| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ეს დღე წელს განსაკუთრებით ამაღელვებელია, რადგან სასწავლო პროცესი გაუმჯობესებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე დასწრებითი ფორმატითა და მკაცრი კოვიდრეგულაციების გარეშე განახლდა.
საინტერესოა, თუ რას ისურვებდნენ 2022-2023 სასწავლო წელს საქართველოს სკოლების წარმატებული დირექტორები, რას ურჩევდნენ დამწყებ პედაგოგებს და რა არის მათი სკოლისთვის საამაყო.
ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე პასუხებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის დირექტორის მ/შ მაკა გუბელაძის ბლიც-ინტერვიუში ამოიკითხავთ.
- სასწავლო წლის პირველ დღეს ვცდილობ...
- 29 -ე სასწავლო წელია სკოლაში ჩემი პედაგოგობის, აქედან 15 წელია, როგორც ხელმძღვანელი მივდივარ ახალ სასწავლო წელს. შემიძლია დავიფიცო, არც ერთი სასწავლო წლის გათენებისას არ გამნელებია ის უჩვეულო მღელვარება, ფორიაქი, განცდა თუ რა შეიძლება ვუწოდო, როგორსაც განვიცდიდი სკოლაში მოსწავლეობის დროს. უჩვეულოდ თენდება ყოველთვის ჩემთვის სასწავლო წლის პირველი დღე. კიდევ უფრო ემოციური იყო წლევანდელი წელი, სკოლის შენობის დემონტაჟის გამო, ალტერნატიულ ფართში, მეორე სმენაში დავიწყეთ სწავლა. დილით, პატარა ბავშვივით მეტირებოდა, მე რომ არ ვჩქარობდი სკოლისკენ...
- დამწყებ პედაგოგებს ვეტყოდი...
- არაფერია იმაზე დიდი ბედნიერება , როცა შენი შრომის ნაყოფს დაინახავ, მადლიერი, სიყვარულით სავსე თვალები გაგიმრავლდება!
- ჩვენი სკოლისთვის საამაყოა...
- განცდა, რომ დაბრკოლებათა მიუხედავად, სკოლაში დარჩა და დაუღალავ საქმიანობას ეწევა კოლექტივის ძირითადი ნაწილი. მინდა მოვეფერო მათ და ვუსურვო მრავალი წარმატებული სასწავლო წელი.
- კლასის დამრიგებლობა ნიშნავს...
- უდიდესს პასუხისმგებლობას, საკუთარი თავის, მოსწავლის, მშობლის, საზოგადოების წინაშე.
- საგაკვეთილო პროცესში მნიშვნელოვანია...
- პოზიტიური გარემოს შექმნა, ნდობის მოპოვება აღსაზრდელებში და საგნის სიყვარული.
- მიმდინარე სასწავლო წელს ვისურვებდი ...
- ნაკლები პრობლემებით წარიმართოს სასწავლო წელი, არ შეგვაწუხოს პანდემიამ და მშვიდი, საქმიანი გარემო გვქონდეს სწავლისა და სწავლებისათვის.
- რჩევა, რომელიც ყველაზე მეტად დამამახსოვრდა...
- ესეც გაივლის !
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
პროექტს მასწავლებელი მაკა ანთაძე ხელმძღვანელობდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა