სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მიეცემა თუ არა დანამატი პედაგოგს, რომელიც 15 საათს სხვადასხვა საგნით შეივსებს
19-09-2022
-
+


მასწავლებლებს სტატუსის დანამატი სრულად ეძლევათ, თუ მათი დატვირთვა კვირაში მინიმუმ 15 საგაკვეთილო საათია. დაწყებითის პედაგოგებისთვის კი, რომლებსაც კომბინირებული გამოცდა (ქართული ენა, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება) აქვთ ჩაბარებული, სრული დანამატის მისაღებად კვირაში 13 საათიც საკმარისია.

მასწავლებელს, შესაძლოა, კვირაში 18 საათი ჰქონდეს, თუმცა სტატუსის დანამატს სრულად ვერ იღებდეს. ეს კი მაშინ ხდება, როდესაც პედაგოგს 15 საათზე ნაკლები აქვს იმ საგანში, რომლის კომპეტენციაც აქვს დადასტურებული. მაგალითად, თუ მასწავლებელს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა აქვს ჩაბარებული, მისი საათობრივი დატვირთვა კი ქართულ ენასა და ლიტერატურაში, პირობითად, 10 საათია და ამავდროულად, დამატებით ატარებს სხვა საგნობრივი ჯგუფის 5 გაკვეთილს კვირაში, მას სტატუსი სრულად არ მიეცემა. როგორც მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების შესახებ კანონშია აღნიშნული, „ნაწილობრივი დატვირთვის დროს მასწავლებელს პროპორციულად უმცირდება თანამდებობრივი სარგო და თანამდებობრივ სარგოზე დანამატები“.

სტატუსის დანამატის სრულად მისაღებად საკმარისია კვირაში 15 საათიანი დატვირთვა, თუმცა იმისთვის, რომ პედაგოგს სტატუსის შესაბამისი დანამატი სრულად დაერიცხოს, ის კვირაში მინიმუმ 15 გაკვეთილს უნდა ატარებდეს იმ საგანში, რომლის კომპეტენციაც აქვს დადასტურებული.

თუ მასწავლებელი 15 საათს სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფის საგნებიდან შეივსებს, სტატუსის დანამატი შეუმცირდება. იმ შემთხვევაში კი, თუ პედაგოგის სრული დატვირთვა საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულ საგნებით მოხდება, მას დანამატი სრულად მიეცემა.

ცნობისთვის, უფროსი მასწავლებლისათვის სტატუსის დანამატი 670 ლარია, წამყვანისთვის 1050, მენტორისთვის კი - 1350 ლარი.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება