სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„დამწყებ პედაგოგებს ვეტყოდი, უყვარდეთ საკუთარი პროფესია“ - იზა ღიბრაძე, პირველი სვირის საჯარო სკოლის დირექტორი
12-09-2022
-
+


სულ მალე ახალი სასწავლო წელი იწყება. სკოლებში სამზადისი უკვე დაწყებულია. საინტერესოა თუ როგორ ხვდებიან სწავლის პირველ დღეს საქართველოს სკოლების წარმატებული დირექტორები, რას ისურვებდნენ 2022-2023 სასწავლო წელს და რა რჩევას მისცემდნენ დამწყებ პედაგოგებს.

ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე პასუხებს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი სვირის საჯარო სკოლის იზა ღიბრაძის ბლიც-ინტერვიუში ამოიკითხავთ. 

- სასწავლო წლის პირველ დღეს ვცდილობ...

- ახალი სასწავლო წლის პირველი დღე ემოციებით დატვირთული დღეა. მე, როგორც სკოლის დირექტორი, ვცდილობ სასკოლო საზოგადოებას შევუქმნა სადღესასწაულო განწყობა, რადგან ცოდნის ტაძარში შესვლა და სასწავლო პროცესის დაწყება მართლაც სასიხარულოა.

- დამწყებ პედაგოგებს ვეტყოდი...

- უყვარდეთ საკუთარი პროფესია, პატივისცემით მოეპყრან უფროსი თაობის პედაგოგებს, გამოიყენონ სასწავლო პროცესში მათი გამოცდილება და ასევე თავისი ცხოვრების წესით, სამაგალითონი იყვნენ მომავალი თაობებისათვის.

- ჩვენი სკოლისთვის საამაყოა...

- სკოლისთვის საამაყოა, რომ ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულები წარმატებით აბარებენ ეროვნულ გამოცდებს და სწავლას აგრძელებენ სხვადასხვა უნივერსიტეტებში.  არც წელს დარღვეულა ტრადიცია. გვყავს 6 სტუდენტი, 2  100% და 50% გრანტის მფლობელი.

კლასის დამრიგებლობა ნიშნავს...

- დამრიგებლობა ნიშნავს იყო შენი მოსწავლეებისათვის მეორე მშობელი, უფროსი მეგობარი. იზრუნო და დაეხმარო მათ გახდნენ განათლებული, ზრდილი და მრავალმხრივი საჭირო უნარებით აღჭურვილი მოქალაქეები.

- საგაკვეთილო პროცესი მნიშვნელოვანია ...

- საგაკვეთილო პროცესების სწორად დაგეგმვა და ორგანიზება მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ აღვზარდოთ  სათანადო ცოდნითა და საჭირო უნარ-ჩვევებით აღჭურვილი თაობა.

- მიმდინარე სასწავლო წელს ვისურვებდი....

- მიმდინარე სასწავლო წელს ვისურვებდი მშვიდობა, კეთილდღეობა და წარმატებები არ მოჰკლებოდეს სასკოლო საზოგადოებას და სრულიად საქართველოს. სკოლის დირექციამ, პედაგოგებმა შევქმნათ ისეთი სასწავლო გარემო, მოსწავლეს უხაროდეს სკოლაში მოსვლა და იცოდეს, რომ აქ სიხარულით ელიან. გაუმჯობესდეს მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება.

- რჩევა, რომელიც ყველაზე მეტად დამამახსოვრდა...

- „ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერი“. იყავი ემპათიური, მოუსმინე, გაიაზრე და შემდეგ მიიღე გადაწყვეტილება.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება