სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, სკოლამდელები - skolamdelebi.ge

„განათლებაში ჩადებული ინვესტიცია ყველაზე მნიშვნელოვანია“ - „პირველკლასელთა აკადემია“ ჩოხატაურის მკვიდრ პირველკლასელებს საჩუქრად გადაეცათ
11-06-2022
-
+


2022-2023 სასწავლო წელი მომავალი პირველკლასელებისთვის საოცარი სიახლით იწყება - მათ „ეტალონის“ პროექტების სულისჩამდგმელის, გოჩა ტყეშელაშვილის ავტორობით გამოცემული წიგნი-რვეული „პირველკლასელთა აკადემია“ წიგნიერების ჯადოსნურ სამყაროში შეუძღვება და მოამზადებს ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ეტაპისთვის.

აღსანიშნავია ის, რომ მსგავსი შინაარსის სახელმძღვანელო საქართველოში პირველად გამოიცა; აქედან გამომდინარე, „პირველკლასელთა აკადემია“ უნიკალური და უპრეცედენტოა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ „პირველკლასელთა აკადემიას“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მკვიდრი მომავალი პირველკლასელები სასკოლო ცხოვრებასა და საგანმანათლებლო თავგადასავლებს მომზადებულები შეხვდნენ.

უნიკალური წიგნი-რვეული ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა საბავშვო ბაღების დამამთავრებელი ჯგუფების 190 ბავშვს პირადად გადასცდა. შეხვედრა მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა და ბავშვებმაც ეს ძვირფასი საჩუქარი სიხარულით მიიღეს.

განათლება ნებისმიერ ქვეყნისთვის პრიორიტეტი უნდა იყოს, რადგან მხოლოდ ასე იქმნება ძლიერი სახელმწიფო. „ეტალონი“ ყოველთვის დგას მომავალი თაობების განათლების სადარაჯოზე და პროექტის სულისჩამდგმელით დაწყებული, გუნდის თითოეული წევრი ზუსტად აცნობიერებს, რომ მყარი საძირკვლის გარეშე დიადი მიზნების მიღწევა წარმოუდგენელია, ორმაგად სასიხარულო კი ისაა ადგილობრივი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს განათლების ხელშესაწყობად. 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შარაშიძემ კი Etaloni.ge-სთან „პირველკლასელთა აკადემიის“ მნიშვნელობაზე ისაუბრა, აღნიშნა, რომ განათლებაში ჩადებული ინვესტიცია ყველაზე მნიშვნელოვანია და ადგილობრივი ხელისუფლება, „ეტალონთან“ ერთად, ყოველთვის, ყველაფერს გააკეთებს ბავშვების განათლების მხარდასაჭერად.

„პირველ ყოვლისა აღვნიშნავ - განათლებაში ჩადებული ინვესტიცია, ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიციაა, რომელიც ადამიანმა შეიძლება განახორციელოს მთელი ცხოვრების განმავლობაში... რაც შეეხება „ეტალონს“, ესაა პროექტი, რომელიც წლებია ერთგულად დგას ჩვენი მომავალი თაობების განათლების სადარაჯოზე და მოხარული ვარ, რომ სწორედ გოჩა ტყეშელაშვილის ავტორობით შეიქმნა „პირველკლასელთა აკადემია“

ეს გახლავთ აუცილებელი, საჭირო და დროული წამოწყება, რომელიც ბავშვებს დაეხმარება მომზადებულები შეხვდნენ სასკოლო ცხოვრებას... აქ მხოლოდ წერა-კითხვის სწავლაზე არაა საუბარი, ბავშვები ამ სახელმძღვანელოს დახმარებით შეიძენენ ყველა საჭირო უნარს.

დიდი მადლობა ასეთი დროული ინიციატივისთვის... უამრავ წარმატებას ვუსურვებ „ეტალონსა“ და ბატონ გოჩას“.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა კიდევ ერთი საგნის გამოცდის ტესტები გამოქვეყნდა

ინგლისურისა და სხვა უცხოური ენების გამოცდებზე გამოყენებული ტესტები ცნობილია - NAEC

გამოუცხადებლობის 18 პროცენტი და 1 დაგვიანება მასწავლებელთა გამოცდებზე - დილის სესიის სტატისტიკა

ჩვენება უკვე მისცა, მაგალითად, ბრალდებულის ბებიამ, რომელსაც უთქვამს, რომ მისი შვილიშვილი თავდასხმის დროს სცემეს

პიროვნება

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

პედაგოგმა მოსწავლეებს გზა დაულოცა და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა და ნათელი მომაავლი უსურვა

საგანმანათლებლო ტურის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ პაოლო იაშვილისა და „ცისფერყანწელთა“ შემოქმედებით მემკვიდრეობას

გეგუთის ვარციხჰესების საჯარო სკოლამ მე-12 კლასელები დამოუკიდებელი ცხოვრების გზაზე საზეიმო ღონისძიებით გააცილა

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება