TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ვისურვებდი, ამ სასწავლო წელს პანდემია იყოს დამარცხებული, სასწავლო პროცესი წარიმართოს საკლასო ოთახებში“-პერევის საჯარო სკოლის დირექტორი გურამ შუკაკიძე
13-09-2022
-
+


სულ მალე ახალი სასწავლო წელი იწყება. სკოლებში სამზადისი უკვე დაწყებულია. საინტერესოა თუ როგორ ხვდებიან სწავლის პირველ დღეს საქართველოს სკოლების წარმატებული დირექტორები, რას ისურვებდნენ 2022-2023 სასწავლო წელს და რა რჩევას მისცემდნენ დამწყებ პედაგოგებს.

ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე პასუხებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის საჯარო სკოლის დირექტორის, გურამ შუკაკიძის ბლიც-ინტერვიუში ამოიკითხავთ. 

- სასწავლო წლის პირველ დღეს ვცდილობ...

- არა მარტო პირველ დღეს, არამედ მთელი სასწავლო წლის განმავლობაში ვცდილობ სკოლაში იყოს, როგორც მოსწავლეებთან, ისე მასწავლებლებთან ურთიერთთანამშრომლობითი, მხარდამჭერი, მეგობრული ატმოსფერო, მოსწავლეების ინტერესებზე მორგებული სასწავლო გარემო. 

- დამწყებ პედაგოგებს ვეტყოდი...

- არ დაეზაროთ შრომა, სწავლა, იყვნენ აქტიურები, კომუნიკაბელურები. არ მოერიდოთ უფროსი კოლეგებისთვის კითხვის დასმა თუ რამეს ვერ გაიგებენ.

- ჩვენი სკოლისთვის საამაყოა...

- გვყავს საქართველოს ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში, ორმა მოსწავლემ წარმატებით დაასრულა საბაზო საფეხური და დაჯილდოვდნენ კომპიუტერებით. 17-მა მოსწავლემ ჩააბარა უმაღლეს სასწავლებელში, გვყავს 50%-იანი გრანტის მფლობელები.

- კლასის დამრიგებლობა ნიშნავს...

- კლასის დამრიგებლობა ნიშნავს, რომ შენ ხარ ბევრ რამეზე პასუხისმგებელი: კლასში მეგობრულ ატმოსფეროზე ურთიერთთანამშრომლობაზე, მოსწავლეებს შორის ურთიერთპატივისცემის კულტურის ჩამოყალიბებაზე, მოსწავლის ინდივიდუალური ხასიათის წვდომაზე და კიდევ ბევრ წამოჭრილ პრობლემაზე.

- საგაკვეთილო პროცესში მნიშვნელოვანია...

- პირველ რიგში მასწავლებელი უნდა იყოს თავისი საგნის პროფესიონალი. უყვარდეს მოსწავლე, გაკვეთილი წარმართოს ისე, რომ ყველა მოსწავლის შესაძლებლობა იყოს გათვალისწინებული. ჰქონდეს დისციპლინა, იყოს კომუნიკაბელური, გააჩნდეს იუმორის გრძნობა.

- მიმდინარე სასწავლო წელს ვისურვებდი...

- მიმდინარე სასწავლო წელს ვისურვებდი ყველა მოსწავლე, მთელი პედაგოგიური კოლექტივი, იყოს ჯანმრთელი, სუფევდეს მშვიდობა. ბოლო ორი წლის მანძილზე პანდემიის გამო დისტანციურად სწავლება მოგვიწია, რაც სწავლების ხარისხზე აისახა. ვისურვებდი, ამ სასწავლო წელს პანდემია იყოს დამარცხებული, სასწავლო პროცესი წარიმართოს აუდიტორიებში და ასევე, სასწავლო პროცესში მშობლების ჩართულობა გაიზარდოს. 

- რჩევა, რომელიც ყველაზე მეტად დამამახსოვრდა...

- გულისყურით უნდა მოუსმინო ადამიანს, უნდა გქონდეს თმენის ვალდებულება. ასჯერ უნდა გაზომო, ერთხელ უნდა გაჭრა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება