სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩემი რჩევაა გამოცდებზე მაქსიმალურად თავდაჯერებულები იყვნენ“- ლომანაურის საჯარო სკოლის დირექტორი იმედა მუკუტაძე გამოცდებზე გამსვლელებს რჩევებს აძლევს
29-06-2022
-
+


მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთათვის გამოცდები 6 ივლისს ხოლო, ერთიანი ეროვნული გამოცდები 4 ივლისს იწყება. საგამოცდო პერიოდის მოახლოებასთან ერთად საინტერესოა, რას ურჩევენ გამოცდებზე გამსვლელთ დირექტორები, რათა საკუთარი ცოდნა მაქსიმალურად გამოამჟღავნონ და სასურველი შედეგი დადონ.

სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით etaloni.ge შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ლომანაურის საჯარო სკოლის დირექტორ იმედა მუკუტაძეს დაუკავშირდა.

იმედა მუკუტაძემ აღნიშნა, რომ მასწავლებელთა გამოცდაზე მისი სკოლიდან 6 პედაგოგი გადის და თითოეული მათგანის წარმატების იმედი აქვს:

„ჩემი სკოლიდან სტატუსის გარეშე სულ 6 პედაგოგია და ყველა მათგანი გამოცდებზე დარეგისტრირებულია. ჩემი რჩევა იქნება, რომ გამოცდებზე მაქსიმალურად თავდაჯერებულები იყვნენ, მანამდე კი იშრომონ და ყველა რესურსი გამოიყენონ. ვფიქრობ, იმ დიდ გამოწვევას, რაც მასწავლებელთა საგნის კომპეტენციის დადასტურება ჰქვია წარმატებით გადალახავენ. მოგეხსენებათ, მაღალმთიან აჭარაში ვცხოვრობთ და შეძლებისდაგვარად თითოეული მათგანი მაქსიმალურად ემზადებოდა გამოცდებისთვის, გადიოდნენ ტრენინგებს. ყველა რესურსს მაქსიმალურად შესაძლებლობების ფარგლებში იყენებდნენ. ვიმედოვნებ, ახალი სასწავლო წლიდან ჩემს მასწავლებლებს კიდევ რამდენიმე უფროსი სტატუსის მქონე შეემატება“.

ლომანაურის საჯარო სკოლა საბაზო საფეხურის გახლავთ და მეცხრე კლასის დამთავრების შემდგომ მოსწავლეები გოგინაურის საჯარო სკოლაში გადადიან. იმედა მუკუტაძემ აღნიშნა, რომ მისი სკოლის კურსდამთავრებულების სჯერა და როგორც ახალ სკოლაში, ასევე ერთიან გამოცდებზეც ლომანაურის სკოლას ასახელებენ:

„ჩვენი სკოლა საბაზო საფეხურისაა და აქედან გასული მოსწავლეები გოგინაურის საჯარო სკოლას ეკუთვნიან. იმდენად ერუდირებული და განათლებული ახალგაზრდობა მოდის, რომ რჩევა ძნელია. საბაზო საფეხურის კურსდამთავრებულები ვინც იყვნენ - 6 მოსწავლე, ვფიქრობ, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე შესაბამის შედეგს დადებენ, რადგან თითოეულში სათანადო რესურსს ვხედავ. მჯერა, ექვსივე მათგანი სტუდენტი გახდება. ჩემს მოსწავლეებს მეცხრეკლასელებსაც და აბიტურიენტებსაც ვურჩევ ძალიან ბევრი იშრომონ, რათა ის შრომა, რასაც პედაგოგები სწევენ სათანადოდ დაუფასონ მათაც და საკუთარ თავებსაც. ყველას ვუსურვებ წარმატებას“.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

დეკემბრის გამოცდებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ცნობილია

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
წელსაც, სკოლამ ტრადიციას არ უღალატა
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება