სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მიიღებენ თუ არა მოსწავლეები ახალ ბუკს დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში?
16-09-2022
-
+


ახალ სასწავლო წელს საჯარო სკოლის პირველკლასელებს ბუკები დაურიგდებათ. ბუკის მიღებისას მშობელს შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი უფორმდება, რომელშიც ბუკის საკუთრების პირობები და ვადებია მითითებული.

თუკი მოსწავლე ერთი საჯარო სკოლიდან მეორეში გადავა, ბუკის ახალ საჯარო სკოლაში წაღების უფლება აქვს, ხოლო თუ მას სტატუსი შეუჩერდება ან I-III კლასის განმავლობაში სასწავლებლად კერძო სკოლაში გადავა, ვალდებულია, ბუკი შესაბამის სკოლას დაუბრუნოს.

მიიღებენ თუ არა მოსწავლეები ახალ ბუკს დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში?

თითოეულ ბუკს საგარანტიო ვადა აქვს. გარანტიით უფასო შეკეთება ან ახლით ჩანაცვლება ხდება ქარხნული წუნის ან ნაწილობრივი გაუმართაობის დროს. კომპიუტერის მექანიკური დაზიანება ან თვითნებური შეკეთება საგარანტიო მომსახურებას არ ექვემდებარება.

ბუკის ნებისმიერი მიზეზით დაკარგვის ან განადგურების შემთხვევაში ახალი ბუკით ჩანაცვლება არ ხდება. გამონაკლისები დაიშვება მხოლოდ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ გამოცემული ინდივიდუალური აქტის შესაბამისად.

ცნობისთვის, III კლასის დასრულების შემდეგ ბუკი მოსწავლის კუთვნილებაში რჩება.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება