სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

რუისის N3 საჯარო სკოლაში მათემატიკის წრე წარმატებით ფუნქციონირებს
03-05-2022
-
+


ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის N3 საჯარო სკოლაში მათემატიკის წრე „მთემატიკოსები“ ფუნქციონირებს. 

მოსწავლეებმა უკვე იმუშავეს ისეთ თემებზე, როგორცაა წრფივ ორუცნობიან უტოლობათა სისტემა; ორუცნობიან განტოლებათა სისტემა; სინუსების თეორემა; კოსინუსების თეორემა; ალბათობის ფორმულა; ხდომილობათა სივრცე; ფარდობითი სიხშირე და ალბათობა; ალბათობის გამოთვლის მაგალითები. 

სკოლა მათემატიკის წრის წესდებას გვიზიარებს.

„მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. მოცემული დებულება ვრცელდება წრის ყველა წევრზე და არეგულირებს წრის მუშაობას. აღნიშნული დებულება განსაზღვრავს წრის მუშაობის ძირითად პრინციპებს, საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, წევრების უფლება მოვალეობებს წრის საქმიანობის სფეროს და მოსალოდნელ შედეგს.
2. წრე დაფუძნებულია ერთი სემესტრის ვადით( მე-2 სემესტრი)
3. წრეს აქვს სახელწოდება, ლოგო, აგრეთვე შეიძლება ჰქონდეს სხვა რეკვიზიტები.
4 . წრის იურიდიული მისამართი: საქართველო, სსიპ ქარელის რაიონის სოფელ რუისის მე-3 საჯარო სკოლა.
5. წრის ხელმძღვანელი- ნინო ჯგერენაია
მუხლი 2. სასკოლო წრის მიზნები და დაარსების იდეა
1. წრის მიზნებია:
1.1. სკოლის მოსწავლეებისათვის საკუთარი თავის გამოხატვის შესაძლებლობების მიცემა;
1.2. სასკოლო პროგრამების მხარდაჭერა;
1.3. საგანმანათლებლო ბაზის შექმნა;
1.4. მოსწავლეთა კვლევის, ანალიზის, ჯგუფური მუშაობისა და დისკუსიის უნარების გამოვლენა, ჩამოყალიბება და განვითარება;
1.5.მიღებული ცოდნის გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში;
1.6. წყვილებში, ჯგუფურად და ინდივიდუალურად მუშაობისას გამოცდილების მიღება-გაზიარება;
მუხლი 3. სასკოლო წრეში გაწევრიანება და წევრობის შეწყვეტა
1. სასკოლო წრის წევრობა ნებაყოფლობითია;
2. სასკოლო წრის წევრი შეიძლება გახდეს ამავე სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე, რომელიც იზიარებს სასკოლ წრის მიზნებს;
3. სასკოლო წრის წევრობის მსურველმა უნდა მიმართოს წრეს წერილობით ამ წესდების დანართი N1 -ით დამტკიცებული ფორმით;
4. სასკოლო წრის წევრი ვალდებულია მიიღოს მონაწილეობა წრის საქმიანობაში, დაიცვას წესდების მოთხოვნები, შეასრულოს დავალებები.
6. სასკოლო წრე პასუხისმგებელია მისი წევრის მხოლოდ იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია წრის საქმიანობასთან;
7. სასკოლო წრის წევრს უფლებამოსილება უწყდება:
ა) პირადი განცხადების დაფუძველზე;
ბ) სასკოლო წრის წევრთა ხმათა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, როდესაც მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება სასკოლო წრის მიზნებს და უხეშად არღვევს აღნიშნული წესდების დებულებებს;
გ) მოსწავლის ამორიცხვის, გარიცხვის, სტატუსის შეჩერების შედეგად;
8. სასკოლო წრის წევრთა რაოდენობა არ არის გასაზღვრული.
მუხლი 4. სასკოლო წრის მართვა და გადაწყვეტილებების მიღების წესი
1. სასკოლო წრეს შეიძლება ჰყავდეს მინიმუმ ერთი კურატორი (ნინო ჯგერენაია), რომლის უფლებამოსილებაა უხელმძღვანელოს სასკოლო წრის საქმიანობას, ერთპიროვნულად წარადგინოს სასკოლო წრე მესამე პირებთან, უხელმძღვანელოს სასკოლო წრის მიერ განსახორციელებელი პროექტებისა და პროგრამების შემუშავებასა და რეალიზაციას.
მუხლი 5. სასკოლო წრის მუშაობა
1. სასკოლო წრე მუშაობს წინასწარ შემუშავებული სამუშაო გეგმით;
2. სასკოლო წრის კურატორი ინტერნეტსივრცეში სკოლის ვებგვერდზე ან სოციალურ ქსელში სკოლის გვერდზე ან ბლოგზე განათავსებს შემდეგ ინფორმაციას:
2.1. სასკოლო წრის სახელწოდება და შესაბამისი ატრიბუტიკა;
2.2. სასკოლო წრის წესდება, მისი დაარსების იდეა და მიზნები;
2.3. სასკოლო წრის სამუშაო გეგმა;
2.4. განაცხადის ფორმა სასკოლო წრეში გაწევრიანების მსურველთათვის;
2.5. სასკოლო წრის აქტივობების ამსახველი ფოტო/ვიდეო მასალა/შესაბამისი ბმული;
2.6. შეხვედრების ადგილი N საკლასო ოთახი.
მუხლი 6 . სასკოლო წრის საქმიანობის შეწყვეტის საფუძვლები
სასკოლო წრის საქმიანობა წყდება:
ა) სასკოლო წრის მოქმედების ვადის გასვლით.
მათემატიკის წრის: „მათემატიკოსების“ -ის სამუშაო პერიოდი:
ა) წრის სამუშაო პერიოდი ემთხვევა სკოლის სასწავლო წლის მეორე სემესტრს.
ბ) წრე მუშაობს სამშაბათი დღე .არასაგაკვეთილო დროს 13:00- 14:00
წრის სამუშაო პროგრამა:
რიცხვი, თვე, წელი წრის მუშაობის თემატიკა
05.04. 2022 წრფივ ორუცნობიან უტოლობათა სისტემა
12.04. 2022 ორუცნობიან განტოლებათა სისტემა
19.04. 2022 სინუსების თეორემა
26.04. 2022 კოსინუსების თეორემა
03.05. 2022 ალბათობის ფორმულა
10.05. 2022 ხდომილობათა სივრცე
17.05. 2022 ფარდობითი სიხშირე და ალბათობა
24.05. 2022 ალბათობის გამოთვლის მაგალითები“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა გამოცდაზე 2 აპლიკანტი დაგვიანების გამო არ შეუშვეს ტესტირებაზე - NAEC დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს

პრაქტიკული რჩევები, რომლებიც ინგლისურში მაღალი ქულის მიღებაში დაგეხმარებათ 

წამყვან და მენტორ მასწავლებლებს განაცხადის წარსადგენად ვადა 7 ივლისის ჩათვლით აქვთ - სავალდებულო ფუნქციების შესრულება სავალდებულოა

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მასწავლებელთა გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდებზე გამოყენებული ტესტები გამოქვეყნდა 

პიროვნება

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

მოსწავლეებმა დაათვალიერეს დიდი საბავშვო მწერლის, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი

საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა 9 აპრილის შესახებ მოიძიეს ინფორმაცია და სასკოლო საზოგადოებას საპრეზენტაციო მასალით გააცნეს ამ დღის შინაარსობრივი დატვირთვა

მასშტაბურ გარემოსდაცვით ღონისძიებას სკოლაში არაერთი აქტივობა მიეძღვნა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება