სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

როგორ დავაინტერესოთ მოსწავლე, რომ ტექსტი გააზრებულად წაიკითხოს? - რეკომენდაციები მასწავლებლებს
31-07-2022
-
+


კითხვის სხვადასხვა სახე არსებობს, შესაბამისად, მათი გამოყენება სხვადასხვა მიზნით ხდება.

ზედაპირული კითხვა გამოიყენება მაშინ, როდესაც  ტექსტის შესახებ ზოგადი წარმოდგენის შექმნა გვინდა, ძიებითი კითხვა გამოიყენება მაშინ, როცა ცალკეულ ინფორმაციას ვიძიებთ (თარიღი, რომელიმე ტერმინი და სხვა), ნელა და ყურადღებით კი მაშინ ვკითხულობთ, თუ მასალა რთულია, შეიცავს უცნობ სიტყვებს, ცალკეული დეტალები გააზრებას მოითხოვს, გვინდა პრობლემაზე მსჯელობა, რაღაცის საფუძვლიანი შესწავლა და ა.შ.

სანამ მოსწავლე კითხვას დაიწყებდეს, მან უნდა იცოდეს, რისთვის  კითხულობს (მიზანი) და როგორ უნდა წაიკითხოს (სტრატეგია).

რა აადვილებს და ახალისებს კითხვის პროცესს? როგორ დავაინტერესოთ მოსწავლე, რომ ტექსტი გააზრებულად წაიკითხოს? რა შემთხვევაში მოგვისმენს მოსწავლე ყურადღებით კითხვის დროს?

გთავაზობთ რამდენიმე ეფექტურ ხერხს, რომლითაც მოსწავლეებს დააინტერესებთ:

  • ვარაუდების გამოთქმა კითხვის დაწყებამდე (როგორ ფიქრობთ, რაზე შეიძლება იყოს ტექსტი? რა მიგანიშნებთ ამას? როგორ განვითარდება ამბავი მოთხრობაში? რას ხედავთ ნახატზე? თქვენი აზრით, რატომ არის ეს ილუსტრაცია მოცემული?);
  • მასწავლებელი თავად აწვდის ინფორმაციას თემის შესახებ და შეკითხვებით მიმართავს მათ (რა იცით ამ თემაზე? რა გსმენიათ ამ საკითხზე? გაიხსენეთ... და ა. შ.);
  • მასწავლებელი წინასწარ აცნობს მოსწავლეებს ტექსტის მოკლე შინაარსს;
  • მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს ტექსტიდან წინადადებებს არეული თანამიმდევრობით და მათ ინტუიციით უნდა დაალაგონ ისინი (შემდეგ, კითხვისას, ისინი საკუთარ ვერსიას შეადარებენ ტექსტს);
  • მოსწავლეები წინასწარ ეცნობიან ტექსტში გამოყენებულ ლექსიკას (უცნობ, სპეციფიკურ სიტყვებს) და უცნობი სიტყვების განმარტებებს პოულობენ ლექსიკონში (მასწავლებელი აძლევს იდიომების განმარტებებს ან მასალას, სადაც შეუძლიათ თავად მონახონ ისინი);
  • მასწავლებელი ასმენინებს აუდიომასალას, ან აჩვენებს ფილმს იმ თემაზე, რაზედაც არის წასაკითხი ტექსტი და აძლევს მსჯელობის საშუალებას;
  • მოსწავლეები წინასწარ შეისწავლიან იმ საკითხებს, რომლებიც საფუძვლად უდევს წასაკითხ ტექსტს (ააქტიურებენ იმას, რაც უკვე იციან, მოიძიებენ და წარმოადგენენ ახალ ინფორმაციას);
  • მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს ტექსტის თემას და ამ თემაზე იმართება დისკუსია, რომელშიც ისინი გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებს (დისკუსია რომ არ ასცდეს წასაკითხი ტექსტის თემას, მასწავლებელი შეკითხვებით აბრუნებს მას სასურველ კალაპოტში);
  • მასწავლებელი მოსწავლეებს სთავაზობს ორ ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებას. მათ უნდა გამოხატონ საკუთარი პოზიცია: რომელს ეთანხმებიან და დაასაბუთონ - რატომ. ტექსტის წაკითხვისას მათ შეუძლიათ შეადარონ საკუთარი პოზიცია ავტორისას;
  • მასწავლებელი აწვდის საყრდენ სიტყვებს ან რამდენიმე ფრაზას და მოსწავლეები უნდა მიხვდნენ, რაზეა ტექსტი;
  • მოსწავლეები წერენ მოთხრობას სათაურზე ან ილუსტრაციაზე დაყრდნობით და შემდეგ ადარებენ ორიგინალს.
აღნიშნული აქტივობებით მოსწავლეები მონდომებით ერთვებიან საგაკვეთილო პროცესში და უფრო მეტად ყურადღებიანი მსმენელები არიან.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება