TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ეს სასწავლო წელი, წინა წლებთან შედარებით, ბევრად წარმატებული იყო“- სკოლების დირექტორები 2021-2022 სასწავლო წელს აფასებენ
08-06-2022
-
+


მიმდინარე სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება. როგორც სხვა წლები, ესეც მრავალი საინტერესო მოვლენითა და გამოწვევით იყო დატვირთული. სკოლებში პანდემიიდან გამომდინარე არსებული შეზღუდვებიც შემსუბუქდა, გაჟღერდა ახალი ინიციატივები და გადაწყვეტილებებიც. 

etaloni.ge დაინტერესდა, თუ როგორ იყო 2021-2022 სასწავლო წელი ცალკეული სკოლებისთვის. ამისთვის ჩვენ დავუკავშირდით დირექტორებს, გთავაზობთ მათ მოსაზრებებს:

მანანა ჭიღიტაშვილი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკის საჯარო სკოლის დირექტორი:

ამ სასწავლო წელს ჩვენი სკოლისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ის, რომ ახალი სკოლის მოდელში ჩავერთეთ. მასწავლებლებს შესაბამისი საგნის ექსპერტები ტრენინგებს უტარებდნენ. ძალიან მნიშვნელოვანი იყო კიდევ ის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოყოფილი გრანტით თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაბამისი ქიმიის კაბინეტი მოეწყო. საბოლოოდ, ვთვლი, რომ ეს სასწავლო წელი, წინა წლებთან შედარებით, ბევრად წარმატებული იყო. წინა წლებში პანდემიის აქტიურ პერიოდს ვგულისხმობ. ამან სწავლა-სწავლების პროცესს დიდი დაღი დაასვა.

ნაზო ბორჩაშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოყოლოს საჯარო სკოლის დირექტორი:

გასულ წლებთან შედარებით, ბევრად წარმატებული იყო. ვგულისხმობ პანდემიიდან გამომდინარე ვითარებას. მიმდინარე სასწავლო წელთან დაკავშირებით, შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ სწავლას ჩვეულ რეჟიმში დავუბრუნდით, მოსწავლეებმა კარგად დაძლიეს პროგრამა და აქტიურად ჩაერთნენ სასწავლო პროცესში. რასაც მე ვხედავ, შედეგი დადებითია. გამოვყოფდი რამდენიმე მოვლენას. მუნიციპალიტეტში ჩატარებულ ინტელექტუალურ შეჯიბრში ჩვენი სკოლის გუნდმა საპრიზო ადგილი დაიკავა. გარდა ამისა, გვყავს სპორტში წარმატებული მოსწავლეებიც. ერთ-ერთმა მათგანი ძიუდოში საქართველოს ჩემპიონი გახდა. შემიძლია ვთქვა, რომ მიმდინარე სასწავლო წელი როგორც აკადემიური, ასევე სპორტული მიმართულებით წარმატებული იყო.

დარიკო თირქია, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიის საჯარო სკოლის დირექტორი:

2021-2022 სასწავლო წელმა ჩვენი სკოლისთვის ნორმალურად ჩაიარა. შეიძლება ითქვას, რომ მეორე ნახევარი უფრო წარმატებული იყო, რადგან ამ პერიოდში პანდემიიდან გამომდინარე არსებული რეგულაციები მოიხსნა. ზოგადად, როდესაც პანდემია მძვინვარებს და პირბადეს ატარებ, ეს ყველაფერი სასწავლო გარემოზეც აისახება. ჩვენ, შეძლებისდაგავრად, მაქსიმუმი გავაკეთეთ, რომ კარგი შედეგი გვქონოდა. რაც პირბადეების ტარების ვალდებულება მოიხსნა, შეიძლება ითქვას, რომ მოსწავლეებმა უფრო ნაყოფიერად იმუშავეს. ეს იმან გამოიწვია, რომ დაავადების გავრცელება შემცირდა. ვფიქრობ, რომ ეს წელი ჩვენი სკოლისთვის წარმატებული იყო.

ივანე თურქიაშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადუქნარის საჯარო სკოლის დირექტორი:

ნორმალურად ჩაიარა ამ სასწავლო წელმა. პატარა სკოლა ვართ და მე-9 კლასის მოსწავლეებიც არ გვყოლია, რომ გამოსაშვები ღონისძიება ჩაგვეტარებინა. რომელი მოსწავლეებიც გვყავდა ადრე, ისინი გვყავდა წელსაც. პანდემიიდან გამომდინარეც არ შეგვქმნია პრობლემები, გაკვეთილების ხანგრძლივობაც არ შეგვიმცირებია, ისედაც კლასკომპლექტები გვაქვს. ვახერხებდით, რომ პანდემიას ხელი არ შეეშალა. 2021-2022 სასწავლო წელი ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი იყო.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება