სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ყვარლის თანამედროვე ხელოვნების ფონდს სტუმრობდნენ 
17-11-2026
-
+


ყვარლის №2 საჯარო სკოლის IVა კლასის მოსწავლეები 15 ნოემბერს ესტუმრნენ ქალაქ ყვარლის თანამედროვე ხელოვნების ფონდს - „KVARELI FOUNDATION“-ს, რომლის შენობაც ულამაზესი ბუნების წიაღშია განთავსებული და მნახველებს განსაკუთრებულ გარემოში მასპინძლობს.

ფონდის საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილია როგორც XX საუკუნის 60-იანი, 70-იანი და 80-იანი წლების ცნობილი მხატვრების, ისე თანამედროვე ხელოვანთა ნამუშევრები. მოსწავლეები გაეცნენ ოთარ ჩხარტიშვილის, ავთო ვარაზის, ჯიბსონ ხუნდაძის, ირაკლი ფარჯიანის, ლევან ჭოღოშვილის, ლუკა ლასარეიშვილის, ილიკო ზაუტაშვილისა და სხვა არაერთი ცნობილი მხატვრის შემოქმედებას.

მასპინძელი ბავშვებს მარტივი, მათთვის გასაგები ენით ესაუბრებოდა მხატვრებისა და მათი ნამუშევრების შესახებ, აცნობდა ხელოვნების სამყაროს თავისებურებებს და ცდილობდა, თითოეული მოსწავლისთვის ეს შეხვედრა საინტერესო და შემეცნებითი ყოფილიყო.

აღსანიშნავია, რომ გამოფენა ქართული თანამედროვე ხელოვნების განვითარებას წარმოაჩენს და დამთვალიერებლებს შესაძლებლობას აძლევს, გაეცნონ ბოლო 60 წლის განმავლობაში შექმნილ ნამუშევრებს. ხელოვნების ფონდი აქტიურად მასპინძლობს სხვადასხვა შემოქმედებით და საგანმანათლებლო ღონისძიებას, მათ შორის ლექციებს, სემინარებსა და კინოჩვენებებს. სამომავლოდ კი არაერთი საინტერესო აქტივობა იგეგმება.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, განსაკუთრებით სასიამოვნო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა შეხვედრის შემოქმედებითი ნაწილი. მასპინძელმა მოსწავლეებისთვის საჩუქრის ყუთები გახსნა, რომლებშიც მათ დასახატი მასალები დახვდათ. ბავშვებს შესაძლებლობა მიეცათ, თავად აერჩიათ მათთვის ყველაზე მეტად მოწონებული ნახატი და საკუთარი შთაბეჭდილებები ფურცელზე გადაეტანათ.

მოგვიანებით მოსწავლეთა ნამუშევრები შესაბამის მხატვრებს გაეგზავნა, რომელთაგან ბავშვებმა პასუხებიც მიიღეს.

„ამგვარმა გამოცდილებამ კიდევ უფრო განსაკუთრებული გახადა ხელოვნებასთან მათი პირველი თუ უკვე არსებული შეხება“,- გვეუბნებიან სკოლაში. 

შეხვედრის შთაბეჭდილებები IVა კლასის დამრიგებელმა, პედაგოგმა ქეთევან კილასონიამაც გაგვიზიარა:

„მადლობას ვუხდით ფონდის ადმინისტრაციას ასეთი თბილი დახვედრისთვის. ჩემმა მოსწავლეებმა კიდევ უფრო ახლოს გაიცნეს თანამედროვე ხელოვნება. მათ მიეცათ შესაძლებლობა, გამოფენის დათვალიერების შემდეგ თავად აერჩიათ სასურველი ნახატი და ადგილზე შეექმნათ საკუთარი ნამუშევრები. ბავშვებმა შესანიშნავად გაართვეს თავი დავალებას და ულამაზესი ნახატები შექმნეს.

მჯერა, რომ ასეთი შეხვედრები ბავშვებისთვის მხოლოდ სასიამოვნო მოგონებები კი არა, ახალი აღმოჩენების, შთაბეჭდილებებისა და შემოქმედებითი განვითარების შესაძლებლობაცაა. როცა სწავლა სასიამოვნო გამოცდილებად იქცევა, მიღებული ცოდნაც უფრო ღრმად და დიდხანს რჩება მეხსიერებაში!“,- გვეუბნება პედაგოგი.

ეს დღე მოსწავლეებისთვის ნამდვილად იქცა შემეცნებით, შთამბეჭდავ და შემოქმედებით თავგადასავლად, რომელმაც კიდევ ერთხელ წარმოაჩინეა, რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვების ზიარება ხელოვნებასთან და მათი შემოქმედებითი უნარების წახალისება.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სწავლის გასაგრძელებლად დოკუმენტების წარდგენა უკვე დაიწყო - დეტალური ინფორმაცია ცნობილია

სკოლებისთვის თვითშეფასების წარდგენის ვადები გახანგრძლივდა 

სკოლების 1028 თანამშრომლის დასახმარებლად 4.0 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა

ვალდებულება, რომელიც მასწავლებლებს ფუნქციის შესრულების პარალელურად ეკისრებათ - სქემის დეტალები

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

ბავშვებმა მრავალფეროვანი საზეიმო სანახაობა წარმაოადგინეს, მათ შორის წაიკითხეს ლექსები და მინი სპექტაკლი გაითამაშეს

მასპინძელი ბავშვებს მარტივი, მათთვის გასაგები ენით ესაუბრებოდა მხატვრებისა და მათი ნამუშევრების შესახებ
 
ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს გამორჩეულად გამოეხმაურა სკოლის დირექტორი მთვარისა ახვლედიანი
მე-2 კლასის მოსწავლეებმა, მშობლებთან და მასწავლებლებთან ერთად საზეიმო ღონისძიება გამართეს
 
საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება