TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ძვლებიც ფიქრობენ საქართველოზე!“ - ზანის საჯარო სკოლის დირექტორის ემოციური გამოსვლა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე
27-05-2022
-
+


სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანის საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს; მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით არიან ჩართულები სასკოლო ცხოვრებაში და არც ისეთ თარიღებს ივიწყებენ, რომლებიც გარდამტეხი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.

ზანის საჯარო სკოლაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მასშტაბური ღონსიძიება მიეძღვნა; პროექტში თავდაპირველად უმცროსკლასელები ჩაერთნენ, მოგვიანებით კი ესტაფეტა უფროსკლასელებს გადასცეს. ღონსიძიებაზე ზანის საჯარო სკოლის დირექტორი, რომან კვაშილვა სიტყვით გამოვიდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„არაფერია, აქ, ახალი, ამ ცისქვეშეთში, ახალი ჰქვია ძველს რომ კარგად გადაივიწყებ!“ ---  ნათქვამია, მაგრამ განა გვაძლევს დავიწყების  საშუალებას  ომის რიტორიკით გაჟღენთილი და გაჯერებული დღევანდელი თანამედროვე სამყარო?!  ...თითქოს გავურბივართ წარსულს, ის კი ფეხდაფეხ მოგვდევს.  დავიწყება - არა!  როგორც წარსული, ისე აწმყო არ მოგვცემს უფლებას,.. მოვალენიცა ვართ, რადგან, იმ დროიდან მოყოლებული, როცა

√   „თურქი, სპარსი, ლეკი, ოსი, ჩერქეზ, ღლიღვი, დიდო, ქისტი...

სრულად ქართლის მტერნი იყვნენ, ყველამ წაჰკრა თითონ ხიშტი.“  ---  დღემდე უწევს საქართველოს და ქართველ ხალხს  ნებსით თუ უნებლიედ, ხილულ თუ მალულ მტერთან შერკინება  საკუთარი „მე“- ს  შესანარჩუნებლად. რადგან  აკაკის თქმისა  არ  იყოს:  „ცუდას რად უნდა მტერობა,  კარგია მუდამ მტრიანი!“

√  რაც უფრო მეტად უყვარდა ქართველს თავისი სამშობლო, მით მეტ განსაცდელს უგზავნიდა განგება,  როცა ქართველები „ხსნის გზას“ კარგავდნენ, ერთმანეთის გვერდში დგომით - ერთ მუშტად შეკრულებს ყოველთვის უპოვიათ გამოსავალი... სწორედ ამან მისცა დასაბამი და მიზეზი საკუთარ სახელმწიფოს გერბზე დაეწერა ასოები:    „ძალა ერთობაშია“!

√ 1989 წლის რეფერენდუმის მონაწილე, საქართველოს მოსახლეობის თითქმის 98%-მა მხარი დაუჭირა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას.

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოცხადდა.

„აქ გამარჯვების დროშად წერია

სამშობლო ჩვენთვის, ყველაფერია!“

√  „მრავალჟამიერ გუგუნებდეს ხმა   „მუმლი მუხასა“ და „ლილეოსი“

ეს გმირთა ჩვენთა არის სიმღერა, ეს სიმღერაა საქართველოსი..!“

√  უხსოვარი დროიდან დღემდე ბევრმა სხვაგან, სხვის მიწაზე ჰპოვა სამუდამო განსასვენებელი. დიდება მათ, ვინც საკუთარი მხრებით ატარა, მოუფრთხილდა, თაობიდან თაობას გადასცა, ეს უძვირფასესი განძი, რასაც ჩვენი სამშობლო - საქართველო  ჰქვია!

რადგან - ძვლებიც კი ფიქრობს საქართველოზე!

√   მიკერძოებულობაში თუ არ ჩამომართმევთ,  სრულებით ვეთანხმები  ლევინის სასაფლაოზე   ნოე ჟორდანიას  საფლავის ქვაზე ამოტვიფრულ სიტყვებს:

„ვწერ საქართველოს გულდამწვარი ჭირისუფალი,

მისი დიდებით მსურს გავიხარო,

თუ საქართველო აღარ ვნახე თავისუფალი

ფერფლად ქცეული დამენახოს მთელი სამყარო!“

√  სისხლის ღვრამ და ცეცხლის ნიაღვარმა წალეკა ქვეყანა, წარღვნამ გადაუარა, უღმერთოდ გაირყვნა, უგულოდ გაიყიდა, არიეს დარიეს, გადაუარეს, გააცამტვერეს, ფეხქვეშ გაიდეს, ბევრი ტკივილი, ტანჯვა, შიში, ვაება, ვარამი, ჭირი იგემა საკუთარ თავზე  ამ ერთ მუჭა ერმა, მიუხედავად ამისა, მაინც მედგრად დგას დღესაც:

√    [ ყველას  უნდოდა  შენი  დალეწა, თვით  დაილეწნენ,  იქმნენ  იავარ! ]

√  ეს ყოველივე იმას როდი ნიშნავს, რომ წარსულით ვართ შეპყრობილი, რადგან, „წარსულით შეპყრობილ ადამიანს  მომავალი არ აქვს!“  მე კი ვამბობ: წარსულის გარეშე ადამიანი უფესვო ხეს ჰგავს.

√  რომ არა წარსული, წინაპართა უზადო თავგანწირვა, საკუთარი  თუ ქვეყნის ღირსების დაცვა  დანგრეულის მოკრძალებულად და  რუდუნებით აღდგენა, ჩვენ  არ/ვერ ვიამაყებდით, რადგან

„რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია!“

√   მშობლიური  ქვეყნის, ერის  სიყვარული  „ჩვენ ძველთაგან მოგვსდევს, ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდეს!“  დასტურად შემიძლია მოვიყვანო ზანის მკვიდრის, ლევინის სასაფლაოზე დაკრძალული  დ.  დადიანის საფლავის ქვაზე დაწერილი წარწერა, რომელიც არავის ტოვებს გულგრილად.

ოდეს მოხვდებით მშობელსა მხარეს

ამბავს მოუთხრობს მკითხველსა მწარეს,

თქვით, რომ იხილეთ წარწერა ლოდზე:

„ძვლებიც  ფიქრობენ  საქართველოზე!“

ასეთი წარსულის მქონე თაობას უფლება არ აქვს უგულებელყოს იგი და საკუთარ მომავალს არ უანდერძოს მრავალ ჭირნახულ გამოვლილი სამშობლო - ქვეყანა!

პრეზენტაცია იხილეთ: ბმული N1;    ბმული N2:       ბმული N3


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება