სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბარდნალის საჯარო სკოლაში ტოლერანტობის საერთაშორისო დღე საინტერესოდ აღინიშნა 
17-11-2026
-
+


ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლის პედაგოგები მომავალ თაობას საგნებთან ერთად, კაცთმოყვარეობას, მიმღებლობას, შემწყნარებლობას ასწავლიან და ტოლერანტულ ღირებულებებზე ზრდიან.  ​

16 ნოემბერს მსოფლიოში ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღინიშნება. თარიღი ​ბარდნალის საჯარო სკოლაში საინტერესოდ აღნიშნეს და ტოლერანტობის მნიშვნელობის ხაზგასასმელად ბუბმერაზი ქართველების ნააზრევი მოიშველიეს. 

ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს გამორჩეულად გამოეხმაურა სკოლის დირექტორი მთვარისა ახვლედიანი, რომელმაც მოსწავლეებს ტოლერანტობისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების მნიშვნელობა შეახსენა. 

„ადამის მოდგმა ერთმანეთის არის ნაწილი,

ქმნილება ყველა ერთი არის წინაშე ღმერთის,

დაეკარგება უსათუოდ სიმშვიდე ყველას,

თუკი საწუთრომ გაიმეტა იმათგან ერთი“,

მეთორმეტე საუკუნის სპარსი პოეტის - საადი შირაზელის ეს ლექსი ამოტვიფრულია ნიუ - იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შენობის შესასვლელში.

ქვემოთ მოყვანილი სტრიქონები ლექსიდან „წუთისოფელი“, რომელიც ჩვენი, უნიკალური ქართული ხალხური ზეპირსიტყვიერების შესანიშნავი ნიმუშია, მჯერა, გაცილებით ადრე ნათქვამიც! ამიტომ მიმაჩნია, რომ მას ცივილიზებული მსოფლიო უნდა იცნობდეს (ისევ ჩვენი „მცირე ერის“ პრობლემა რომ არ გვიშლიდეს ხელს)!

ჰოდა, გაეროში თუ არაა, ამით ბევრი არაფერი აკლდება, მთავარია, გულში გვქონდეს და ცხოვრებაში ვიცავდეთ.

დღეს ტოლერანტობის დღე აღინიშნება მსოფლიოში და მე ამ ჩემი საყვარელი ლექსით გილოცავთ !

,,...ყველა ადამის შვილი ვართ,

თათარიც ჩვენი ძმა არი.

თუ ქალი გეტყვის დობასა,

ის უკეთესი და არი.

აგრეთი გქონდეს გუნება,

ვით მოწმენდილი ცა არი,

თუ არ იწამებ ამასა,

მუცლით ნაშობი რა არი?!"

და ერთიც, რომელიც მუდამ უნდა გვახსოვდეს:

„გმირობის გამოცდას ვაბარებთ მაშინ, როცა უმცირესობაში ვართ, ტოლერანტობის გამოცდას კი -

უმრავლესობაში ყოფნის დროს“,- წერს სკოლის ხელმძღვანელი. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სწავლის გასაგრძელებლად დოკუმენტების წარდგენა უკვე დაიწყო - დეტალური ინფორმაცია ცნობილია

სკოლებისთვის თვითშეფასების წარდგენის ვადები გახანგრძლივდა 

სკოლების 1028 თანამშრომლის დასახმარებლად 4.0 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა

ვალდებულება, რომელიც მასწავლებლებს ფუნქციის შესრულების პარალელურად ეკისრებათ - სქემის დეტალები

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

ბავშვებმა მრავალფეროვანი საზეიმო სანახაობა წარმაოადგინეს, მათ შორის წაიკითხეს ლექსები და მინი სპექტაკლი გაითამაშეს

მასპინძელი ბავშვებს მარტივი, მათთვის გასაგები ენით ესაუბრებოდა მხატვრებისა და მათი ნამუშევრების შესახებ
 
ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს გამორჩეულად გამოეხმაურა სკოლის დირექტორი მთვარისა ახვლედიანი
მე-2 კლასის მოსწავლეებმა, მშობლებთან და მასწავლებლებთან ერთად საზეიმო ღონისძიება გამართეს
 
საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება