სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

როგორ უნდა დაამრგვალოთ საერთო საფეხურისა და წლიური ნიშნები - ინსტრუქცია პედაგოგებისთვის
14-06-2022
-
+


2021-2022 სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება და სულ უფრო აქტუალური ხდება ნისწავლეთა წლიური ნიშნების საკითხი. როგორც ოფიციალურ დოკუმენტშია აღნიშნული, საერთო წლიური ნიშანი ერთი ნიშნით უნდა გამოიხატებოდეს. ამ ნიშნის გამოთვლა კი ხდება შემდეგი ფორმულით: ვიღებთ ყველა საგნის წლიურ ნიშანს, ვაჯამებთ და ვყოფთ ნიშნების საერთო რაოდენობაზე.

საერთო წლიური ნიშანი მრგვალდება ათეულის სიზუსტით (მაგალითად, 7.14 მრგვალდება 7.1-ზე, 8.15 მრგვალდება 8.2-ზე, ხოლო 9.27 მრგვალდება 9.3-ზე).

სკოლამ უნდა გადაწყვიტოს თუ რას აკეთებს იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე საგანში მოსწავლე ტრიმესტრის განმავლობაში არ არის შეფასებული. შესაძლებელია მოსწავლეს ამ ტრიმესტრში ჩაეთვალოს ნული, საგნის ან საერთო წლიური ნიშნის გამოყვანისას. შესაძლებელია სკოლამ დაავალდებულოს მოსწავლე დავალებების ნაწილი აანაზღაუროს, ზაფხულის განმავლობაში აღიდგინოს და სხვ. ამასთან, საშუალო საფეხურის მოსწავლის მიერ არასაპატიო მიზეზით კონკრეტული საგნისთვის 1 სასწავლო წლის მანძილზე გათვალისწინებული საათების 1/5-ის გაცდენის, ან  საპატიო მიზეზით  1 სასწავლო წლის მანძილზე გათვალისწინებული საათების 1/2-ის გაცდენის შემთხვევაში, ამ მოსწავლისთვის სკოლას სასწავლო წლის ბოლოს არ გამოყავს საერთო წლიური ნიშანი. ამ შემთხვევაში სკოლას მოსწავლის საერთო წლიური ნიშანი გამოყავს მოსწავლის მიერ შესაბამისი საგნის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ექსტერნატის გამოცდის წარმატებით დაძლევის შემდეგ ექსტერნატის გამოცდის შეფასების გათვალისწინებით. საბაზო საფეხურის მოსწავლის მიმართ ამ წესის გავრცელების საკითხი და მისი გავრცელების შემთხვევაში  მოსწავლის შეფასების წესი დგინდება სკოლის მიერ სასწავლო წლის დასაწყისში.

რაც შეეხება საერთო საფეხურის ნიშანს, ის გამოითვლება იმავე პრინციპით, როგორც  საერთო  წლიური ნიშანი, ანუ ვაჯამებთ საფეხურის მანძილზე ნასწავლი თითოეული საგნის წლიურ ნიშნებს (მათემატიკა მე-10 კლასი, ქართული მე-10 კლასი, მათემატიკა მე-11 კლასი, ქართული მე-11 კლასი და ა.შ.) და ვყოფთ ნიშნების საერთო რაოდენობაზე,  გამოვთვლით საშუალო არითმეტიკულს. საერთო საფეხურის ნიშანი მრგვალდება ათეულის სიზუსტით (მაგალითად,6.55 მრგვალდება 6.6-ზე, 7.58 მრგვალდება 7.6-ზე, ხოლო 9.43 მრგვალდება 9.4-ზე). აღნიშნულიდან გამონაკლისს წარმოადგენს შემთხვევა, როცა ნიშანი, რომელიც მეტია 5.0-ზე და ნაკლებია 5.1-ზე მრგვალდება 5.1-მდე.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება