| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წერითი დავალება „რაფთ“ დიფერენცირების ეფექტური საშუალებაა. ის გულისხმობს მოსწავლის გააზრებულ არჩევანს წერითი დავალების შესრულებისას.
განმავითარებელი შეფასებისა და დიფერენცირებული სწავლების სახელმძღვანელოს თანახმად, „რაფთ“ სახელწოდება შემდეგი სიტყვების ერთობლიობას ნიშნავს: როლი (ვისი პერსპექტივიდან წერს ავტორი? ვინ წერს?); აუდიტორია (ვისთვის იწერება?); ფორმა (როგორია ნაწერის ფორმა?); თემა (რა თემას ეხება ნაწერი?).
მასწავლებელს შეუძლია სთხოვოს მოსწავლეებს, დაფიქრდნენ შესასწავლი მასალის შინაარსზე და მოემზადონ წერითი დავალების შესასრულებლად. თუმცა, ვიდრე წერას დაიწყებენ, მათ უნდა გადაწყვიტონ, ვის როლს მოირგებენ, ვისი პოზიციის გამოხატვას შეეცდებიან საკუთარი ნაწერით. ამის შემდეგ მოსწავლემ უნდა შეარჩიოს აუდიტორია, რომელსაც მიმართავს. როლისა და აუდიტორიის შერჩევის შემდეგ, მოსწავლე გადაწყვეტს, რა ფორმით სურს სათქმელის გამოხატვა და კონკრეტულად რომელ თემაზე სურს აქცენტის გაკეთება.
„რაფთ“ არის წერითი დავალების შესრულების შემოქმედებითი სტრატეგია. იგი იძლევა დიფერენცირებული სწავლების მიდგომების გამოყენების შესაძლებლობას. მისი გამოყენებით მოსწავლე საკუთარ თავს მოარგებს კონკრეტულ როლს და ურთიერთობას ამყარებს მის მიერ შერჩეულ კონკრეტულ აუდიტორიასთან, რაც მასწავლებელს შესაძლებლობას აძლევს, შეაფასოს მოსწავლის რეალური გამოცდილება, ცოდნა და შეხედულებები გარკვეულ საკითხებზე. მოსწავლეები მეტი ენთუზიაზმით და ხალისით ერთვებიან ისეთ სამუშაოში, რომელიც მოსწავლეთა ინტერესებს ითვალისწინებს.
„რაფთ“-ის გამოყენება შესაძლებელია ყოველთვის, როცა მასწავლებელი საჭიროდ ჩათვლის წერითი დავალების მიცემას მოსწავლეებისთვის. მიზანი შეიძლება იყოს მოსწავლეების განვითარება გარკვეული მიმართულებით, პროექტის შეჯამება, ან უბრალოდ გამოყენებული იყოს, როგორც სახალისო, დამაინტერესებელი აქტივობა.
„რაფთ“ წერითი დავალება მოსწავლეებმა შეიძლება შეასრულონ გაკვეთილზე ან მის შემდეგ, როგორც საშინაო დავალება. მასწავლებელმა უნდა წაახალისოს მოსწავლეები, მოიძიონ ინფორმაცია ვებგვერდებზე, ჟურნალებში, გაზეთებსა და წიგნებში. გარდა იმისა, რომ ეს ინსტრუმენტი დიფერენცირების კარგ შესაძლებლობას იძლევა, მისი გამოყენებით მასწავლებელს შეუძლია შეაფასოს როგორც მოსწავლეთა წინარე ცოდნა, ისე თემის შესწავლის პროცესში მოსწავლის მიერ საკითხის გაგებისა და გაანალიზების ხარისხიც.
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
აპლიკანტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე შეუძლიათ - გამოცდა NAEC-ში 24 და 25 ოქტომბერს ჩატარდება
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“
დღესასწაული მთელ სასკოლო საზოგადოებას და არაერთ აქტივობას აერთიანებს
პანაშვიდის შემდეგ თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის, ხელოვნების სკოლისა და ბორითის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს მერაბ კოსტავასადმი მიძღვნილი მხატვრული შემოქმედება
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბება“
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება