სიახლეები
ეტალონი

„თუ „ეტალონი“ უფრო ხშირად გაიმართება, უკეთესი იქნება“- ქედის მუნიციპალიტეტში ინტელექტ-ჩემპიონატის I ეტაპი დასრულდა
20-05-2022
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატეტალონისმიზანი მოსწავლეებში განათლების ხელშეწყობა, მოტივაციის გაზრდა და წახალისებაა. ტრადიციადქცეულ ინტელექტუალურ კონკურსში მოსწავლეები მთელი ქვეყნიდან ერთვებიან. ტესტირება 2022 წელს დისტანციურ ფორმატში მიმდინარეობს.

19 მაისს კონკურსის პირველი ეტაპი ქედელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში ქედის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

კონკურსის ყველა მონაწილე მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა. ინტელექტუალური კონკურსი ქედის მუნიციპალიტეტის მერიის, მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურისა და ქედის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით იმართება. 

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 59 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე - „ქედის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. კონკურსის II ეტაპი 20 მაისს ასევე დისტანციურ რეჟიმში გაიმართება. 

კონკურსის მნიშვნელობასა და მიმდინარეობაზე ქედის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორები etaloni.ge-სთან საუბრობენ.

დურსუნ ნიჟარაძე, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ გეგელიძეების საჯარო სკოლის დირექტორი: 

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის“ პირველმა ეტაპმა ძალიან კარგად ჩაიარა, ბავშვები აღფრთოვანებულები დარჩნენ. გახარებულები იყვნენ, სიგელები რომ მიიღეს. ჩვენ ისინი შემდეგ ამოვბეჭდეთ და ისე გადავეცით მოსწავლეებს. იმედია, რომ „ეტალონთან“ თანამშრომლობას მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ. მასში მონაწილეობის მიღება მოსწავლეებისთვის ძალიან კარგია, მათ მოტივაცია ეძლევათ.

ინგა ბერიძე, იაკობ გოგებაშვილის სახელობის ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დანდალოს N1 საჯარო სკოლის დირექტორი:          

ჩემი სკოლა „ეტალონში“ ყოველწლიურად მონაწილეობს, ბავშვებს ეს კონკურსი მოსწონთ და ტესტების შესრულება ეხალისებათ. ჩემპიონატი რომ ონლაინ იმართება, მოსწავლეებისთვის კომფორტულია. მათთვის ხელსაყრელ დროს შეუძლიათ, რომ ტესტირება გაიარონ. ჩემი სკოლა მცირეკონტინგენტიანია და კონკურსში შესაბამისი ასაკობრივი კატეგორიიდან, თითქმის ყველა მოსწავლე ჩაერთო. ახლა თან ისეთი პერიოდია, პანდემიის გამო, ბევრი აქტივობა არ იმართებოდა. „ეტალონმა“ კი მოიფიქრა ასეთი კონცეფცია, რომ ჩემპიონატი ონლაინ გამართულიყო, რაც ძალიან კარგია. მე ამ კონკურსს მივესალმები, ბავშვებიც დიდი ინტერესით ერთვებიან და მათი მოტივაცია მაღლდება, სტიმული აქვთ, რომ მომავალშიც ჩაერთონ და უფრო მაღალი ქულა მიიღონ.

გია ბარამიძე, ფრიდონ თურმანიძის სახელობის ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მერისის საჯარო სკოლის დირექტორი:

მოსწავლეები ინტელექტ-ჩემპიონატში დამოუკიდებლად მონაწილეობდნენ, პროცესმა კარგად ჩაიარა. „ეტალონში“ მონაწილეობა მოსწავლეებზე ძალიან დადებითად აისახა. თუ კონკურსი უფრო ხშირად გაიმართება, უკეთესი იქნება. ჩემპიონატში ჩართულობასთან დაკავშირებით მოსწავლეების დაინტერესება ძალიან მაღალი იყო. ვინც არ მიიღო მონაწილეობა, დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ჩაერთვება. ვფიქრობ, რომ „ეტალონი“ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია.

რემზი თურმანიძე, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ორცვის საჯარო სკოლის დირექტორი:

ტესტირებამ კარგად ჩაიარა - მოსწავლეები დასხდნენ, კითხვებს პასუხი დამოუკიდებლად გასცეს და სიგელები დაიმსახურეს. დაახლოებით, 55-60 ქულა აიღეს. ეს ტესტირება მოსწავლეებს მოტივაციას უმაღლებს, სახალისოცაა. „ეტალონში“ მონაწილეობა მოსწავლეებს შესაძლებლობების გამოვლენაში ეხმარება, ცოდნის მიღების სურვილს უზრდის და სამყაროს ნათელ ფერებში დაანახებს. ჩვენი შთაბეჭდილება „ეტალონზე“ მხოლოდ დადებითია.

ნელი ბოლქვაძე, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკოტაურის საჯარო სკოლის დირექტორი:       

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტია. მასში ბავშვები ხალისით მონაწილეობენ. ტესტირების დაწყებამდე „ეტალონის“ გუნდის დახმარებაც დაგვჭირდა და ძალიან ოპერატიულები აღმოჩნდნენ. მოსწავლეები დამოუკიდებლად მუშაობდნენ და ძალიან კმაყოფილები არიან. ჩვენი სკოლა „ეტალონში“ გასულ წლებშიც აქტიურად მონაწილეობდა.


იხილეთ:

ქედის მუნიციპალიტეტის II ეტაპის მონაწილე მოსწავლეთა სია - ეტალონი

ქედელი მოსწავლეების საყურადღებოდ - „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში გაიმართება


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

„ეტალონის“ ინგლისური ენის ოლიმპიადა პირველად ტარდება

სიახლეები

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

 მოსალოდნელია წვიმა, მთიან რაიონებში თოვლი, ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული...

ბაღიდან გათავისუფლებული აღმზრდელი, რომლის აღსაზრდელსაც კარადა დაეცა, სამსახურში სასამართლომ დააბრუნა

საჯარო სკოლებში ხელფასების მატებასთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს

1 სპეციალობა, 1 უნივერსიტეტი - შეზღუდვა და ცვლილებები აბიტურიენტებისთვის პარლამენტმა დაამტკიცა

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

სკოლაში მადლობას უხდიან ლუიზა ტვილდიას მასპინძლობისა და საინტერესო გამოცდილების გაზიარებისთვი

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

გამორჩეული ათეულების შესახებ გაიგზავნება წარმატების დამადასტურებელი საინფორმაციო წერილები

სიახლეები
საზოგადოება