სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N1 სკოლის „ჰიგიენურმა კლუბმა“ წყლის დაბინძურების შესახებ საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარა
03-05-2022
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა პროექტებსა თუ აქტივობებში მუდამ აქტიურად და ამავდროულად წარმატებით მონაწილეობენ.

ამჯერად, სკოლის „ჰიგიენურმა კლუბმა“, რომლის ლიდერები - ინნა ხელაია და ლიზი ქაჯაია გახლავთ წყლის დაბინძურების შესახებ საინტერესო ექსპერიმენტი წარადგინეს.

აღნიშნულის ექპერიმენტისა და ჩატარებული ღონისძიების შესახებ მეტ დეტალური ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია HELPING HAND-ის თანასწორ-განმანათლებლები: ინნა ხელაია და ლიზი ქაჯაია ავრცელებენ.

„არასამთავრობო ორგანიზაცია HELPING HAND-ის მიერ, UNICEF-ისა და USAD-ის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის - „მოზარდი მოხალისეების ჩართულობა კოვიდ-19-ის პანდემიის გამოწვევების საპასუხოდ საქართველოშის“ ფარგლებში, 2 მაისს ქუთაისის სასტუმრო „ბაგრატში“ იმერეთის რეგიონის მოხალისეებმა, თანასწორ-განმანათლებლებმა თავიანთ კლუბთან ერთად სტუმრებს მათ მიერ მომზადებული ექსპერიმენტები და სავარჯიშოები წარუდგინეს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, გაეროს ბავშვთა ფონდის, ჯანდაცვისა და საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელი ნანა ფრუიძე, „ჰელფინგ ჰენდის“ დირექტორი თინათინ მესხი, ადგილობრივი თვითმართველობისა და მედიის წარმომადგენლები.

ბავშვების ნამუშევრებმა დიდი მოწონებაც დაიმსახურეს, მათ შორის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის „ჰიგიენურმა კლუბმა", რომლის ლიდერებმა ინნა ხელაიამ და ლიზი ქაჯაიამ წარადგინეს ექსპერიმენტი წყლის დაბინძურებასთან დაკავშირებით. ამასთან ერთად კლუბის ლიდერების ინიციატივით სტუმრებს წარუდგინეს მათ მიერ გაკეთებული და დადგმული ფლეშმობი.

დღე შესანიშნავად დასრულდა; ბატონ ღასანს ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დირექტორმა, ფაქიზო ფანჩულიძემ და კლუბის წევრებმა გადასცეს საჩუქარი ოჯახის სიწმინდესთან დაკავშირებით და სკოლაშიც მიიწვიეს. სამახსოვრო ფოტოც გადავიღეთ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა გამოცდაზე 2 აპლიკანტი დაგვიანების გამო არ შეუშვეს ტესტირებაზე - NAEC დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს

პრაქტიკული რჩევები, რომლებიც ინგლისურში მაღალი ქულის მიღებაში დაგეხმარებათ 

წამყვან და მენტორ მასწავლებლებს განაცხადის წარსადგენად ვადა 7 ივლისის ჩათვლით აქვთ - სავალდებულო ფუნქციების შესრულება სავალდებულოა

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მასწავლებელთა გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდებზე გამოყენებული ტესტები გამოქვეყნდა 

პიროვნება

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

მოსწავლეებმა დაათვალიერეს დიდი საბავშვო მწერლის, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი

საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა 9 აპრილის შესახებ მოიძიეს ინფორმაცია და სასკოლო საზოგადოებას საპრეზენტაციო მასალით გააცნეს ამ დღის შინაარსობრივი დატვირთვა

მასშტაბურ გარემოსდაცვით ღონისძიებას სკოლაში არაერთი აქტივობა მიეძღვნა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება