სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლობა არამიმზიდველია დაბალი ანაზღაურების გამოც - სამინისტრო
02-09-2022
-
+


მთავრობამ განათლების სტრატეგია დაამტკიცა სადაც, საუბარია სისტემურ გამოწვევებზეც. ერთ-ერთი მათგანი კი, ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, კომპეტენტური ადამიანური რესურსის ნაკლებობაა:

„განათლების ყველა საფეხურზე განათლების ხარისხსა და შესაბამისობასთან დაკავშირებული გამოწვევების ერთ-ერთი ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორია კომპეტენტური ადამიანური რესურსის ნაკლებობა და მათი მისაწვდომობა.

ადრეული და სკოლამდელი განათლების დაწესებულების აღმზრდელობა და მასწავლებლობა არამიმზიდველი კარიერული არჩევანია, შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულთა შორის დიდია დაბალი აკადემიური მიღწევების მქონე სტუდენტების წილი, რომლებსაც ასევე დაბალი შედეგები ჰქონდათ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე.

აღმზრდელ-პედაგოგის, მასწავლებლის და სხვა აკადემიურ თუ ადმინისტრაციულ პოზიციაზე დასაქმება ნაკლებად მიმზიდველია დაბალი ანაზღაურების გამოც.

განათლების სექტორში დასაქმებულთა ანაზღაურება 90-იანი წლების შემდგომ ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადია. 2021 წლის მონაცემებით საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 1357.4 ლარს შეადგენდა. 2020 წლის მონაცემებით, საქართველოში დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ანაზღაურება 1191 ლარია, მაშინ როცა განათლების სექტორში (სახელმწიფო სექტორი) დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი სახელმწიფო სექტორში 709, ხოლო არასახელმწიფო სექტორში 921.3 ლარია. აღნიშნულ მონაცემებს 2-3-ჯერ ჩამოუვარდება საჯარო სკოლამდელი დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგებისა და ზოგად განათლებაში მასწავლებლების საბაზო ნომინალური ანაზღაურება“.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება