სიახლეები
სიახლეები, ეტალონი

„მიღწეული წარმატება დაგროვილი გამოცდილებისა და მასწავლებლების მონდომებული შრომის შედეგია“- „ქედის ეტალონის მოსწავლე“ გამოვლინდა
24-05-2022
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მიზანი მოსწავლეებში განათლების ხელშეწყობა, მოტივაციის გაზრდა და წახალისებაა. ტრადიციად ქცეულ ინტელექტუალურ კონკურსში მოსწავლეები მთელი ქვეყნიდან ერთვებიან. ტესტირება 2022 წელს დისტანციურ ფორმატში მიმდინარეობს.

20 მაისს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის“ ქედის დისტანციური კონკურსის ფარგლებში 2022 წლის „ქედის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა. ტიტული ოქტომბრის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე გიორგი ჩხიკვაძემ მოიპოვა. 

შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი და მეორე ეტაპები ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა. 

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციური ფორმატით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.

ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის მონაწილე ყველა ქედელი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა. ინტელექტუალური კონკურსი ქედის მუნიციპალიტეტის მერიის, მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურისა და ქედის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით გაიმართა. 

ინტელექტ-ჩემპიონატის მნიშვნელობისა და მიმდინარეობის შესახებ etaloni.ge-სთან მუნიციპალიტეტის მერი, მერიის კულტურის განათლების, სპორტის ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი, ამავე სამსახურის წარმომადგენელი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, „ეტალონი მოსწავლე“,მეორე და მესამე ადგილის მფლობელი მოსწავლეები, სკოლის დირექტორები და პედაგოგები საუბრობენ.

როლანდ ბერიძე, ქედის მუნიციპალიტეტის მერი:

„ეტალონს“ დადებითად შევაფასებდი, რადგან არამარტო ქედის მუნიციპალიტეტში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით აქტიურად ხორციელდება. მასში ჩართულია მომავალი თაობა. მათი ნაწილი ახალ ცოდნას იძენს, ნაწილი კი იღრმავებს, რაც თამამად შეიძლება ითქვას, რომ მისასალმებელი. მერიამ წინა წლებშიც ითანამშრომლა „ეტალონთან“, გვყავს არაერთი გამარჯვებული. ზოგადად, სამომავლოდაც ჩვენ ყველა იმ პროექტს მივესალმებით, რომელიც თუნდაც ერთი ბავშვის განვითარებასაც შეუწყობს ხელს.

ეკატერინე ქაჯაია, ქედის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი:

ქედის მუნიციპალიტეტის მერია წლებია, რაც ამ პროექტს მხარს უჭერს. წელს ჩვენი მუნიცპალიტეტიდან სულ 213 მოსწავლე მონაწილეობდა. პირველი ადგილზე გასული გიორგი ჩხიკვაძე ივლისში „ეტალონის“ ფინალში მიიღებს მონაწილეობას. ჩვენ პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ მოსწავლეებს 500, 300 და 200 ლარით ვაჯილდოებთ. ეს პროექტი მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის პროგრამითა და რესურსცენტრის მხარდაჭერით განხორციელდა. მოხარულები და ამაყები ვართ, რომ აქტიურად ვართ ჩართულები და მხარს ვუჭერთ. ვფიქრობთ, რომ მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეებში მოტივაციას აამაღლებს და საგანმანათლებლო უნარებს განუვითარებს.

ნათია ბარამიძე, ქედის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის წარმომადგენელი:

ჩვენ „ეტალონთან“ წლებია, რაც ვთანამშრომლობთ. ძალიან წარმატებული და კარგი პროექტია. ბავშვებს ძალიან მოსწონთ და ყოველწლიურად მეტად და მეტად ერთვებიან. ჩვენ ასეთი პროექტების მომხრე ვართ, დადებითად შევაფასებდი მას. უღრმეს მადლობას ვუხდი „ეტალონის“ მთელ შემოქმედებით ჯგუფს. ამ ინტელექტ-ჩემპიონატს ჩვენც წლებია გვერდში ვუდგავართ. ვულოცავთ ყველა მონაწილეს და კიდევ უფრო დიდ წარმატებას ვუსურვებთ.

დურმიშხან შავიშვილი, ქედის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი:

მინდა, მუნიციპალიტეტის „ეტალონ მოსწავლეს“ ეს დიდი წარმატება მივულოცო და შემდგომ საფეხურზე გამარჯვება ვუსურვო. „ეტალონში“ ჩართულობასთან დაკავშირებით მოსწავლეები ძალიან დაინტერესებულები იყვნენ. ისინი „ეტალონის“ ამ ეტაპს დიდი ენთუზიაზმით შეხვდენენ. რა თქმა უნდა, მოსწავლის ცხოვრებაში თითოეული წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია და სწორედ ერთ-ერთი გამორჩეულია „ეტალონში“ გამარჯვება. ამით ისინი ცხოვრების განმავლობაში დაგროვილ ცოდნას ავლენენ.


გიორგი ჩხიკვაძე, „ქედის ეტალონი მოსწავლე“, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბრის საჯარო სკოლა:

მიღებული შედეგით ძალიან მოხარული ვარ. „ეტალონში“ პირველად არ მიმიღია მონაწილეობა. თითქმის ყოველწლიურად ვერთვები. მიღწეული წარმატება დაგროვილი გამოცდილებისა და მასწავლებლების მონდომებული შრომის შედეგია. ამიტომაც მინდა, რომ მათ მადლობა გადავუხადო. ასევე, მადლობა განათლების სამინისტროსა, „ეტალონს“ და ქედის მერიას რომ ასეთ კარგ შემეცნებით კონკურსებს ატარებს. მომავალში ყველა სხვა მონაწილეს წარმატებას ვუსურვებ. ვერ ვიტყვი, რომ პირველი ადგილის დაკავებას ველოდი, მაგრამ ვფიქრობდი, რომ გარკვეულ წარმატებას მივაღწევდი. გამოცდილებიდან გამომდინარე, ვიცოდი რა საკითხებზე იქნებოდა ყურადღება გამახვილებული და ეს ცოდნა დამეხმარა. ახლა  ფინალისთვის ვემზადები.

რომან დუმბაძე, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბრის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენი სკოლა „ეტალონთან“ აქტიურად თანამშრომლობს, მოსწავლეები ტესტირების მიმდინარეობაში მონდომებით არიან ჩართული. დაახლოებით, 3-4 წელია, რაც ჩვენს სკოლაში ეს პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. გასულ წლებშიც გვქონდა წარმატება, მაგრამ წელს მოსწავლეებმა განსაკუთრებულად გვასახელეს. მუნიციპალურ შეჯიბრში ათეულში 3 მოსწავლე გავიდა, მათ შორის „ეტალონი მოსწავლის“ სტატუსიც მოვიპოვეთ. ამ წარმატებას გიორგი ჩხიკვაძეს ვულოცავ. ის სკოლის ერთ-ერთი გამორჩეული და წარმატებული მოსწავლეა. მივესალმები „ეტალონსა“ და მის მსგავს კონკურსებს. მათში ჩართულობით მოსწავლეებს თავიანთი ცოდნის გამოვლენის შესაძლებლობა აქვთ.

ანზორ ბასილაძე, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბრის საჯარო სკოლის პედაგოგი:

გიორგი ჩხიკვაძე ჩვენი სკოლის ერთ-ერთი წარმატებული მოსწავლეა, მე მისი ეს მიღწევა ძალიან მახარებს. „ეტალონში“ მოსწავლეები თავიანთ ინტელექტუალურ შესაძლებლობებს ავლენენ, ბავშვები მეტად მოტივირებულები ხდებიან, სიახლეებს ეძებენ, მონდომებულები არიან, რაც, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. მოხარული ვართ მიღწეული წარმატებით. ეს არამხოლოდ ამ მოსწავლის, არამედ სკოლის და პედაგოგების წარმატებაცაა. ამ დიდი მიღწევით ბედნიერები ვართ. მადლობა „ეტალონსა“ და ყველა იმ ადამიანს, ვინც კონკურსის ორგანიზებაში არის ჩართული. გიორგი ჩხიკვაძეს კი ფინალურ ეტაპზე წარმატებას ვუსურვებ. მიმაჩნია, რომ მას ამის რეალური შესაძლებლობა აქვს.

მიხეილ ბოლქვაძე, მეორე ადგილის მფლობელი მოსწავლე - ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ახოს საჯარო სკოლა:

„ეტალონში“ მე-8 კლასიდან ვერთვები. მე ეს პროექტი ყოველთვის მაინტერესებდა და მიზიდავდა. შეიძლება ითქვას, რომ მასში მონაწილეობა ძალიან დიდი კონკურენციის პირობებში გვიწევს, რადგან ერთმანეთს ბევრი ახალგაზრდა ეჯიბრება. ზოგადად, ბავშვებიდან ვცდილობდი, რომ ისეთ პროექტებში ჩავრთულიყავი, სადაც საკუთარ თავს, ცოდნასა და უნარ-ჩვევებს გამოვავლენდი, ასევე შედეგზე იქნებოდა ორიენტირებული და წარმატების მიღწევაში დამეხმარებოდა. ჩემთვის ასეთი პროექტი „ეტალონი“ აღმოჩნდა. მიღწეულ შედეგს, გარკვეულწილად, ველოდი, რადგან დიდი ხანია, რაც ვმონაწილეობ, თანაც ჩემი ბოლო შანსი იყო, უკვე მე-11 კლასში ვარ და მომავალ წელს მონაწილეობის მიღებას ვეღარ შევძლებ. მთელი ჩემი მოღვაწეობა „ეტალონისთვის“ მზადებაა, არა პირდაპირ, თუმცა რასაც ვაკეთებ, ვსწავლობ, ვკითხულობ, ჩემი აზრით, ეს ყველაფერი „ეტალონისა“ და მომავალი ცხოვრებისთვის მზადებაა. მიღწეულმა წარმატებამ დამარწმუნა, რომ შეუძლებელი არაფერია და უფრო დიდი მიზნების მიღწევაც შესაძლებელია.

ასლან ბერიძე, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ახოს საჯარო სკოლის დირექტორი:

მიხეილ ბოლქვაძე ძალიან აქტიური მოსწავლეა, დაინტერესებულია კითხვით, ლიტერატურულ კონკურსებში მონაწილეობს. მას მაღალი ინტელექტუალური შესაძლებლობები აქვს, რადგან ძალიან ბევრს კითხულობს.  „ეტალონში“ მიღწეული წარმატება ნამდვილად სასიამოვნოა. ზოგადად, ამ პროექტში მონაწილეობა მოსწავლეებს ძალიან ეხმარება. კარგია ისიც, როდესაც გვახსენებენ, რომ ჩემპიონატი იწყება. ასე მოსწავლეებს მეტი მოტივაცია ეძლევათ, კითხვებს ნახულობენ, ამას კი შედეგზე გავყავართ.

მადონა ჩხუბაძე, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ახოს საჯარო სკოლის პედაგოგი:

პირველ რიგში, ჩვენს მოსწავლეს ამ დიდ წარმატებას ვულოცავ, მომავალშიც წინსვლას და მაღალ საფეხურებზე ასვლას ვუსურვებ. ზოგადად, მიმაჩნია, რომ „ეტალონი“ ბავშვებს განვითარებასა და წარმატების მიღწევაში ეხმარება. ამ ინტელექტ-ჩემპიონატში მიღწეული წარმატება მოსწავლეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.


ნიკა მჟავანაძე, მესამე ადგილის მფლობელი მოსწავლე, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ხარაულის საჯარო სკოლა:

მიღებულ შედეგს არ ველოდი, ძალიან გამიხარდა. მონაწილეობის მისაღებად წინასწარ არ მოვმზადებულვარ. ჩემთვის ტესტები საშუალო სირთულის იყო. მე „ეტალონში“ ადრეც ვმონაწილეობდი და შესაბამისად, მასში მიღწეული წარმატება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

მურმან ზაქარაძე, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ხარაულის საჯარო სკოლის დირექტორი:  

შეიძლება ითქვას, რომ „ეტალონი“ სახალხო პროექტია. ის მოსწავლეებს მოტივაციას აძლევს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მცირეკონტინგენტიანი სკოლა ვართ, ჩვენგან პირველ ეტაპზე 11 მოსწავლე მონაწილეობდა, მეორეზე კი 3 მათგანი გადავიდა. ერთ-ერთმა მესამე, ხოლო მეორემ მე-8 ადგილი დაიკავა. რაც შეეხება ნიკა მჟავანაძეს, ის ძალიან აქტიური მოსწავლეა, სხვადასხვა ღონისძიებაში ხშირად მონაწილეობს. გამოირჩევა თავისი ინტელექტით, წარჩინებული მოსწავლეა. მინდა, მას წარმატება ვუსურვო  და იმედია, რომ მომავალ წელს მუნიციპალიტეტის „ეტალონ მოსწავლედ“ ვიხილავ.

მარინა ტაკიძე, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ხარაულის საჯარო სკოლის პედაგოგი:

პირველ ყოვლისა, ყველა მოსწავლეს ვულოცავ „ეტალონში“ მიღწეულ წარმატებას. ეს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამით მოსწავლეთა მოტივაციის დონე უფრო მაღლდება. სამომავლოდ, ვისურვებდი, რომ კიდევ ჰქონოდათ სურვილი, რათა კონკურსებში მიიღონ მონაწილეობა და საუკეთესო ადგილებისთვის იბრძოლონ. რაც შეეხება ჩვენს მოსწავლეს, ის მიღწეულ შედეგს ნამდვილად იმსახურებდა. ეს ბავშვი „ჩემი პირველი კომპიუტერის“ მფლობელია, თუკი სწავლას ასე გააგრძელებს, სავარაუდოდ, მედალოსანიც იქნება. მონდომებული მოსწავლეა და ამაში ოჯახიც ხელს უწყობს.


ასევე იხილეთ:

2022 წლის „ქედის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

„თუ „ეტალონი“ უფრო ხშირად გაიმართება, უკეთესი იქნება“- ქედის მუნიციპალიტეტში ინტელექტ-ჩემპიონატის I ეტაპი დასრულდა

ქედელი მოსწავლეების საყურადღებოდ - „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში გაიმართება

ქედის მუნიციპალიტეტის II ეტაპის მონაწილე მოსწავლეთა სია - ეტალონი

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
მოწესრიგებული ეზო, ბაღები, მრავალწლოვანი ხეები, ყვავილები და შადრევანი ზოგიერთი კამპუსის განუყოფელი ნაწილია
თუ ნაკვერჩხალზე დადებული ბზა აბრიალდებოდა, ეს ნიშნავდა, რომ პატრონი დიდხანს იცოცხლებდა...
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
„შედგა სიყვარულის ,სითბოს და სიხარულის ერთმანთთან გაზიარების კიდევ ერთი ლამაზი დღე“,- ასე შეაფასეს ღონისძიება სკოლაში
საინტერესო
მოწესრიგებული ეზო, ბაღები, მრავალწლოვანი ხეები, ყვავილები და შადრევანი ზოგიერთი კამპუსის განუყოფელი ნაწილია
„იფიქრეთ ამაღელვებელ, ექსტაზურ, სასურველ მომავალზე და გაიყვანეთ აწმყო წინ მის შესახვედრად“
ეს შეიძლება სხვადასხვა გზით გამოვლინდეს. მაგალითად, მოსწავლე გაკვეთილზე დაინტერესებას არ გამოხატავს, მოუსვენარია და მოტივაციის ნაკლებობაც შესამჩნევია
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
სიახლეები
საზოგადოება