სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

ჭარბი წონა, ბაქტერიები, სოკოები, ნივთიერებების სისხლზე ზემოქმედება - რა რისკების წინაშე არიან მასწავლებლები
28-07-2022
-
+


მასწავლებლობა რთული და საპასუხისმგებლო პროფესიაა. პედაგოგები მოსწავლეთა განვითარებაზე ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავენ. ისინი, ფაქტობრივად, მთელ თავიანთ ძალასა და ენერგიას სამუშაოს უთმობენ.

ამ პროფესიაში ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები არსებობს. კერძოდ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიმსუქნეა, რასაც სხვა პრობლემებიც თან ახლავს. ამასთან დაკავშირებით, უცხოეთში კვლევა ჩატარდა. ჩვენ სწორედ მის შედეგებს გაგაცნობთ.

სიმსუქნე მთელ მსოფლიოში ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ითვლება. სიმსუქნის გამომწვევი ფაქტორები კალორიული საკვების დიდი რაოდენობით მიღება და ფიზიკური უმოქმედობაა.

მასწავლებლები სამუშაო ძალის ის მნიშვნელოვანი ნაწილი არიან, რომლებიც ჭარბი წონის რისკის ქვეშ არიან. ჩატარებული კვლევის შედეგად, დაადგინეს, თუ რამდენად ხშირია მათში სიმსუქნე და მასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემები.

კვლევისთვის 500 მასწავლებელი გამოიკითხა. გათვალისწინებული იყო ისეთი ფაქტორები, როგორიცაა სიმაღლე, სხეულის წონა და წელის გარშემოწერილობა. მათ წნევაც გაუზომეს. შედეგად, დადგინდა, რომ მასწავლებლების 43.2%-ს - I ხარისხის, 20.4%-ს - II ხარისხის, ხოლო 6.6%-ს  III ხარისხის სიმსუქნე ჰქონდა, რაც მიუთითებს, რომ პედაგოგთან შორის ჭარბი წონა მართლაც მნიშვნელოვანი პრობლემაა.

მის რისკს ისეთი ფაქტორები ზრდის, როგორიცაა ასაკი, წელის გარშემოწერილობა, არაჯანსაღი საკვების მიღება, ფიზიკური უმოქმედობა. კვლევაში ჩართული მასწავლებლების ნაწილს ართრიტი და ჰიპერტენზია აწუხებდა, რაც კვლავ ჭარბ წონასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემებია.

საბოლოოდ, კვლევის შედეგების მიხედვით გაიცა რეკომენდაცია, რომ მასწავლებლები ჯანსაღი ცხოვრების წესით მეტად უნდა დაკავდნენ, რათა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები არ შეექმნათ. ცნობიერების ასამაღლებლად კი სკოლაში სხვადასხვა სახის ტრენინგის ჩატარება ძალიან სასარგებლოა.

გარდა ჭარბი წონისა, ყურადღებას იმ რისკებზე გავამახვილებთ, რომლებიც მასწავლებლებს მუშაობისას შეიძლება შეექმნათ. არსებობს ბიოლოგიური და ქიმიური საფრთხეები. ესენია:

ლაბორატორიებში მუშაობისას სხვადასხვა ნივთიერებების სისხლზე ზემოქმედება. ასევე, ბაქტერიები, სოკოები, ვირუსები, B ჰეპატიტი, C ჰეპატიტი, კორონავირუსი და ა.შ.

გარდა ამისა, საფრთხე შეიძლება გაზებისა და ორთქლის ზემოქმედებამაც შეგიქმნათ, საფრთხილოა აალებად, რეაქტიულ, ფეთქებად ან კოროზიულ ნივთიერებებთან მუშაობა.

ყველა ზემოთჩამოთვლილი ქიმიური და ბიოლოგიური რისკის თავიდან ასაცილებლად აუცილებელი, რომ მუშაობისას შესაბამისი ნორმები დაიცვათ და პირველ ყოვლისა, საკუთარ ჯანმრთელობას გაუფრთხილდეთ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება