სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლების ორ ახალ გამოცდასთან დაკავშირებით შეხვედრა ჩატარდება - დეტალები
14-06-2022
-
+


მასწავლებელთა დიდი ინტერესის გათვალისწინებით, 17 ივნისს, 15:00 საათზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით კიდევ ერთი ონლაინ ღია კარის დღე ჩატარდება, რომელიც აზერბაიჯანული ენისა და სომხური ენის პედაგოგთა საგნის გამოცდას მიეძღვნება.

შეხვედრა ტრადიციულად Microsoft Teams-ის პროგრამის საშუალებით ჩატარდება. ორი ახალი გამოცდის შესახებ მასწავლებლებს შესაძლებლობა ექნებათ დასვან კითხვები  და მიიღონ ამომწურავი პასუხები შესაბამისი საგნობრივი ჯგუფის წარმომადგენლებისგან. 

შეგახსენებთ, რომ ქართულენოვანი სკოლების მასწავლებელთა გამოცდისაგან განსხვავებით, არაქართულენოვანი სკოლების მშობლიური ენისა და ლიტერატურის პედაგოგთათვის ამგვარი ტესტირება ჩვენს ქვეყანაში 2022 წელს პირველად ჩატარდება.

ორივე ენისა და ლიტერატურის პედაგოგთა საგნის გამოცდასა და პროფესიული კომპეტენციის დამადასტურებელ ტესტირებაზე შემოწმდება:

  • სასწავლო გეგმის ძირითადი მოთხოვნების ცოდნა;
  • საგნის სწავლებისათვის აუცილებელი ლინგვისტური და ლიტერატურული მასალის ცოდნა;
  • მოსწავლის ცოდნისა და უნარის გაზომვა შეფასების სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით;
  • უცნობი ტექსტის გააზრებისა და ანალიზის უნარი;
  • კრიტიკული აზროვნების უნარი;
  • წერის კულტურა.

იხილეთ შეხვედრაზე დასასწრები ბმული.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება