სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„კვლევები, ძიებები და რეფორმები გადავიტანეთ... დიაგნოსტიკის შედეგსაც დაველოდებით“- ცეცხლაურის N1 სკოლის დირექტორი ლადო ხოზრევანიძე
04-05-2022
-
+


2021-2022 სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება. პედაგოგებისთვის და განსაკუთრებით კი დირექტორებისთვის მიმდინარე წელი სიახლეებითა და ცვლილებებით იყო დატვირთული. საინტერესოა რას ფიქრობენ საქართველოს წარმატებული სკოლების დირექტორები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიც არის ჰიბრიდული სწავლება, სადიაგნოსტიკო ტესტირება და ა.შ.

ამ მეტად მნიშვნელოვან საკითხებზე აზრის გასაგებად etaloni.ge ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურის N1 საჯარო სკოლის დირექტორს, ლადო ხოზრევანიძეს დაუკავშირდა.

- სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება, როგორ შეაფასებდით განვლილ პერიოდს ?

- მთავარი ისაა, რომ სწავლა პირდაპირი დასწრებით განახლდა; იყო უმნიშვნელო ხარვეზები თუმცა, მუშაობით კმაყოფილი ვარ: მოსწავლეთა დასწრებით, მათი აქტიურობით, პედაგოგების სიმხნევითა და სიხალვათით.

- როგორ ფიქრობთ, უნდა დარჩეს თუ არა სწავლის ჰიბრიდული მოდელი მომავალშიც?

- ლამაზი ტერმინია თუმცა, შედეგს გვიან მოვიმკით; თვითმიზანი აკადემიური წლის გადაგორება არაა.

- როგორ აფასებთ სადიაგნოსტიკო ტესტირების ჩატარებას და ხედავთ თუ არა მის საჭიროებას?

- კვლევები, ძიებები და რეფორმები გადავიტანეთ.. დიაგნოსტიკის შედეგსაც დაველოდებით, ზოგადად, ცუდი არ უნდა იყოს, ვნახოთ.

- თქვენი პირადი შეხედულებით, რას შეცვლიდით სკოლასა თუ სასწავლო პროცესში ?

- დასრულდეს ე.წ. პრაქტიკოსების გამოცდა. წინსვლა ვისაც უნდა, ღმერთმა ხელი მოუმართოს გაიზარდოს ვაუჩერული დაფინანსება; მხოლოდ სოფლის სკოლებში, რადგან მობილობა ქალაქის სკოლებისკენ გაიზარდა, სწავლის ხარისხი არ იცვლება, ურბანიზაცია იზრდება ქალაქისკენ.

- ბოლო პერიოდში, განათლების სისტემაში დანერგილ რომელ სიახლეს იწონებთ ყველაზე მეტად და რატომ?

- „ახალი სკოლის მოდელს“, რადგან სკოლა მთლიანად გადადის კომპიუტერზე, ინფორმაციულ კომუნიკაციაზე, რაც ხელს უწყობს მეტი ინფორმაციის მოწოდებას, ეს ნიშნავს შემდეგს - „ინფორმირებული ხარ შეიარაღებული ხარ“.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას

სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა

სასკოლო საზოგადოების გულთბილმა დახვედრამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება