| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N219 საჯარო სკოლის პირველკლასელთა სასკოლო ცხოვრებას კიდევ ერთი განსაკუთრებული და დაუვიწყარი დღე შეემატა.
ანბანის ჯადოსნურ სამყაროში პატარებს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნანა ქაცანაშვილი შეუძღვა და მათ ცოდნისა და განათლების უსასრულო სამყაროს კარი გაუღო.
„ანბანის შემობრძანება“ თითოეული პირველკლასელისთვის განსაკუთრებული მოვლენაა - დღე, როდესაც ასო-ბგერები ცოცხლდებიან, სიტყვებად ერთიანდებიან და ბავშვებს წიგნიერების საოცარ სამყაროს აზიარებენ.
„გზა ცოდნისკენ ქართული ანბანით იწყება!“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს საანბანო პერიოდის დაწყებას ულოცავენ.
„ეს მხოლოდ ასოების გაცნობა არ არის... ეს პირველი ნაბიჯია დიდი აღმოჩენებისკენ, პირველი დამოუკიდებლად წაკითხული სიტყვებისკენ, ახალი ცოდნისა და წარმატებებისკენ მიმავალ გზაზე.
განსაკუთრებული სიხარულით ვულოცავთ ჩვენს პატარა მოსწავლეებს ამ მნიშვნელოვან დღეს! ვუსურვებთ, რომ ქართული ანბანის სიყვარული მათ წიგნის, მშობლიური ენისა და ცოდნის სიყვარულად ექცეთ.
მადლობა ნანა ქაცანაშვილს იმ სიყვარულისთვის, სითბოსა და მონდომებისთვის, რომლითაც ბავშვებს ცოდნის პირველ ნაბიჯებს აზიარებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას