| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

20 მაისს მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის სასწავლო წელი დასრულდება. პანდემიიდან გამომდინარე, ორი წელი „ბოლო ზარის“ ტრადიცია ერთგვარად დაირღვა, თუმცა წელს, როდესაც ექსპერტები ეპიდემიის დასასრულს პროგნოზირებენ, ქვეყანაში შეზღუდვების უმრავლესობა მოიხსნა, დაშვებულია ბანკეტებიც და საინტერესო ისაა, ხომ არ რჩება შეზღუდვები სკოლებში „ბოლო ზარის“ ღონისძიებასთან დაკავშირებით?
ამ კითხვით etaloni.ge-მ განათლების სამინისტროს მიმართა, სადაც გვიპასუხეს, რომ უწყება რეკომენდაციებთან დაკავშირებით მუშაობს და დეტალური ინსტრუქცია სკოლებს გადაეგზავნებათ. თუმცა, ის უკვე გარკვეულია, რომ ღონისძიება არ უნდა იყოს ზედმეტად მასშტაბური და დამსწრე საზოგადოების რაოდენობაც მინიმუმამდე უნდა შემცირდეს.
იხილეთ ასევე:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს
ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს
პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ