სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ჩვენს გმირ მასწავლებლებს ვულოცავ სასწავლო წლის დაწყებას“ -  პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე
15-09-2022
-
+


ახალი სასწავლო წლის დაწყება მასწავლებლებსა და მოსწავლეებს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდოარემ გიორგი ამილახვარმა მიულოცა. 

„პირველკლასელებს მივულოცე სწავლის დაწყება, ასევე, განსაკუთრებით მინდა მივულოცო ეს დღე ჩვენს გმირ მასწავლებლებს, რომლებიც თაობების აღზრდას მრავალი წელია ემსახურებიან. განათლებული საზოგადოება არის ჩვენი ხელისუფლების მთავარი ამოცანა, ამიტომ ყველაფერს ვაკეთებთ, როგორც ინფრასტრუქტურის, ასევე მასწავლებელთა პროფესიონალიზმის და პროგრამების დახვეწის თვალსაზრისით, რათა ბავშვებს ჰქონდეთ ისეთი ხარისხის განათლება, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის და მათი მომავლის წარმატებას“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
 
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, მოსწავლეები და პედაგოგები საჭირო რესურსებით სრულად არიან უზრუნველყოფილნი.

„ქვეყნის ყველა სკოლაში საკლასო ოთახებში მათ დახვდათ მეგობრული, საინტერესო გარემო.ყველა მოსწავლეს უფასოდ გადაეცა სახელმძღვანელოები, ბუქები და ყველა ის რესურსი, რაც მათ სჭირდებათ. მიმდინარე წელს გვაქვს სიახლეები პროგრამაშიც - განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, გამოეყო და ცალკე საგნად ისწავლება საქართველოს ისტორია, ასევე, დაემატა ჭადრაკის გაკვეთილები, რომელიც მნიშვნელოვანია მოსწავლის გონებრივი შესაძლებლობების განვითარებისთვის,“ - აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება