სიახლეები
სკოლები

დისველის საჯარო სკოლის პედაგოგი ნინო დოხტურიშვილი მორიგ ემოციურ ნოველას გვიზიარებს
10-06-2022
-
+


ასლან შაინიძის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველის საჯარო სკოლის პედაგოგი ნინო დოხტურიშვილი თავის ემოციურ ნოველას გვიზიარებს. 

მისი მთვარი გმირი მასწავლებელი, სახელად ნათიაა. წლების შემდეგ მოსწავლეები პედაგოგის ამაგს სათანადოდ აფასებენ და ეხმარებიან. 


„მწვანე ფერებში შეღებილი სკოლის კედლები, ზღაპრულ სამყაროს მოგაგონებდათ, სადაც გაზაფხულის სიცხადე და ცოდნის ძალა მზის სხივების სიმძლავრით ერწყმოდა დედაენასავით აღქმულ გარემოს... სასიამოვნო  ალმური დაჰკრავდა ცოდნის კერას, რომლის სისადავეც ერთობ სიამოვნებას ჰგვრიდა მნახევლს.

გაკვეთილის მსვლელობის პროცესში, უფროსკლასელები სკოლის დერეფანში ცხარედ კამათობდნენ....

 - მოდი, სკოლის კედლები  შავი საღებავით გადავღებოთ, ვერც ვერავინ გაიგებს და ჩვენც არაფერი დაგვბრალდება.

- სამაგიეროდ, ნათია მასწავლებელს „შეაწმენდენ“ ხელებს, დღეს  მორიგეა!

- იცი რას გეტყვი?! მეც ეგ მინდა! დაისაჯოს ისე, როგორც იმსახურებს, ამოვიდა ყელში.

 - რა გინდა მაგ გოგოსგან?

- არ „მევასება“!

- რატომ?

- ნამეტანი „კეთილის“ როლს თამაშობს.

-აბა „ბოროტება“ რა ნაყოფს გამოიღებს?

- სიკეთე, თანაგრძნობა, სიყვარული არ არსებობს! მაგას მაშინ მიხვდები, როდესაც ერთ ღამეს ჩემი ოჯახის  ჭერქვეშ გაატარებ, დაინახავ მამაჩემის დაუნდობელ მზერას, ძალადობის კვალს, მრისხანებას და ბოლოს ცრემლებს, რომელიც არავის ანაღვლებს, უტყვი კედლების გარდა.

- არც შენ?

- უკვე აღარც მე, ყველაფერმა  შეგუება იცის!

ელენეს გაოცებისაგან ენა ჩაუვარდა, თითქოს სათქმელი დარდად  შემოაწვა და ხმის ამოღების საშუალებას არ აძლევდა.

- მიდი, აიღე „კრასკა“ და მიასხი კედელს!

 - არა-მეთქი, არა!

- წადი მაშინ, რას მომსდევდი?!

- ვიფიქრე, რომ ერთხელ ცხოვრებაში გონივრულად მოიქცეოდი და შენს მიერ გადადგმულ ნაბიჯს სიკეთის სახეს მისცემდი!

- სწორედ ამას ვაპირებ ახლა...

 - ეს სიამოვნება დიდი ხნით  გამყვება.

- აბა ჰე, გაიქეცი შენს „სოროში“, მე ჩემს საქმეს მივხედავ , უსუსური ყოფილხარ !

ელენე ცრემლნარევი თვალებით გამოემართა საკლასო ოთახისკენ. ზანტად განიზრახა კუთვნილი ადგილის დაკავება, თუმცა უშედეგოდ.  ნათია მასწავლებლი მიუხვდა განზრახვას და ძალიან ფრთხილად შეეკითხა უხასიათობის მიზეზი.

- არაფერია მასწავლებელო ,უეცრად თავი ამტკივდა, გამივლის.

- წამალი გინდა, ელე?

- არ შეწუხდეთ, გმადლობთ...

- გასაგებია... თუ არ გაგივლის, მითხარი და ტკივილგამაყუჩებელს მოგცემ.

- მადლობა, ნათია მასწავლებელო!

 ამას ზიანი როგორ უნდა მიაყენო?! - გოგონამ გაფიქრება ძლივს მოასწრო, რომ სკოლის დერეფნიდან დირექტორის ხმამაღალი საუბრი  შემოესმა.

 - რა ხდება, ეს რა უბედურებაა, რატომ არ უფრთხილდებით სკოლის ინვენტარს? თქვენ არაფრის ღირსი არ ხართ!

ნათიამ უმალ მიატოვა კლასი და დაბნეული გარეთ გამოემართა.

- რა ხდება, ქალბატონო ირინა?

- რა უნდა ხდებოდეს შე ქალო?! ხომ შეიძლება შენი მორიგეობის დღეს აკონტროლო ვითარება?!

- მაგრამ?...

- რა მაგრამ რა?? აი, ხედავ ახლადშეღებილი კედლები არ  მოეწონათ ჩვენს პატივცემულ მოსწავლეებს და  თავის გემოზე გადაღებეს.

ნათია შეკრთა ამ ენითაღუწერელი ბოროტების შემხედვარე...

- კი, მაგრამ... როგორ...? რატომ??

ელენე გაოცებული უყურებდა სრულ ვანდალიზმს, რომლისთვისაც გამართლება შეუძლებელი იყო...

აღარ მინდა ამის  ყურება, სანამ ცუდად არ გავმხდარვარ, სჯობს კაბინეტში დავბრუნდე და შენც იქ გელოდები - ტონი კლდესავით მტკიცე და შეუვალი იყო.

ახალგაზრდა ქალმა დირექტორს დასტურის ნიშნად თავი დაუქნია და დარცხვენილი აუყვა კიბეებს.

იმ დღეს, ნათიამ მკაცრი გაფრთხილება მიიღო! მაგრამ ეს არაფერი იყო იმასთან, რაც ნათლად მოასწავებდა ამ ფაქტის განზრახ ჩადენისკენ. ისაც მკაფიოდ გაიაზრა, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ამ ყველაფრის ავტორი... არაფერი აწუხებდა იმაზე მეტად, რასაც  ეს ბოროტება მოასწავებდა.

მეორე დღეს სკოლის კარებთან ბავშვების ჩოჩქოლი ატყდა, მოსწავლეები იდგნენ და ინტერესით შესცქეროდნენ დიდი ასოებით შესრულებულ ხელნაწერს...  არც კი ჩქარობდნენ სასწავლო პროცესის დაწყებას, ერთი წამით ვერ აშორებდნენ თვალს გულწრფელობის სიტყვებით  გადმოცემულ წერილს.

 „გამარჯობა, მეგობარო, ახლობელო, ძვირფასო მოსწავლე!

დიდი მადლობა, რომ გამოიჩინე ადმიანობა და სკოლის ყველა კედელი არ შელახე. დიდი მადლობა, რომ ნათლად დამანახე ჩემი შეცდომა, რამაც შენ აქამდე მიგიყვანა. დიდი მადლობა გრძნობების ასე მკაფიოდ გადმოცემისთვის, ალბათ, რაღაც გტკიოდა და გაწუხებდა, განცდებს გულის სიღრმეში ვეღარ იტევდი და ასეთი მოქმედებით განიზრახე შენი ემოციების გამოვლენა! მაპატიე ,რომ აქამდე ვერ მიგიხვდი გულის ნადებს, მაპატიე, ყველა იმ გარემოებისთვის, რამაც გაუთვითცნობიერებლად მიგიყვანა აქამდე . დარწმუნებული ვარ, შენში დევს იმ დიდი სიყვარულის მარცვალი, რომელსაც ადმიანობა ჰქვია. სწორედ მაგ მარცვლის გაღვივებაში მიუძღის წვლილი შენი სკოლის ნავსახყუდელს. იცოდე, რომ მე შენ ძალიან მიყვარხარ და უდიდეს პატივს გცემ! ყველაფერი გაივლის, დალაგდება და შენც მოგიშუშდება ცხოვრებისგან მიყენებული ჭრილობები... არ იდარდო, ჩემი ხარჯებით ყველაფერს მოვაგვარებ და ჩვენი სკოლის კედლებიც ძველებურ ხიბლს დაიბრუნებენ. მთავარია, ახლა შენ ხარ და შენი დიადი სული...იცოდე, რომ ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები, როგორც არ უნდა გიჭირდეს!

პატივისცემით, ნათია მასწავლებელი!“

ბავშვები გაოგნებულები უყურებდნენ ამ დიდსულოვნებით განმსჭვალულ ჩანაწერს. მათ შორის იყო ალეკოც, რომელსაც ვერ გაეგო ამ წერილის არსი... იმ წუთას ჩაუქრა მრისხანება და სრულიად განსხვავებული გრძნობით შეხედა გარემოს!

„ალბათ, ზედმეტი მომივიდა“- გაიფიქრა ალეკომ და თავჩაქინდრული გადალახა სკოლის კარის ზღურბლი...

                                ---------------------------------------

აგვისტოს მცხუნვარე მზეს ჩიტების ჭიკჭიკი აკრთობდა. შინ თუ გარეთ, გაუსაძლისი ბუქი იდგა, რის გამოც სრული უჰაერობა სუფევდა!

 - დედა, როგორ ხარ?

 - კარგად - ამ სიტყვებს ქალბატონმა დიდი  ტკივილი ამოაყოლა, რაშიც მთელი მისი განცდა იყო გამოცემული.

გოგონამ სინანულისგან თავი ჩაქინდრა და ცრემლმორეული აივნისკენ გამომერთა.

- შვილო - ავადმყოფის უცაბედმა დაკივლებამ მკვირცხლად შეაბრუნა სახლის გახემებული კედლებისკენ.

- სასწაფოს გამოუძახე, არ მინდა ჯერ სიკვდილი!.

ქალი ტკივილებისგან მხეცივით მძინვარებდა ,ადგილს ვერ პოულობდა.... აქეთ-იქით ენაცრხებოდა სიმშვიდის მოსაპოვებლად! ამის შემხედვარე გოგონამ უმალ აკრიფა სასწაფო დამხარების ნომერი და ექიმებს მოუხმო... გაუსაძლისი ტკივილებით გადაიყვანეს საავადმყოფოში უკვე ხანშიშესული ნათია მასწავლებელი, თუმცა დერეფანში ქალიშვილს მოულოდნელად ფორმალური დეტალების ჩანიშვნა მოუწია, რამაც იძულებლი გახადა, წამით ყურადღება მოედუნებინა. დროებით გადაერთო საბუთების დასტაში. რომ გამოერკვია, მაშინ დედა სამედიცინო პერსონალს საოპერაციო პალატაში ჰყავდა გადაყვანილი.

თეთრადგადაღებილ გაყინულ დერეფანში, სკამზე ფოთლივით მისავათებული დაესვენა ნანა. გახემებული უყურებდა კედლის ერთ წერტილს და სანამ არსებული ვითარების გააზრებას სცდილობდა, იქამდე ექიმმა შეააწყვეტინა ფიქრის ძაფი.

მოგესალმებით, მე ექიმი გახლავართ, პირველ რიგში, გეტყვით, რომ ძალიან ცუდად გამოიყურებით. ახლა თავს თუ არ აიყვანთ ხელში და სიმშვიდეს არ შეინარჩნებთ, ვერ გადალახავთ იმ სირთულეებს, რაც  მომავალში მოგელით. თქვენს მშობელს სასწარფოდ გულის გადანერგვა სჭირდება, ძალიან რთულ მდგომარეობაშია, უკიდურეს ტკივილებს განიცდის. ან როგორ გასძლო აქამდე მკურნალობის გარეშე, გულწრფელად გითხრათ, მიკვირს! მოკლედ, გადანერგვას და დონორის მოძიებას საკმაოდ დიდი ფინანსები სჭირდება, გირჩევთ, რომ  იზრუნოთ ამაზე! სხვა შემთხვევაში პაციენტის მდგომარეობა დამძიმდება.

ბოდიში გუწრფელობისათვის, მაგრამ ასეთი გადადგმული ნაბიჯი მეტად სასარგებლო იქნება თქვენი ოჯახისთვის!

ნანა გაოგნებული უყურებდა ექიმს და ვერ მიმხვდარიყო, როგორ უნდა გადაეჭრა პრობლემა.

გოგონა გარეთ შეშინებული და ფერმკრთალი გამოვიდა, გაურკვეველი  აზრები უტრიალებდ გონებაში, მაგრამ მოულოდნელმა ხმამ გამოარკვია ფიქრებიდან და წამით დააბრუნა რეალურ სამყაროში!

 - ნანა, როგორ ხარ? როგორ არის  ჩვენი ნათია მასწავლებელი??

გოგონამ სევდიანი მზერა მიაპყრო  მომხვდურს და დედის გახსენებაზე ცრემლები ვერ შიკავა...

- რა მოხდა? გამაგებინე!

- დედა ცუდად არის, დედას ვერ ვშველი, სასწარფოდ გულის გადანერგვა სჭირდება, ღმერთო დამეხმარე, გადმოგვხედე ღმერთო .

 მომხვდური მიუხვდა გოგონას გაჭირვებას. დაამშვიდა, დააწყნარა და სახლამდე მიაცილა, ანუგეშა „ყველაფერი უფლის ნებააო“ დასძინა და სახლისკენ მიმავალ გზას გაუდგა...

მეორე დილით ნანა მძიმედ ადგა საწოლიდან, ხელი ზანტად წაავლო ტანისამოს, უნიათოდ შეიმოსა და ისე, რომ სარკეშიც კი არ ჩაუხედავს. გამოუძინებელი, ჩაწითლებული, დაღლილი, თვალებით გაემართა მშობლისაკენ.

კიბეებზე ნაცნობი სიხარულით აღსავსე სახე დალანდა,  ექიმის კმაყოფილი გამომეტყველება საშინლად არ მოეწონა, მისალმებასაც კი მოერიდა და ნაბიჯს აუჩქარა...

-  გოგონა, გამარჯობა, მეჩვენება თუ ჩემზე ხართ გაბრაზებული??

- არა, რას ბრძანებთ? - სახეზე არც კი შეუხედავს ისე განაგრძო  გზა..

- მაშინ, ჩაულაგეთ ყველა საჭირო ნივთი დედათქვენს, თურქეთში გადაგვყავს სამკურნალოდ!

ნანამ გაოგნებული მზერა მიაპყრო ექიმს.

- დიახ, დიახ! რაოდენაც გასაკვირი არ უნდა იყოს, მკურნალობის თანხა მთლიანად დაფარულია.

- ვინ ?ენა დაება სიხარულისგან ქალიშვილს...

- მაგის თქმის უფლება არ მაქვს, სიტყვას ვერ გავტეხ! თუმცა, რა მნიშნელობა აქვს, ეს ხომ ღვთის წყალობაა, რომელსაც სარჩულად ადამიანის სიცოცხლე  უდევს.

იმდღესვე მოამზადეს ყველაფერი, რაც ნათია მასწავლებლისთვის აუცილებლობას წამოადგენდა...

გზად დამშვიდებული გულით გაემართნენ, შიგადაშიგ ნანა დედას გადახედავდა ხოლმე კმაყოფილი სახით , ნათია მასწავლებელიც ვერ მიმხვდარიყო, ვის  შეეძლო ამხელა თანხის უანგაროდ შეწირვა უცნობი ადმიანისთვის!

აეროპორტში შესვლისთანავე ხალხმრავლობა შენიშნეს, დაცვის პოლიცია სიმწრით ირიდებდა ემოციებით აღსავსე ახლგაზრდობას.

 - მეგობრებო, გამაგებინეთ ვის ელოდებით? შეწუხდა ხალხი თქვენი ხმაურით!

ავტომობილიდან გადმოსული ნანა და ექიმი გაკვირვებული უყურებდნენ არსებულ ვითარებას.

 „ნუთუ ფრენა გადაიდო და საქართველოში დავრჩებით,  ეს ხომ დიდი დარტყმა იქნება დედას ჯანმრთელობისთვის“- მწარედ გაიფიქრა ქალიშვილმა და მაინც, იმედით შეხედა არსებულ სიტუაციას... ალბათ, რაღაც სხვა განგაშია და მალე დალაგდება ყველაფერი.

როგორც კი ნათია მასწავლებელი საკაცით გადმოიყვანეს, ვიღაცამ სიხარულით შესძახა: მოვიდნენ... მოვიდნენ !

ნანამ იცნო ნათიას მოსწავლეები. ახლგაზრდები გარსშემოეხვივნენ დიდიხნის უნახავ პედაგოგს, ამბორს და ალერს უძღვნიდნენ..

- არ შეიძლება ასეთი სიახლოვე, ხალხო, ადამიანი საოპერაციოდ გადაგვყავს, რამე ინფექცია არ შეხვდეს, ახლა მაგის დროა - ყვიროდა ექიმი, თუმცა უშედეგოდ!

გარშემომყოფები გაოგნებულები უყურებდნებდნენ ამ საოცრად ამაღელვებელ სცენას და ვერ გაეგოთ, რა ხდებოდა.

ახალგაზრდების ჯგუფს ერთი მამაკაცი გამოეყო და ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა ნათიას.

- გახსოვართ?

ნათიამ დაკვირვებით შეხედა უცნობს...

- ალეკო?!

- არც ისე დიდი ხანია გასული იმ მოგონებიდან, რამაც აზროვნება რადიკალურად შემიცვალა, იცით, მე თქვენში რამხელა სიყვარული და მოთმინება დავინახე?!  პირველად ცხოვრებაში ვიგრძენი ადამიანური ურთიერთბის საოცარი ძალა, სწორედ მისმაზეგავლენამ მამცნო ჩემს მიერ ჩადენილი დანაშაულის მახინჯი მარწუხები... გავიდა წლები და დღესდღეობით, მე ისეთი პიროვნების სტატუსი მაქვს, როგორიც იმ კარზე გამოკრული ჩანაწერით დამანათლეთ. აქ ყველა თქვენს მიერ გამოწყვრთნილი და გამოძერწილი ადმიანები ვართ. მადლობა, რომ  დედაშვილური ალერსი არ დაგვაკელით, მადლობა თქვენი ძალისხმევისთვის და სიყვარულისთვის, თქვენ იმსახურებთ ცხოვრებას ტკივილისა და შფოთვის გარეშე!

- მართალი ხარ ალეკო!

ახალგაზრდა მამაკაცს გვერდით სასიამოვნო ქალბატონი დაუდგა და მონოტორული ტემბრით განაგრძო საუბარი.

-გამარჯობა, ნათია მასწავლებლო, მე ელენე ვარ, თუ გახსოვართ...

- ელენე, ჩემო ძვირფასო, როგორ შემიძლია თქვენი დავიწყება!

 - წლებია ჩვენ დავასრულეთ მოღვაწეობა სკოლაში და არც კი ვიცოდით, რომ ავადმყოფობის გამო პროფესიისთვის თავი დაგინებებიათ...

- დიახ, ხშირად ცუდად ვხდებოდი და პირადი ინიციატივით გადავწყვიტე ზედმეტი ტვირთი აღარ ვყოფილიყავი ჩემი სკოლისთვის, ჩემი მეორე სახლისთვის, ზნეობის და ადამიანობის კერისთვის!

- ნათია მასწავლებლო თქვენ ეტალონი ბრძანდებით იმ დიდი ღირებულებების, რომელსაც პიროვნეული აღმავლობა ჰქვია! გმადლობთ, რომ ჩვენს სულში სიკეთე არ მოკალით, ფეხქვეშ არ გათელეთ! დღეს მე და ალეკოც პროფესიით პედაგოგები ვართ, ვზრდით ორ შვილს და შეძლებისდაგარად, ვუქმნით ნაყოფიერ ნიადაგს ზნეობრივი განვითარებისთვის. თქვენ ამაში დიდი წვლილი მიგიძღვით! რაც შეეხებათ აქ მყოფ ახალგაზრდებს, ისინი ყველა თქვენი მოსწავლები არიან, რომელთაც დახმარების სურვილი საკუთარი ინიციატივით გამოთქვეს.

ნათია მასწავლებელი ენითაღუწერელი განცდებით ადევნებდა თვალყურს ემოციების იმ ძალას, რასაც მადლიერება, სიყვარული ჰქვია! ტიროდა და ეს ცრემლები თვითონ მიიკვლევდნენ გზას ბედნიერებისაკენ.

პედაგოგის საკაცე დაიძრა თვითმფრინავისკენ, მოსწავლეები კი ასაკის განურჩევლად უკან მიჰყვებოდნენ და ერთობლივი შეძახილებით ამხნევებდნენ ...

- მადლობა! მადლობა!

- „კი, მაგრამ ვინ არის ეს ადამიანი ასეთი პატივით რომ მიაცილებენ?

 - მასწვლებელია, ქალბატონო, მასწავლებელი - ვიღაცამ სიყვარულით წარმოსთქვა და სიამაყით შეუერთდა მოსწავლეების ცოცხალ ჯაჭვს!“ - წერს ნინო დოხტურიშვილი.


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
სიახლეები
გამარჯვებისთვის ერთმანეთს დმანისის 11 სკოლის 55 მოსწავლე ეჯიბრება
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი დასაქმების პირველ ფორუმს უმასპინძლა
ზგემ-ის საბოლოო დოკუმენტი - რა წერია „სკოლების კონსტიტუციაში“, რომელიც სამინისტრომ პარლამენტს გადაუგზავნა
აბიტურიენტების საყურადღებოდ - 1000-700-500 ლარიან ჯილდოს მიიღებთ სახელმწიფო გრანტის აღების შემთხვევაში
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
დამსწრე საზოგადოება გაეცნო ბიბლიოთეკის მკითხველების - გივი ძველაიასა და გოგუცა გვაზავას შემოქმედებას.
ღონისძიების ხელმძღვანელი სალომე მესხია გახლდათ
„ვულოცავთ ლიანას და ქალბატონ მადონას ამ დიდ გამარჯვებას და ვუსურვებთ წარმატებებს, შემდგომ საქმიანობაში“,- ამბობენ სკოლაში
აღსანიშნავია, რომ საზეიმო განწყობა მთელ სკოლაში სუფევდა
მოსწავლეებმა ჩვენი საქართველოს პედაგოგის - მარინა მიქელაძის ხელმძღვანელობით, აქტივობები განახორციელეს
საინტერესო
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
მოწესრიგებული ეზო, ბაღები, მრავალწლოვანი ხეები, ყვავილები და შადრევანი ზოგიერთი კამპუსის განუყოფელი ნაწილია
„იფიქრეთ ამაღელვებელ, ექსტაზურ, სასურველ მომავალზე და გაიყვანეთ აწმყო წინ მის შესახვედრად“
ეს შეიძლება სხვადასხვა გზით გამოვლინდეს. მაგალითად, მოსწავლე გაკვეთილზე დაინტერესებას არ გამოხატავს, მოუსვენარია და მოტივაციის ნაკლებობაც შესამჩნევია
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
სიახლეები
საზოგადოება