სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

დირექცია ვალდებულია, სასკოლო სასწავლო გეგმა ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე გაასაჯაროოს
27-08-2022
-
+


სკოლა ვალდებულია ყოველი ახალი სასწავლო წლისათვის საკუთარი სასკოლო სასწავლო გეგმა შეიმუშაოს.

საგანმანათლებლო დაწესებულებებმა სასკოლო სასწავლო გეგმა ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე არაუგვიანეს ერთი კვირით ადრე უნდა დაამტკიცონ. დირექცია კი ვალდებულია, დამტკიცებული სასკოლო სასწავლო გეგმა გაასაჯაროოს (გარდა ინდივიდუალური სასწავლო გეგმისა).

სასკოლო სასწავლო გეგმის გასაჯაროება ნიშნავს, რომ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ინფორმაციაზე ხელი უნდა მიუწვდებოდეს. შესაძლებელია სასკოლო სასწავლო გეგმის სკოლის ვებგვერდზე, სოციალურ გვერდზე ან საინფორმაციო დაფაზე განთავსება, დაშვებულია ბუკლეტის გავრცელებაც.

ახალი სასკოლო სასწავლო გეგმა სკოლამ განვლილი სასწავლო წლის შედეგების ანალიზისა და შეფასების საფუძველზე უნდა შეიმუშაოს.

სასკოლო სასწავლო გეგმის დანიშნულებაა:

ა) სკოლის მისიის განსაზღვრა;

ბ) სკოლის პრიორიტეტების გათვალისწინებით კონკრეტული სკოლისათვის ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოცემული საათობრივი დატვირთვის დაზუსტება;

გ) საგნის/საგნების მიხედვით საგნობრივი პროგრამების შემუშავება იმ შემთხვევაში, თუ სკოლა გადაწყვეტს ეროვნული სასწავლო გეგმის წლიური პროგრამებისგან განსხვავებული პროგრამით მუშაობას;

დ) დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურების განსაზღვრა;

ე) სასკოლო-საგანმანათლებლო აქტივობების მიმართულებების განსაზღვრა.

სასკოლო სასწავლო გეგმაში აღნიშნული უნდა იყოს:

  • გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელოების ნუსხა კლასების/დონეებისა და საგნების მიხედვით;
  • მოსწავლის აკადემიური მიღწევის შეფასების წესები (რომელიც განსაზღვრავს ვადებსა და პირობებს გაცდენილი შემაჯამებელი დავალებების აღდგენისთვის, საშემოდგომო გამოცდების ჩატარებისთვის და სხვა);
  • ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურების ჩამონათვალი და აღწერილობა;
  • ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურების ჩამონათვალი, საჭიროების დასაბუთება და აღწერილობა;
  • ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით შემუშავებული ინდივიდუალური სასწავლო გეგმა (საჭიროების შემთხვევაში) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეთათვის.

ცნობისთვის, საჯარო სკოლაში სასკოლო სასწავლო გეგმას მასწავლებლების/კათედრების და დირექტორის მონაწილეობით შეიმუშავებს და სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით ამტკიცებს პედაგოგიური საბჭო.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება