სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სასკოლო გეგმების ნიმუშებს ყველა საგანსა და კლასში წლის ბოლომდე შევთავაზებთ სკოლებს - მარიამ ჩიქობავა
05-10-2022
-
+


ზოგადი განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე, მარიამ ჩიქობავა იმ სიახლეებზე საუბრობს, რომლითაც სასწავლო წელს შეხვდნენ სკოლები:

„საკმაოდ ბევრი ცვლილება გვაქვს: გაძლიერდა სამოქალაქო განათლების სწავლება, გაძლიერდა სავალდებულო პროექტები... საქართველოს ისტორია ცალკე საგნად გამოიყო, თუმცა მსოფლიო ისტორია ინტეგრირებულად დარჩა. ეს ეხება მთლიანად საშუალო საფეხურს, წელს დანერგვას ვიწყებთ მე-10 კლასში, შემდეგ კი მე-11 და მე-12 კლასებსაც მოიცავს - ესაა სამწლიანი კურსი.

ასევე „მოქალაქეობა“ დაემატა  მე-11 კლასში, მე-12-ში კი სამოქალაქო თავდაცვის ნაწილი შევიდა; ასევე გვაქვს სამოქალაქო განათლების პროექტი და გეტყვით, რას წარმოადგენს ის: რაც იფარება ფორმალური განათლებით, იმის გარდა, შეიძლება მოსწავლეებს ჰქონდეთ სხვადასხვა ინტერესები, რაც შეუძლიათ დაიკმაყოფილონ ამ პროექტებით. სკოლამ შეიძლება აიღოს პრიორიტეტული მიმართულება... და რადგან პირველი წელია, არ იქნება შეფასება, მხოლოდ განმავითარებელი უკუკავშირი უნდა დაამყარონ მასწავლებლებმა“.

მარიამ ჩიქობავა ასევე განმარტავს, რომ სკოლებში მოსწავლეთა შეფასების მიმართულებით, არაფერი იცვლება: „განმსაზღვრელი შეფასება რჩება, თუმცა განმავითარებელზე მეტი აქცენტი კეთდება“.

სახელმძღვანელოებს რაც შეეხება, ბუნებრივია, სტანდარტის ცვლილებასთან ერთად, ისინიც შეიცვლება და რადგან ამ ეტაპზე შეიცვალა საქართველოს ისტორია, იგეგმება მასწავლებელთა გადამზადებაც:

„განათლების რეფორმის პროგრამა მიმდინარეობს, რაც ესგ-ს დანერგვას უწყობს ხელს პირდაპირი ინტერვენციით 600 სკოლას ვფარავთ, სამუშაო შეხვდრები კვლავ ღია იქნება სკოლებისთვის და ყველა მსურველს შეუძლია დაესწროს; წლის ბოლომდე შევთავაზებთ განახლებულ სასკოლო გეგმების ნიმუშებს ყველა საგანში და ყველა კლასში, და რაც მთავარია, საგნობრივი სასწავლო გეგმის ნიმუშები, იქნება მორგებული გრიფირებულ სახელმძღვანელოებს“, - აღნიშნავს მარიამ ჩიქობავა

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება