სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

კვალიფიკაციის ასამაღლებელ 3 დღიან „ვორკშოფში“ ჩხენკელის უწყება 20 ათასამდე ლარს დახარჯავს
21-09-2022
-
+


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის წევრებისათვის კვალიფიკაციის ასამაღლებელ „ვორკშოფში“ (სამუშაო შეხვედრის) ჩატარების მომსახურების შესყიდვის მიზნით ტენდერს აცხადებს. უწყება სამ დღიან შეხვედრაში 19800 ლარს იხდის.

ტენდერის მიხედვით, სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობას 60 ადამიანი მიიღებს. „ვორკშოფი“ 11,12 და 13 ოქტომბერს გაიმართება.

დოკუმენტში მოცემულია ზოგადი ინფორმაცია მიზნობრივი ჯგუფის შესახებ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდი ახორციელებს საგანმანათლებლო დაწესებულებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) მოსწავლეთა აკადემიური, სოციალური, შემეცნებითი უნარების შეფასებას, მათი ინდივიდუალური საჭიროებების და საგანმანათლებო საჭიროების დადგენის მიზნით. ასევე აფასებს სსსმ მოსწავლეთა საგანმანათლებლო პროცესში ჩართულობას და უწევს რეკომენდაციებს მშობლებს საგანმანათლებლო დაწესებულების არჩევის პროცესში. მულტიდისციპლინური გუნდი მჭიდროდ თანამშრომლობს სსსმ მოსწავლის მასწავლებლებთან, სკოლის ადმინისტრაციასთან, მშობლებთან, ფსიქოლოგებთან, სპეციალურ მასწავლებლებთან, უწევს კონსულტირებას ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავება-განხორციელების პროცესში, მოსწავლისთვის ოპტიმალური საგანმანათლებლო პირობების შესაქმნელად ახორციელებს პრაქტიკულ და მეთოდოლოგიურ მხარდაჭერას.

მულტიდისციპლინური გუნდის წევრები რეგულარულად ახორციელებენ საჭიროებით განსაზღვრულ შეხვედრებს სკოლის
წარმომადგენლებთან, პრობლემური საკითხების გადაჭრისა და მონიტორინგის მიზნით, ასევე, ავლენენ საგანმანათლებლო გარემოში ინკლუზიური განათლების ხელისშემშლელი ფაქტორებს და უწევენ რეკომენდაციას სკოლის ადმინისტრაციას.

აღნიშნული მომსახურეობის სურვილი შპს სასწავლო–საგანმანათლებლო ცენტრმა ცოდნამ გამოთქვა, რომელიც განათლების სამინისტროს „ვორკშოფში“ 17 700 ლარად სთავაზობს. 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება