სიახლეები
სიახლეები, სამასწავლებლო

ჰიბრიდული თუ დასწრებითი ფორმატი ახალი სასწავლო წლიდან - დირექტორები სწავლების მოდელის შესახებ საუბრობენ
08-08-2022
-
+


ჰიბრიდული სწავლების ფორმატი საქართველოს სკოლებში COVID-19 პანდემიიდან გამომდინარე დამკვიდრდა. მოსწავლეები განათლებას არამხოლოდ საკლასო ოთახებში, არამედ ონლაინ რეჟიმშიც იღებდნენ. სასკოლო საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობაა იმასთან დაკავშირებით - სწავლის ხარისხიდან გამომდინარე, მოსწავლეებს სასწავლო ფორმატის არჩევის საშუალება უნდა ჰქონდეთ თუ არა; მით უფრო იმ ფონზე, რომ შარშანდელთან შედარებით, წელს, ეროვნულ გამოცდებზე უფრო მაღალი ქულები დაფიქსირდა.

2022-2023 სასწავლო წელი სკოლებში როგორი ფორმატით გაგრძელდება, ჯერ ისევ უცნობია. etaloni.ge დაინტერესდა, თუ რას ფიქრობენ სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები - ახალი სასწავლო წლიდან ჰიბრიდული სწავლება ისევ უნდა გაგრძელდეს თუ არა და ასევე, მოსწავლეებს ფორმატის არჩევის საშუალება უნდა მიეცეთ თუ არა? - ამის გასაგებად, კი სხვადასხვა საჯარო სკოლების დირექტორებს დავუკავშირდით.

ეკატერინე ქარდავა, მელიტონ ქანთარიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯვარის N3 საჯარო სკოლის დირექტორი:

პირადად მე ვთვლი, რომ ჰიბრიდული სწავლება არ უნდა იყოს და სწავლა საკლასო ოთახში გაგრძელდეს. ჰიბრიდულმა სწავლებამ მოსწავლეც და სხვათა შორის მასწავლებელიც ასე ვთქვათ, კალაპოტიდან ამოაგდო. მოდი, ასე შევხედოთ, თუ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია არ რთულდება, ბავშვს არ აქვს ჯანმრთელობის პრობლემა მაშინ აღნიშნული სწავლების ფორმა არ უნდა იყოს. ბავშვს, როდესაც აქვს ჯანმრთელობის პრობლემა, მაგალითად გადაიტანა ოპერაცია, ვერ მოდის სკოლაში და ა.შ. ეს კანონში ისედაც არის გათვალისწინებული; მას აქვს უფლება, სახლში სწავლების ფორმაზე გადავიდეს. სხვა შემთხვევაში ხშირად მგონია, რომ ეს მშობლების კაპრიზია... საჭიროება არ არსებობს და დისტანციურ სწავლებას მაინც ითხოვს. ზოგადად, კი დისტანციური სწავლება ისეთ საგნებში სადაც 1-2 საათია გათვალისწინებული, კვირაში ერთი დღე 30 წუთი როგორ ფიქრობთ, ბავშვს განათლების მიღება შეუძლია? - არა. ჰიბრიდული სწავლება მისაღები არ არის.

გია ქათამაძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათის საჯარო სკოლის დირექტორი:

როგორც სკოლის ხელმძღვანელი ვფიქრობ, რომ დასწრებული სწავლება ყოველთვის უკეთესია, რადგან უფრო შედეგიანი და ეფექტურია. რა თქმა უნდა მოსწავლეს, ფორმატის არჩევის საშუალება უნდა ჰქონდეს, მაგრამ ვფიქრობ სწავლის ხარისხის მხრივ დასწრებული უკეთესია.. ბავშვი სკოლაში როდესაც მოდის უფრო მეტს ისმენს და იგებს. ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან ჰიბრიდული და დასწრებული სწავლება, ეს უკანასკნელი უფრო შედეგიანი და ხარისხიანია. მოსწავლეების მიერ ფორმატის არჩევის საშუალებას რაც შეეხება გააჩნია, რა მდგომარეობა იქნება. მიმაჩნია, რომ პანდემია გადავლახეთ და აქედან გამომდინარე ფორმატის არჩევის საშუალების საჭიროება აღარ დგას, უკვე სამაგისოდ სიტუაცია არ არის.

ნაირა მახარაძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქობულეთის საჯარო სკოლის დირექტორი:

ვფიქრობ, ჰიბრიდული სწავლება იმაზეა დამოკიდებული, თუ რა სიტუაცია იქნება. საერთოდ, პირადად მე მიმაჩნია, რომ დასწრებულ სწავლებას არაფერი ჯობია და ვერაფერი შეცვლის, მაგრამ სიტუაცია თუ გაუარესდა მაშინ უნდა გაგრძელდეს. ჩემი სკოლის მაგალითზე ვიტყვი, რომ ჰიბრიდული ფორმატი პანდემიიდან გამომდინარე მხოლოდ რამოდენიმე კვირა გვქონდა, დანარჩენ შემთხვევაში იყო დასწრებული სწავლება. ვფიქრობ, ბავშვების მაღალი ქულები დასწრებულმა სწავლებამ განაპირობა. მოსწავლეს ფორმატის არჩევის საშუალება უნდა ჰქონდეს, ეს მისი გადასაწყვეტია, მაგრამ ამავდროულად ჩვენ მას უნდა დავეხმაროთ - მოსწავლესა და ბავშვსაც გავაგებინოთ, რომ დასწრებული სწავლება უპირატესია. ჰიბრიდულ ფორმატს უფრო მეთორმეტეკლასელები ირჩევენ ვიდრე დანარჩენი მოსწავლეები, რათა რეპეტიტორებთან იარონ.

ლალი კუპატაძე, მალხაზ ბუცხრიკიძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის ალისუბნის თემის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩემი აზრით, თუკი პანდემიის მხრივ ისეთივე საფრთხე იქნება, როგორც ეს ბოლო პერიოდის განმავლობაში იყო, მაშინ ჰიბრიდული სწავლება უნდა გაგრძელდეს. იმასაც დავძენ, რომ ასეთი სწავლება ჩვენთვის, სკოლებისთვის და ნებისმიერი სხვა სამსახურისთვის ახალი გამოწვევა იყო, რასაც თავი ძალიან კარგად გავართვით. თუკი, ახალი სასწავლო წლიდან კვლავ გაგრძელდება ამასაც დავძლევთ, რადგან უკვე ყველანაირი ბაზა გვაქვს მომზადებული და ნებისმიერ სიტუაციაში ვართ გარკვეულები. ეს მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი პანდემიის გამო იგივე სიტუაცია იქნება.

ვფიქრობ, მოსწავლეს ფორმატის არჩევის საშუალება უნდა ჰქონდეს. არის შემთხვევები, როდესაც ბავშვი ცუდად არის, საგაკვეთილო პროცესს სრულად აცდენს და ვერ ახერხებს ჩართვას, ამ ფორმატმა კი მოგვცა საშუალება მსგავს სიტუაციაში მყოფი ბავშვები საგაკვეთილო პროცესში ჩავრთოთ.

კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

ხანძარი ზუგდიდის საბავშვო ბაღში

სტუდენტთა რეგისტრაცია დაიწყო  - განაცხადის ვადები და ყველა მნიშნელოვანი ინფორმაცია 

მასწავლებელი განათლების სამინისტროსგან საყვედურს მიიღებს და შესაძლოა სკოლიდანაც დაითხოვონ - სოცქსელების აკრძალვა საფრანგეთში და ახალი რეგულაციები

ჩატარდება თუ არა ერთიანი ეროვნული და მასწავლებელთა გამოცდები 2026 ? - პასუხი აქტუალურ კითხვებზე

ხელფასები 1880-დან 5000 ლარამდე განისაზღვრა - მთავრობის დადგენილება აკადემიკოსებსა და  მეცნიერებათა აკადემიის თანამშრომლებს ეხება

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლის დირექტორი მელანია ჩხიტუნიძე პასუხობს

 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

მოსწავლეებმა ექიმისგან მათთვის საინტერესო კოთხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს

საინტერესო

პირველი ქვეყანა, რომელმაც 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური მედიის გამოყენება აკრძალა

შავ-თეთრმა კონტრასტმა, თვალის ზედმეტად დაძაბვის გამო, უარყოფითად იმოქმედა მოსწავლეებისა და მასწავლებლების მხედველობაზე

ლორანი შესაძლოა მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი იყოს, რომელმაც ამ კონკრეტულ სფეროში დოქტორის ხარისხი მიიღო

სიახლეები
საზოგადოება