სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

3 პრობლემური საკითხი სკოლებში, რომლებზეც მასწავლებლები ხმამაღლა არ საუბრობენ
23-07-2022
-
+


სკოლაში დასაქმება ბევრი ადამიანის ოცნებაა, რადგან ერთი შეხედვით, მასწავლებლობა ერთ-ერთი საინტერესო პროფესიაა.

ბოლო წლების განმავლობაში პედაგოგის პროფესია უფრო და უფრო პრესტიჟული ხდება, ამის მიზეზი კი სტაბილური შემოსავალი, პროფესიული წინსვლის საშუალება და ნორმალური სამუშაო პირობებია. თუმცა არის კი მასწავლებლობა ასეთი იდეალური?! თუ შიდა სამზარეულოში ჩავიხედავთ, შესაძლოა ყველაფერი სულ სხვანაირად გამოჩნდეს.

სკოლებში ბევრი ისეთი რამ ხდება, რომლებზეც ღიად და ხმამაღლა არავინ საუბრობს, თუმცა etaloni.ge-სთან პირად საუბრებში მასწავლებლები გულდაწყვეტილები გვიყვებიან კოლეგიალობის პრობლემაზე. თითქოს გაუგებარია, რა მიზეზით უნდა უპირისპირდებოდნენ პედაგოგები ერთმანეთს? რა შემთხვევაში იკვეთება ზღვარი და ჩნდება კოლეგიალობის პრობლემა?

კონკურენცია - ერთი და იმავე საგნის პედაგოგების ნაწილი ერთმანეთს კონკურენტად აღიქვამს. ამას ორი მიზეზი აქვს. პირველი - თითოეულს სურს, რომ სკოლაში საუკეთესოდ აღიქვამდნენ და ცდილობენ, კოლეგაზე უკეთესები გამოჩნდნენ და მეორე - მასწავლებლები, ამავე დროს, რეპეტიტორები არიან და სწორედ ამიტომ, რეპუტაციაზე ორმაგად ზრუნავენ. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებმა მათთან მომზადება მოისურვონ და ე.წ. კონკურენტი პედაგოგი არ აირჩიონ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჯანსაღი კონკურენცია ოპონენტებს ავითარებს კიდეც, მაგრამ სამწუხაროდ, ისეც ხდება, რომ კოლეგები თავის დამკვიდრებასა და „ქულების დაწერას“ სხვისი რეპუტაციის შელახვით ცდილობენ.

სტატუსი - მორიგი დაპირისპირების საგანია მასწავლებლებს შორის, მითუმეტეს თუ ის კრედიტების დაგროვებითაა მოპოვებული. მიუხედავად იმისა, რომ კრედიტების საშუალებით სტატუსის მოპოვება მასწავლებლებს თავად სამინისტრომ მისცა, პედაგოგები, რომლებმაც კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდა წარმატებით ჩააბარეს, „ერთკრედიტიან“ და ამავდროულად, სტატუსიან მასწავლებლებს თანასწორად არ თვლიან, რადგან მათ საგანში, რომელსაც ასწავლიან კომპეტენცია ვერ დაადასტურეს. მეორე მხრივ, ის მასწავლებლებიც ხდებიან ბულინგის მსხვერპლი, რომლებიც სტატუსის ამაღლებასა და პროფესიულ წინსვლაზე ზრუნავენ, ასეთი პედაგოგები ამბიციურებად ითვლებიან და თითქოს ყველა ელოდება, როდის „წამოკრავენ ისინი ფეხს“ და დამარცხდებიან.

საათების განაწილება - ეს საკითხი ყოველი სასწავლო წლის დაწყებამდე დაპირისპირების საგანია. მიუხედავად იმისა, რომ სტატუსის დანამატის მისაღებად საგნის პედაგოგებისთვის 15 საათია საკმარისი, დაწყებითის მასწავლებლებისთვის კი - 13, პედაგოგებს ყოველთვის სურთ, მეტად დაიტვირთონ, რათა ანაზღაურებაც მეტი ჰქონდეთ. სწორედ ამიტომ, საათების განაწილება ხშირად ხდება კოლეგებს შორის განხეთქილების მიზეზი. ზოგიერთ სკოლაში ამ პრობლემას ისაც ამწვავებს, რომ დირექცია ერთპიროვნულად წყვეტს, ვის რამდენ საათს მისცემს.

ჩამოთვლილი პრობლემები, რა თქმა უნდა, ყველა სკოლაში თანაბარი სიმწვავით არაა, არც ყველა მასწავლებელია არაკოლეგიალური, თუმცა ფაქტია, რომ აღნიშნული თემები სკოლებისთვის უცხო არაა და ზოგიერთი, ჩამონათვალში, საკუთარ სამუშაო გარემოს ამოიცნობს.

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

პიროვნება
სკოლები
ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებმა გაიღრმავეს ცოდნა ეროვნული მემკვიდრეობისა და ქართული ხუროთმოძღვრების შესახებ
 
„წარმატებებს გისურვებთ შემდგომ ეტაპზე! გვჯერა, კვლავაც გაგვახარებთ“
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება