სიახლეები
სიახლეები

„პედაგოგებმა სიტუაციური ცოდნა და ლოგიკა უნდა გამოიყენონ“- გამოცდის წინ დირექტორების რჩევები მასწავლებლებს 
10-06-2022
-
+


მასწავლებლების გამოცდები მოახლოვდა, პედაგოგები უკვე ინტენსიურად ემზადებიან, რათა კარგი შედეგი დააფიქსირონ. აღსანიშნავია, რომ გარდა მასალის ცოდნისა, მნიშვნელოვანი ფაქტორია, თუ რამდენად მშვიდად იქნებიან და არ ინერვიულებენ. 

etaloni.ge დაუკავშირდა საქართველოს საჯარო სკოლების დირექტორებს, რათა მოგვესმინა, თუ რას ურჩევენ მასწავლებლებს გამოცდის წინ.

ირმა გიორგაძე, წალკის მუნიციპალიტეტის დაბა ბედიანის საჯარო სკოლის დირექტორი:

მასწავლებლებს ვურჩევდი, რომ ყველანაირ პრაქტიკულ ცოდნას, რაც მათ აქვთ, თავი მოუყარონ, რადგან ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია. პედაგოგებს ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ სიტუაციური ცოდნა და ლოგიკა უნდა გამოიყენონ. ისინი ნებისმიერ გამოცდას თავიანთი პრაქტიკული უნარების გათვალისწინებით უნდა შეუდგნენ. საკითხებსაც ამ კუთხით უნდა ჩაუღრმავდნენ. სამინისტროს თითოეულ მოთხოვნასა და თანამედროვე გამოწვევებს მიაქციონ ყურადღება, რადგან, ჩემი აზრით, საკითხებში ეს თემები იქნება ჩაშლილი. ეს არის პედაგოგიური უნარების გამოცდა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მასწავლებლის ცოდნის დეკლარირება. ამიტომაც, პირველ რიგში, ყურადღებას თანამედროვე მოთხოვნებზე გავამახვილებინებდი. ეს არის სოციალურ-ემოციური სწავლა, მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლა, კომპლექსური დავალება და სიტუაციების სწრაფი და ეფექტური შეფასება.

მამუკა მათიაშვილი, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეკამის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩემი აზრით, მასწავლებლები აქამდეც უნდა გასულიყვნენ გამოცდაზე და ჩაებარებინათ. ახლა თავად უფრო მიხვდნენ, რომ ამ გამოცდების გადალახვა საჭიროა. ჩემი სკოლიდანაც არიან პედაგოგები, რომლებიც სტატუსის ასამაღლებლად ემზადებიან. მათ წარმატებას ვუსურვებ.

ნინო ლომაშვილი, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხის საჯარო სკოლის დირექტორი:

პირველ რიგში, მასწავლებლები გამოცდისთვის სათანადოდ უნდა მოემზადონ, დადებითი განწყობა შეინარჩუნონ. არსებულ ცოდნას თავი მოუყარონ და არ ინერვიულონ. ისინი უნდა შეეცადონ, რომ წარმატებას მიაღწიონ. სათანადო მიზნის მიღწევაში მათ ხშირად ნერვიულობა უშლით ხელს. თუ არ იღელვებენ და სიმშვიდეს შეინარჩუნებენ, ალბათ, უკეთეს შედეგს დადებენ. საგამოცდოდ მომზადებაში ტრენინგების გავლაც იგულისხმება, რადგან, ხშირ შემთხვევაში, ტრენინგები უკეთეს შედეგს იძლევა, ვიდრე ინდივიდუალურად მომზადება. ტრენინგზე აზრთა გაცვლა-გამოცვლაცაა, ამ დროს კი მასწავლებელმა შეიძლება ბევრი ახალი ინფორმაცია გაიგოს.

შორენა ბაკურაძე, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქინძათის საჯარო სკოლის დირექტორი:

პედაგოგები, როგორც სხვა ნებისმიერ გამოცდაზე, აქაც კონცენტრირებულები უნდა იყვნენ, საკუთარი თავის რწმენა ჰქონდეთ. ეს ფაქტორები ძალიან მნიშვნელოვანია და ბევრ რამეზე მოქმედებს. მშვიდად უნდა მოემზადონ, არ არის საჭირო რაღაცები დაისწავლონ, მასალა უბრალოდ უნდა გადაიკითხონ და ზოგადი წარმოდგენა შეიქმნან. დანარჩენი უკვე უნარებზეა დამოკიდებული. მე მათ წარმატებას ვუსურვებ.

დარეჯან ჭიხინაშვილი, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლამისყანის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩემი რჩევა იქნება გამოცდებისთვის სათანადოდ მოემზადონ. ამაში ყველანაირ მომზადებას ვგულისხმობ - მასალის მხრივაც და ფსიქოლოგიურსაც. მათთვის გამოცდაზე გასვლა საჭიროა, რადგან პროფესიულად უფრო მაღალ დონეზე იქნებიან და ასევე, ფინანსური კეთილდღეობაც არ უნდა დავივიწყოთ.

ნანა გაგნიძე, ხაშურის N4 საჯარო სკოლის დირექტორი:

გამოცდაზე ყველა პედაგოგი უნდა გავიდეს. ეს არის მათი პროფესიული დონის ამაღლება და მუშაობისთვის ერთგვარი მოტივაცია. ყველა მათგანს წარმატებას ვუსურვებ. ზღვა მასალაა, რომელიც უნდა დაამუშაონ, მაგრამ ისეთი საკითხებია, რაც მასწავლებლებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ. გასათვალისწინებელი ფაქტორია ნერვიულობაც. უნდა ითქვას, რომ ზოგადად, მოსწავლეებთან მუშაობისას ნერვიულობა ყოველმხრივ დაუშვებელია. მათ მშვიდი და გაწონასწორებული პედაგოგი სჭირდებათ.

კონსტანტინე ხორგუანი, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ არსარვანის საჯარო სკოლის დირექტორი:

გამოცდის წინ პედაგოგებს ვურჩევდი, რომ დღე და ღამე გაასწორონ, იმეცადინონ, გამოცდები ჩააბარონ და სტატუსი აიმაღლონ. მათ ამის ყველანაირი ინტერესი უნდა ჰქონდეთ - როგორც ფინანსური, ისე სამომავლო გეგმების კუთხით. თუ გამოცდას ვერ ჩააბარებენ, სკოლაში ვერ დარჩებიან. ჩემი რჩევაა, მოემზადონ და ჩააბარონ. მომზადებაში ყველანაირ მომზადებას ვგულისხმობ - ფსიქოლოგიურს და ცოდნის მხრივაც. ძალიან დიდი მასალაა ყოველ დღე თუ არ დაუთმეს დრო, გაუჭირდებათ.


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
სიახლეები
გამარჯვებისთვის ერთმანეთს დმანისის 11 სკოლის 55 მოსწავლე ეჯიბრება
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი დასაქმების პირველ ფორუმს უმასპინძლა
ზგემ-ის საბოლოო დოკუმენტი - რა წერია „სკოლების კონსტიტუციაში“, რომელიც სამინისტრომ პარლამენტს გადაუგზავნა
აბიტურიენტების საყურადღებოდ - 1000-700-500 ლარიან ჯილდოს მიიღებთ სახელმწიფო გრანტის აღების შემთხვევაში
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
დამსწრე საზოგადოება გაეცნო ბიბლიოთეკის მკითხველების - გივი ძველაიასა და გოგუცა გვაზავას შემოქმედებას.
ღონისძიების ხელმძღვანელი სალომე მესხია გახლდათ
„ვულოცავთ ლიანას და ქალბატონ მადონას ამ დიდ გამარჯვებას და ვუსურვებთ წარმატებებს, შემდგომ საქმიანობაში“,- ამბობენ სკოლაში
აღსანიშნავია, რომ საზეიმო განწყობა მთელ სკოლაში სუფევდა
მოსწავლეებმა ჩვენი საქართველოს პედაგოგის - მარინა მიქელაძის ხელმძღვანელობით, აქტივობები განახორციელეს
საინტერესო
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
მოწესრიგებული ეზო, ბაღები, მრავალწლოვანი ხეები, ყვავილები და შადრევანი ზოგიერთი კამპუსის განუყოფელი ნაწილია
„იფიქრეთ ამაღელვებელ, ექსტაზურ, სასურველ მომავალზე და გაიყვანეთ აწმყო წინ მის შესახვედრად“
ეს შეიძლება სხვადასხვა გზით გამოვლინდეს. მაგალითად, მოსწავლე გაკვეთილზე დაინტერესებას არ გამოხატავს, მოუსვენარია და მოტივაციის ნაკლებობაც შესამჩნევია
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
სიახლეები
საზოგადოება