალიტეტების მიხედვით „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. კონკურსის II ეტაპი 7 ოქტომბერს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე ასევე დისტანციურ რეჟიმში გაიმართება. 

კონკურსის მიმდინარეობისა და მნიშვნელობის შესახებ etaloni.ge-სთან სკოლების დირექტორებმა ისაუბრეს. 

თინა ზარიძე, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ღულელების საჯარო სკოლის დირექტორი:

ტესტირებამ ორგანიზებულად ჩაიარა. მოსწავლეები ძალიან დიდი ხალისითა და პასუხისმგებლობით მოეკიდნენ „ეტალონს“. პირადად, მე საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ძალიან საინტერესო პროექტად მიმაჩნია, რადგან ის მოსწავლეებს მოტივაციას აძლევს და ცოდნის გამოვლენის კარგი შესაძლებლობაა. ისედაც უყვართ ბავშვებს შეჯიბრებები, გამარჯვება უნდათ, ეს მომენტი ძალიან მოსწონთ.

ლეილა მერაბიშვილი, თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა სიონის საჯარო სკოლის დირექტორის მ.შ: 

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ შეუფერხებლად მიმდინარეობდა. მოსწავლეები მასში მონდომებით ჩაერთნენ და შესაძლებლობები გამოავლინეს. ახლა კი მეორე ეტაპისთვის ემზადებიან, რომელიც პარასკევს უნდა გაიმართოს.

ზვიად გიანაშვილი, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარიძეების საჯარო სკოლის დირექტორი:

ინტელექტ-ჩემპიონატი თანასწორუფლებიანობის პრინციპის დაცვით, გამჭვირვალედ წარიმართა. პროცესს კოორდინატორი პედაგოგი აკვირდებოდა. ბავშვებმა საკუთარი შინაგანი მოტივაციით მიიღეს მონაწილეობა. ორი აზრი არ არსებობს, რომ „ეტალონი“ მათი ცნობიერების ამაღლებას, სხვადასხვა მიმართულებით კომპეტენციის გაძლიერებასა და განვითარებას ხელს უწყობს. წლებია ამ პროექტში ვმონაწილეობთ და მივესალმებით ნებისმიერ აქტივობას, რომელსაც „ეტალონი“ შემოგვთავაზებს.

ნინო ბუჯიაშვილი, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სიმონიანთხევის საჯარო სკოლის დირექტორი:

ინტელექტ-ჩემპიონატი შეუფერხებლად მიმდინარეობდა. მოსწავლეებმა ტესტირება დილითვე გაიარეს, რადგან გაფრთხილებული ვიყავით, რომ დღის მეორე ნახევარში შუქი გაითიშებოდა. მოსწავლეები ტესტირებით კმაყოფილები იყვნენ. ჩვენი ერთ-ერთი ბავშვი შარშანაც იყო სტიპენდიანტი, მეორე ადგილი დაიკავა. აქედან გამომდინარე, მოსწავლეები ხედავენ, რომ წარმატება რეალურია და შესაბამისად, ძალიან მოტივირებულები არიან. „ეტალონის“ გამართვას ელოდებოდნენ. ჩემი აზრით, მასში მონაწილეობა მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვანია, პირადად მე, „ეტალონი“ ძალიან მომწონს. ეს მათ მოტივაციას აძლევს, მეტ ინფორმაციას ეცნობიან და სწავლის სურვილი მეტად უღვივდებათ.

ვალერი კანკაძე, ვანის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

„ეტალონს“ ყოველთვის მივესალმები. ძალიან კარგი იყო, როდესაც დასწრებით ფორმატში იმართებოდა. შემდეგ, შექმნილი ვითარებიდან - პანდემიიდან, გამომდინარე, მაინც მოახერხა, რომ კონკურსი ონლაინ გამართულიყო. ამისთვის კი ბატონ გოჩას დიდი მადლობა უნდა გადავუხადო. შარშან ჩვენს მუნიციპალიტეტში 10 სუკეთესოდან, 7 ჩემი სკოლის მოსწავლე იყო. ასეთი შეხვედრები და ტესტირებები ძალიან კარგია. რამდენიმემ აღნიშნა, რომ ცოტა ერთულათ, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ თავს კარგად გაართმევდნენ. გაისად კიდევ უფრო დიდი მონდომებით ჩავერთვებით, შედეგები ყოველ წელს უნდა გავაუმჯობესოთ.

თეონა ადეიშვილი, გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენი სკოლის მოსწავლეები „ეტალონში“ მონდომებით ჩაერთნენ. პროცესი ორგანიზებულად მიმდინარეობდა. მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ ტესტები ცოტა ერთულათ. დანარჩენი კლასებისთვის უფრო მარტივი იყო, დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ. დილით, როგორც კი სკოლაში მოვიდნენ, ამბობდნენ, რომ სასწრაფოდ უნდა მიეღოთ მონაწილეობა. ჩვენ წლებია, რაც „ეტალონში“ აქტიურად ვერთვებით. ეს კონკურსი მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ. ის, შეიძლება ითქვას, ინდიკატორია იმისა, თუ რა იცის მოსწავლემ.

მზექალა აბრამიძე, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ისრითის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ეტალონს“ მივესალმები, მოსაწონი პროექტია, რომელშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ერთვებიან. როგორც თვითონ აღნიშნეს, საინტერესო კითხვები იყო. შეიძლება ითქვას, რომ დაინტერესება მაღალი იყო, დიდი სკოლა არ ვართ და მოსწავლეებიც შესაბამისი რაოდენობით ჩაერთნენ. ტესტირების პროცესს სასწავლო ნაწილი ზედამხედველობდა. ჩვენ თითქმის ყოველ წელს ვერთვებით. უნდა აღვნიშნო, რომ „ეტალონის“ ისევ დასწრებით ფორმატში ჩატარება, კარგი იქნებოდა.

აკაკი კორძაძე, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლის დირექტორი:

ტესტირების პროცესი ძალიან კარგად წარიმართა, ბავშვებს არავითარი პრობლემა არ ჰქონიათ. დემოკრატიული პრინციპი დაცული იყო, მოსწავლეებს კომპიუტერთან წვდომა ჰქონდათ. ყველა პირობა, რაც „ეტალონმა“ გადმოგვცა, შესრულებული იყო. ჩემი აზრით, აღნიშნული ინტელექტ-ჩემპიონატი ძალიან კარგი და საინტერესოა, ვინაიდან მოსწავლეები თავიანთ შესაძლებლობებს უკეთ აფასებენ. ხედავენ, თუ რისი გაკეთება შეუძლიათ. ხშირ შემთხვევაში, შეიძლება ეგონოთ, რომ რაღაც არ შეუძლიათ, მაგრამ ტესტირებაზე რომ მივიდნენ, მეტი გააკეთეს - ამით კი საკუთარი თავის რწმენა ემატებათ. ასევე, დამოუკიდებლად მუშაობას ეჩვევიან.


სუსანა აკოფოვა, ახალციხის N3 საჯარო სკოლის დირექტორი: 

ვფიქრობ, რომ ახლა, მიმდინარე სასწავლო წელს იმაზე უფრო აქტიურად ჩაერთნენ მოსწავლეები „ეტალონში“, ვიდრე გასულ წლებში. ალბათ, შარშან პანდემიის ფაქტორი მოქმედებდა. ბავშვებმა ტესტირება ძალიან დიდი მონდომებით გაიარეს. ჩვენი სკოლა არაქართულენოვანია და ძალიან მომეწონა, რომ ინტელექტ-ჩემპიონატი ჩვენზე მორგებული იყო. შესაბამისად, მოსწავლეები მარტივად ჩაერთნენ, კითხვებს კარგად უპასუხეს. მათ დამოუკიდებლად იმუშავეს, ქართულასაც კარგად ფლობენ. ძალიან მიხარია, რომ პირველი ეტაპის ბარიერი 15-მა მოსწავლემ გადალახა. პირადად მე და ჩემს მოსწავლებს „ეტალონი“ მოგვწონს.

ბუხუტი კაპანაძე, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენი მოსწავლეები „ეტალონის“ მიმართ ძალიან დიდ დაინტერესებას ავლენენ. ამჯერადაც ასე იყო - მონდომებით ჩაერთნენ. კონკურსი მოგვწონს, ის მოსწავლეთა ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ვერთვებოდით გასულ წლებშიც. არასდროს არანაირი შეფერხება არ გვქონია და ახლაც ასე იყო.

ცისანა ქიმერიძე, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურკელის საჯარო სკოლის დირექტორის მ/შ:

მოსწავლეები ინტელექტ-ჩემპიონატში აქტიურად ჩაერთნენ. თვითონაც აინტერესებდათ, რა შედეგს დადებდნენ. კონკურსისთვის შესაბამისი ასაკის მქონე ყველა მოსწავლე ჩაერთო. მხოლოდ ერთმა ვერ მოახერხა, რადგან გრიპი ჰქონდა. ვფიქრობ, რომ ყველაფერმა ნორმალურად ჩაიარა. ჩემი აზრით. მსგავს აქტივობებში მათი ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. მასწავლებლებსაც გვაინტერესებს, რა შედეგს დააფიქსირებენ. ტესტირება მათ ცოდნის გამოვლენასა და საკუთარი შესაძლებლობების დანახვაში ეხმარება.

გიორგი პაპიძე, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხარების საჯარო სკოლის დირექტორი:

„ეტალონში“ ჩვენი მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ, მცირეკონტინგენტიანი სკოლა გვაქვს და 16-17 მოსწავლე მონაწილეობდა. რაც შეეხება ტესტირების პროცესს, ძალიან მშვიდად, ორგანიზებულად წარიმართა. ვფიქრობ, რომ ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ ძალიან კარგი კონკურსია, ის ბავშვების განვითარებას ხელს უწყობს და მათ მოტივაციაზე დადებითად აისახება.

ნინო ლომაშვილი, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხის საჯარო სკოლის დირექტორი:

ტესტირების პროცესი აქტიურად მიმდინარეობა, რადგან ჩვენ მცირეკონტინგენტიანი სკოლა გვაქვს, ცოტა მოსწავლეა. მათ დიდი ინტერესი გამოიჩინეს. წელიწადში რამდენჯერმეც რომ იყოს „ეტალონი“, კიდევ უფრო კარგი იქნებოდა. ასე მოსწავლეებს სწავლისადმი ინტერესი და მოტივაცია კიდევ უფრო გაეზრდებოდათ. მასში მონაწილეობა ბავშვებისთვის საინტერესო, სასარგებლო და აუცილებელიც არის. მეტიც, ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვა ნებაყოფლობითი კი არა, სავალდებულოც უნდა იყოს. „ეტალონი“ ის პროექტია, რომელიც მოსწავლეებს სწავლის სურვილს უღვივებს.

მიხეილ ჯაყელი, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ავრანლოს საჯარო სკოლის დირექტორი:

„ეტალონში“ მონაწილეობის სურვილი ყველა მოსწავლემ გამოთქვა. ტესტირების პროცესი ყოველგვარი შეფერხების გარეშე წარიმართა, მათ დამოუკიდებლად იმუშავეს და ძალიან დაინტერესებულები იყვნენ. როგორც მითხრეს, კითხვები არ ერთულათ და თავი ნორმალურად გაართვეს. ვფიქრობ, რომ „ეტალონში“ ძალიან საინტერესო, მრავალმხრივი კითხვებია.



იხილეთ ასევე: 

„ეტალონის“ II ეტაპის მონაწილეთა სია - წალკა, ახალციხე, ვანი და თიანეთი


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
მოწესრიგებული ეზო, ბაღები, მრავალწლოვანი ხეები, ყვავილები და შადრევანი ზოგიერთი კამპუსის განუყოფელი ნაწილია
თუ ნაკვერჩხალზე დადებული ბზა აბრიალდებოდა, ეს ნიშნავდა, რომ პატრონი დიდხანს იცოცხლებდა...
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
„შედგა სიყვარულის ,სითბოს და სიხარულის ერთმანთთან გაზიარების კიდევ ერთი ლამაზი დღე“,- ასე შეაფასეს ღონისძიება სკოლაში
საინტერესო
მოწესრიგებული ეზო, ბაღები, მრავალწლოვანი ხეები, ყვავილები და შადრევანი ზოგიერთი კამპუსის განუყოფელი ნაწილია
„იფიქრეთ ამაღელვებელ, ექსტაზურ, სასურველ მომავალზე და გაიყვანეთ აწმყო წინ მის შესახვედრად“
ეს შეიძლება სხვადასხვა გზით გამოვლინდეს. მაგალითად, მოსწავლე გაკვეთილზე დაინტერესებას არ გამოხატავს, მოუსვენარია და მოტივაციის ნაკლებობაც შესამჩნევია
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
სიახლეები
საზოგადოება