სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

როგორ უნდა დაგეგმოს მასწავლებელმა მშობელთა კრება? - პრაქტიკული რჩევები
07-11-2022
-
+


მშობელთა კრების დაგეგმვა გაკვეთილის დაგეგმვაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. როგორც საგაკვეთილო დროის სწორი რეგლამენტია საჭირო, ასევეა მშობელთა კრებაც, მისი ეფექტურად დაგეგმვა, საბოლოო ჯამში, მოსწავლეთა დადებით შედეგებზე აისახება.

პედაგოგმა წინასწარ უნდა შეარჩიოს თემები, რაზეც სურს საუბარი, შეადგინოს გეგმა და შეიმუშაოს რეკომენდაციები, რომლებსაც მშობლებს გააცნობს. ასევე მნიშვნელოვანია, კლასის დამრიგებელი მშობლებთან შეხვედრამდე გაესაუბროს საგნის პედაგოგებს, მოისმინოს მათი შენიშვნები და რეკომენდაციები, შესაძლებელია კრებაზე საგნის მასწავლებლების მიწვევაც.

ჩამოწერეთ თემები, რომელზე საუბარსაც აპირებთ - კრების დაწყების წინ სასურველია, მასწავლებელმა მშობლებს გააცნოს ის საკითხები, რის განხილვასაც გეგმავს. წინასწარ შედგენილი გეგმა პედაგოგს დაეხმარება, აუდიტორია დააინტერესოს და ყურადღებით განაწყოს.

განიხილეთ მოსწავლეთა სასწავლო შედეგები - ისაუბრეთ ზოგადად, მოსწავლეთა ცოდნის შესახებ, რომელი საგნის სწავლა უჭირთ, თქვენი აზრით, რა არის ამის მიზეზი, რა შეუძლიათ ამის გამოსასწორებლად, გაეცით რეკომენდაციები რაში და როგორ დაეხმაროს მშობელი. არ ისაუბროთ კონკრეტული სახელებით და გვარებით, არ წარმოაჩინოთ რომელიმე მოსწავლის სუსტი მხარე ყველას წინაშე.

დისციპლინა - სკოლაში მოსწავლეთა ქცევის წესების დაცვას დიდი ყურადღება ენიჭება. გააცანით მშობლებს მოსწავლის ქცევის წესები, სკოლის შინაგანაწესი და აუხსენით, დისციპლინურ გადაცდომებს რა შედეგი მოჰყვება.

მოსწავლეთა ურთიერთობა - არანაკლებ მნიშვნელოვანია ბავშვებს შორის ჯანსაღი კომუნიკაცია. თუ ფიქრობთ, რომ კლასში სათანადოდ არ იცავენ ეთიკის კოდექსს, აუცილებლად გაამახვილეთ კრებაზე ყურადღება. მაგალითად: თუ მოსწავლეები მიუღებელი ლექსიკით ესაუბრებიან ერთმანეთს, აცვიათ სკოლისთვის შეუფერებლად ან აქვთ ქცევასთან დაკავშირებული პრობლემები.

გასვლითი ღონისძიებების დაგეგმვა - მშობელთა კრება სწორედ ის ადგილია, სადაც გასვლით ღონისძიებებზე უნდა ისაუბროთ, მაგალითად: თუ გსურთ მოსწავლეების თეატრში, ექსკურსიაზე, მუზეუმში წაყვანა ან მსგავსი შემეცნებითი ღონისძიების დაგეგმვა.

მშობლის სიტყვა - მიეცით საშუალება, მშობლებმაც თქვან სათქმელი. ყურადღებით მოუსმინეთ, გაუგეთ და პასუხი არგუმენტირებულად გაეცით. მშობლისა და მასწავლებლის კეთილგანწყობა მოსწავლის შედეგებზე დადებითად აისახება, ამიტომ, ეცადეთ, შესაძლებლობის ფარგლებში, არ უგულებელყოთ მშობლის ესა თუ ის მოსაზრება/რეკომენდაცია.

დროის მენეჯმენტი - ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია. 15 წუთში ყველაფრის თქმას ვერ მოასწრებთ, 2 საათიანი კრება კი აუდიტორიას ძალიან გადაღლის, ამიტომ ეცადეთ, ისაუბროთ ლაკონურად, გარკვევით, გასცეთ კონკრეტული რეკომენდაციები და შეხვედრა დროულად დაასრულოთ. მშობელთა კრების სრულყოფილად ჩატარებისთვის საკმარისია 40-90 წუთი.

პირადი საუბრები მშობლებთან - იქიდან გამომდინარე, რომ დაუშვებელია კრებაზე, ყველას თვალწინ, რომელიმე მოსწავლის ქცევისა თუ სასწავლო შედეგების განხილვა, მშობლებს კრების დასრულების შემდეგ ინდივიდუალურად გაესაუბრეთ. საუბრის მიზანი არა შენიშვნები, არამედ რეკომენდაციების გაცემა უნდა იყოს.

სასურველია, კრებაზე მშობლები განეწყონ დადებითად. მათ შემდგომ კრებაზე მისვლის სურვილი არ უნდა დაუკარგოთ, პირიქით, მშობელი უნდა გრძნობდეს, რომ სკოლაში მის შვილზე ზრუნავენ და თქვენთან თანამშრომლობის სურვილი უნდა გაუჩნდეს. ასევე კარგი იქნება, თუ ხელს შეუწყობთ მშობლების ერთმანეთთან დაახლოებასა და დადებითი გარემოს შექმნას.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება