სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„დამნაშავეა უნივერსიტეტიც და სტუდენტთა ნაწილიც... არ მინდა ვიფიქრო, რომ ფილოლოგები მხოლოდ წიგნებში არჩევენ შავსა და თეთრს“
13-06-2022
-
+


ბოლო პერიოდში, თსუ-ში განვითარებულმა მოვლენებმა მასშტაბური და ნაწილობრივ ძალადობრივი სახე მიიღო - სტუდენტები საერთო საცხოვრებლის მოწესრიგებას და გამოცდების ოლაინ-ფორმატში ჩატარებას ითხოვენ. რთულია თქმა - სად გადის აქ ზღვარი სამართლიანობასა და ძალადობას შორის, თუმცა ისიც ფაქტია, რომ განათლების სამინისტრომაც დაგმო სტუდენტთა ძალადობრივი ქმედებები რექტორატის მიმართ. ნინია ყოჩიაშვილი, თსუ-ს კურსდამთვრებული, დედაუნივერსიტეტში მომხდარ ამბებს სოციალური ქსელით ეხმაურება და მის მოსაზრებას უცვლელად გთავაზობთ:

„დამნაშავეა უნივერსიტეტი, რომელმაც თავიდანვე არ გაითვალისწინა სტუდენტების სამართლიანი მოთხოვნა.

დამნაშავეა სტუდენტთა ის ნაწილი, რომელმაც გუშინ ლექტორებსა და პერსონალზე ფიზიკურად იძალადა.

დამნაშავეები არიან ის ადამიანები, რომლებიც ახლა მათ იცავენ და ამბობენ, რომ გაამწარეს ღარიბი სტუდენტები და, აბა, რა ეგონათო. წარმოუდგენელ რამეს ამბობთ, მეგობრებო. მარტო იმ ძალადობას ამართლებს რამე, რომელსაც თქვენ ემხრობით? პლატონ სამანიშვილი სიღარიბემ არ აქცია მოძალადედ? ამის გამო რომელიმეს თვალი დაგიხუჭავთ მის მოძალადეობაზე? ეს მაგალითი იმიტომ მომყავს, რომ ძირითადად ფილოლოგების პოსტები შემხვდა, რომლებზეც არ მინდა ვიფიქრო, რომ მხოლოდ წიგნებში არჩევენ შავსა და თეთრს, შავსა და ნაცრისფერს, შავსა და შავს.

დაბოლოს, ახლანდელი მოთხოვნა - გამოცდების დისტანციურად დაწერა - არ მიმაჩნია ისეთ აუცილებლობად, რომ ამის გამო პროფესურის ცემისა და გათრევის გამართლების სურვილი უჩნდებოდეთ“.

იხილეთ ასევე:

განათლების სამინისტრო თსუ-ში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და პროტესტის გამოხატვის ძალადობრივ ფორმებს გმობს

სტუდენტების საქმე გადაეცემა ეთიკის კომისიას - თსუ-ს განცხადება

გამოცდებისას სტუდენტები საერთო საცხოვრებელში უფასოდ დარჩებიან - თუს-ს განცხადება 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება