სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ვის შეუძლია მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლა დისტანციურად? - რა შემთხვევაში მიენიჭებათ კურსის მონაწილეებს სტატუსი
19-09-2022
-
+


მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დისტანციური კურსის გავლა იმ პირებს შეუძლიათ, რომლებიც მასწავლებლის პროფესიული და კარიერული წინსვლის სქემაში ჩართული არ არიან, თუმცა ჩაბარებული აქვთ საგნის გამოცდა და სკოლაში ასწავლიან.

პროგრამის მონაწილეები ასევე შეიძლება გახდნენ ბაკალავრი/მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირები, რომელთაც დიპლომით უდასტურდებათ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი კვალიფიკაცია და სურთ მასწავლებლობა, თუმცა შესაბამისი გამოცდის ჩაბარებით ჯერ დადასტურებული არ აქვთ მასწავლებლის კომპეტენცია. ამ პირებს სკოლაში დასაქმება და პარალელურად, აკადემიური კურსის გავლა შეუძლიათ.

სკოლაში დასაქმებისა და სტატუსის მიღებისთვის გასავლელი ეტაპები:

პირველ ეტაპზე მასწავლებლობის მსურველმა (თუ აკმაყოფილებს მოთხოვნას) რეგისტრაცია უნდა გაიროს საიტზე www.teacherjobs.ge და მონიშნოს სასურველი სკოლა/სკოლები, სადაც სურს მუშაობის დაწყება. გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში, სკოლა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის თანხმობით მასწავლებლობის მაძიებელთან შრომით ხელშეკრულებას გააფორმებს.

მასწავლებლობის მაძიებლის პროგრამის მონაწილის საქმიანობა ანაზღაურებადია.

უფროსის სტატუსის მისაღებად მაძიებელმა, მუშაობის პარალელურად უნდა გაიაროს აკადემიური კურსი, რომელიც დისტანციურად მიმდინარეობს. კურსის მიმდინარეობისას მიღებული თეორიული ცოდნა მაძიებელმა პრაქტიკაში უნდა განახორციელოს. ახალბედა მასწავლებელს ზედამხედველობას უნდა უწევდეს დირექციის მიერ შერჩეული ტუტორი (გამოცდილი მასწავლებელი). სწორედ ტუტორის ვალდებულებაა, დაეხმაროს მაძიებელს სკოლასთან ადაპტაციაში და პრაქტიკული დავალებების შესრულებაში.

არსებობს მასწავლებლის მაძიებლობის პროგრამის გრძელი და მოკლე/ინტენსიური კურსი. მაძიებელ მასწავლებელს, შეუძლია აირჩიოს ერთ-ერთი მათგანი. გრძელი კურსი გულისხმობს, მაქსიმუმ, ორ წელს, მოკლე/ინტენსიური კურსი - 4 თვიან პერიოდს.

მასწავლებლობის მაძიებლის სტატუსით პირმა სკოლაში შეიძლება იმუშაოს არაუმეტეს 2 წლისა. ამ პერიოდში მან წარმატებით უნდა დაძლიოს მაძიებლობის პროგრამა და ამავე პერიოდში უნდა ჩააბაროს მასწავლებლის საგნის გამოცდა. თუ  მაძიებელი ვერ დაძლევს პროგრამას ან მოცემულ ვადაში ვერ ჩააბარებს გამოცდას, სკოლასთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება შეუწყდება.

ცნობისთვის, მაძიებელი მასწავლებელი სარგებლობს პედაგოგის ყველა შეღავათითა და უფლებით, გარდა საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის უფლებისა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება