| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სკოლა „ნერგების“ მოსწავლეები უცხოურ ენებს ხალისითა და დიდი ინტერესით სწავლობენ, რადგან მათ მოტივაციაზე პედაგოგები ზრუნავენ და მოწაფეებს სასწავლო პროცესს სხვადასხვა აქტივობითა თუ ღონისძიებით უმრავალფეროვნებენ.
სკოლაში უცხოური ენის კათედრის კვირეული საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობით გაიხსნა.
ღონისძიება წამყვანების გამოსვლით დაიწყო. მათ ისაუბრეს ინგლისური ენის მნიშვნელობაზე თანამედროვე სამყაროში.
გახსნის ღონისძიებას განსაკუთრებული ხალისი შესძინა მოხალისე მოსწავლეების მონაწილეობით გამართულმა ფლეშმობმა. დასასრულს კი მოსწავლეები სახალისო და შემეცნებით აქტივობებში ჩაერთნენ.
მე-4 კლასებში კი, კვირეულის ფარგლებში, ინტელექტუალური თამაში - „What? Where? When?“ გაიმართა, სადაც მოსწავლეებმა ცოდნა, ლოგიკური აზროვნება და გუნდური მუშაობის უნარები გამოავლინეს.
შეჯიბრი საინტერესო კითხვებით, აზარტითა და შემეცნებითი აღმოჩენებით იყო სავსე. მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს და ცოდნა და შესაძლებლობები გამოავლინეს.
ინგლისური ენის კვირეულის ფარგლებში, VIII–IX კლასის მოსწავლეებისთვის ჩატარდა ინტელექტუალური კონკურსი, რომელიც მოიცავდა სახალისო და შემეცნებით აქტივობებს. მოსწავლეებმა გამოავლინეს ინგლისური ენის ცოდნა, ლექსიკური მარაგი, ლოგიკური აზროვნებისა და გუნდური მუშაობის უნარები. როგორც სკოლაში გვეუბნებიან, კონკურსმა ხელი შეუწყო მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და ინგლისური ენის შესწავლისადმი ინტერესის გაძლიერებას.
კონკურსს ხელმძღვანელობდნენ მასწავლებლები - თამუნა ქონდარიძე, ინგა ტაკიძე.
V-VI კლასებში კი ჩატარდა ინგლისური ენის მართლწერის კონკურსის I ტური, რომლის მიზანი იყო მოსწავლეებში ინგლისური ენის შესწავლისადმი ინტერესის გაღრმავება, მართლწერის უნარის განვითარება და ლექსიკური მარაგის გამდიდრება. კონკურსმა მოსწავლეებს მისცა შესაძლებლობა, გამოევლინათ საკუთარი ცოდნა, სწრაფი აზროვნებისა და კონცენტრაციის უნარები. ღონისძიებას ორგანიზება გაუწიეს მასწავლებლებმა - ხატია ცირეკიძე, ინგა ტაკიძემ და თამთა ზოიძე.
საინტერესოდ წარიმართა ინგლისური ენის მართლწერის კონკურსის მე-2 ტურიც - ფინალი, რომლის მიზანი იყო მოსწავლეებში ინგლისური ენის შესწავლისადმი ინტერესის გაღრმავება, მართლწერის უნარის განვითარება და ლექსიკური მარაგის გამდიდრება. კონკურსის დასკვნით ნაწილშიც მონაწილეები დიდი ინტერესით იყვნენ ჩართულნი.
გამოვლინდა სამი გამარჯვებული:
სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა და გამარჯვებულებს წარმატებას ულოცავენ.
ინგლისური ენის კვირეულის ფარგლებში X-XI კლასის მოსწავლეებისთვის ჩატარდა ინტელექტუალური კონკურსი, რომელიც მიზნად ისახავდა ინგლისური ენის ცოდნის გაღრმავებას, ლექსიკური მარაგის გამდიდრებასა და გუნდური მუშაობის უნარების განვითარებას. კონკურსის მონაწილეებმა შეასრულეს მრავალფეროვანი დავალებები.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აქტივობებმა ხელი შეუწყო მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას, ინგლისურ ენაზე კომუნიკაციისა და მოსმენის უნარების განვითარებას. ინტელექტუალურ ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ მასწავლებლები - ინგა ტაკიძე და თამუნა ქონდარიძე.
„კვირეულის მიზანია უცხოური ენისადმი ინტერესის გაღრმავება, მოტივაციის ამაღლება და მოსწავლეებისთვის ენის გამოყენების შესაძლებლობების შექმნა“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებითა და ღონისძიებით გაჯერებულ სასწავლო პროცესს სთავაზობენ.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა
მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა