| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის №4 საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე ლავინ ბარბარე იეთიშმა წარმატებით იასპარეზა ინგლისური ენის ოლიმპიადაში - Mind Up და მნიშვნელოვანი შედეგი აჩვენა.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მან გამოავლინა ინგლისური ენის კარგი ცოდნა, მიზანდასახულობა და საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის უნარი. ბარბარემ წარმატებით გადალახა ოლიმპიადის საწყისი ეტაპები და ფინალურ ტურში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.
„ეს მიღწევა მოსწავლის შრომისმოყვარეობის, მონდომებისა და სწავლისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ნათელი დასტურია. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ბარბარე ღირსეულად წარმოაჩენს სკოლის სახელს. მსგავსი წარმატებები კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ცოდნისკენ სწრაფვა, მონდომება და საკუთარი შესაძლებლობების რწმენა მნიშვნელოვანი გამარჯვებების საწინდარია“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეთა მიღწევებით ყოველთვის განსაკუთრებულად ამაყობენ.
ლავინ ბარბარე იეთიშის ინგლისური ენის პედაგოგი მაია ჟვანია გახლავთ.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა
მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა